აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ორივე მოადგილე გადადგა – მედია

“მთავარი არხის” ინფორმაციით, თანამდებობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ორივე მოადგილემ დატოვა. სულხან ღლონტის გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ უწყებას ტოვებს გიორგი სურმანიძეც. ცნობისთვის, 25 მაისს თანამდებობა დატოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმაც.
“დუბინკებიანმა და ჯოხებიანმა ტიპებმა გინება ატეხეს” – პრეზიდენტს და მის შვილიშვილს კუს ტბაზე დახვდნენ – რას წერს ნინო სტურუა

ჟურნალისტი, ნინო სტურუა სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს კუს ტბაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს “დუბინკებით და ჯოხებით ჯგუფურად მოსიარულე ტიპებმა” შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როცა ის შვილიშვილთან ერთად სეირნობდა. ჩემ ცხოვრებაში არავის ფანი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს პოლიტიკოსის. საერთოდაც არ მესმის რატომ უნდა გიყვარდეს პოლიტიკოსი??? პატივისცემა, აზრის გაზიარება კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რა შუაშია სიყვარული და […]
გია ვოლსკი – ამ პროცესით არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ სწორედ ისინი არიან მოწინავეთა რიგებში, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს რადიკალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე

რეალურად, ამ პროცესით არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ სწორედ ისინი არიან მოწინავეთა რიგებში, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს რადიკალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. ვოლსკის თქმით, საქართველოში მიღებული […]
თორნიკე რიჟვაძე – ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი 9 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს და შევძლებთ, რომ მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ტურისტული სეზონით

9 ივნისს ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა რომ არის დადებითი სტატისტიკა და მუნიციპალიტეტებს და უწყებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა, რათა ბათუმი და აჭარა, ღირსეულად დახვდეს მოახლოებულ საზღვაო სეზონს. ,,ვემზადებით აქტიურად ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. მინდა მოვუწოდო ტურიზმის დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, კოორდინირებული მუშაობისკენ, რომ ბათუმმა და აჭარამ […]
მიხეილ სარჯველაძე – ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება,რაზედაც სახელმწიფო მომდევნო პერიოდში აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას

ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გვაქვს ე.წ. სკრინინგის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი დინამიკისა. ეს მიმართულება აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო […]
ნინო ბურჯანაძის პარტია უერთდება პრეზიდენტის “ქართულ ქარტიას”

პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა’’, რომლის ლიდერიც ნინო ბურჯანაზეა, უერთდება პრეზიდენტის ინიცირებულ ქართულ ქარტიას. “ქარტიის სულისკვეთება, საქართველო იყოს ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო და გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი, არის ამოცანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად ყოველთვის იყო პარტიის პრიორიტერი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქარტია დღეს არის კეთილი სურვილების დეკლარირება და მნიშვნელოვანია, რომ ქარტიის მხარდამჭერთა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ამ […]
32 ადგილი თბილისში, სადაც სტიქიის მაღალი რისკია – 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენი

2023 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქში ოპტიმალურად ასათვისებელი ფართობი თითქმის აღარ არის, ქალაქის გაფართოება იმ არეალებში დაიწყო, სადაც ადრე გეოლოგიური და საინჟინრო ნორმებიდან გამომდინარე, მშენებლობა დაუშვებლად ითვლებოდა. დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომელიც შესაბამისი პირობების (უპირველეს ყოვლისა, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა და მიწისძვრები) წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს. ამასთან, თბილისში დასახელებულია უბნები, სადაც გეოლოგიური […]
„ვერ ვიმუშავებთ, ვერც ბავშვებს ექნებათ უკეთესი მომავალი“ – „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“ მუშაობას აჩერებს

ორგანიზაცია ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველო რუსული კანონის მიღებით ევროპას, ევროპულ ფასეულობებსა და ადამიანის უფლებების ცნებას დაშორდა. მათი თქმით, ასეთ პირობებში მუშაობას ვერ გააგრძელებენ და ვერც ონკოპაციენტ ბავშვებს ექნებათ უკეთესი მომავალი. „ევროპული ჯანდაცვა არის ის რისთვისაც ვიბრძვით! ევროპამ გადაარჩინა ასეულობით ონკოპაციენტი ბავშვი მაშინ, როცა საქართველოში მათი გადარჩენის არანაირი შანსი არ […]
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, სულხან ღლონტმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია აჭარის ტელევიზიას ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ ღლონტმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სულხან ღლონტი აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 2019 წლიდანაა, მანამდე ის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.
WP: აშშ შეშფოთებულია უკრაინის დარტყმებით რუსეთის ბირთვულ რადარებზე

აშშ შეშფოთებულია უკრაინის ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმებით რუსეთის რადიოლოკაციის სადგურებზე, რომლებიც სარაკეტო თავდასხმების ადრეული გაფრთხილების სისტემის ნაწილია. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა The Washington Post-ი. გამოცემის თანახმად, კიევს ეცნობა ვაშინგტონის შეშფოთების შესახებ. წყაროს თქმით, ბირთვული გაშვებების შესახებ ადრეული გაფრთხილების რუსულ სისტემაზე თავდასხმებს შესაძლოა “მადესტაბილიზებელი ეფექტი” ჰქონდეს. რუსეთი ამ ობიექტებს არ იყენებს უკრაინის წინააღმდეგ […]