მიხეილ სარჯველაძე მედიკამენტებზე – ჩვენ მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ფასის მიხედვით კონკურენციის ხელშეწყობა, არამედ ხარისხთან საუკეთესოდ დაბალანსებული თანაფარდობის მიღწევა

ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა გასულ წელს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. დაწესდა ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა და ამოქმედდა შესაბამისი ინსტრუმენტები. წამლის რეალიზაციის მაქსიმალური შესაძლო ფასის დადგენამ, უპირობოდ დადებითად აისახა მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასის ზედა ზღვარი, 7 100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების […]

“მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე” – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასაც ემუქრებიან. მისივე თქმით, ძალადობის ყველა შემთხვევა დასაგმობია. “არ მაქვს გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამიტომ გამიჭირდება დაზუსტება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები და შეურაცხყოფები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, როდესაც ნომრები იქნა გაჟღერებული“, – განაცხადა […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7968 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7968 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7968 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7874 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0227 ლარს შეადგენდა. […]

მარიამ ლაშხს სურს, რომ დონორებმა ჯანდაცვის სექტორისთვის მეტი ფული გამოყონ

„ქართული ოცნების” დეპუტატი, მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს მოსახლეობის ინტერესი მაღალია და ისურვებდა, დონორების დაფინანსების ნაწილშიც ტოპ მიმართულებად იყოს ჯანდაცვა. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ. მისი შეფასებით, მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე წარმატებულად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. „შევუერთდები კოლეგებს და ძალიან დიდ პატივისცემას დაგიდასტურებთ. ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისის მიუხედავად, გვიხარია, […]

ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ყაზახეთთან მატჩისთვის

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 6 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 22 ფეხბურთელი გამოიძახა. ტრავის გამო, მოახლოებულ შეკრებას იბერია 1999-ის ნახევარმცველები – გიზი და ოთო მამაგეიშვილები გამოტოვებენ. ყაზახეთთან შეხვედრისთვის მოსამზადებელ შეკრებაში, 21-წლამდე ნაკრების ორი დებიუტანტი მიიღებს მონაწილებას – ვახტანგ სალია (დინამო […]

უკრაინის ქალაქ ვოვჩანსკიდან, რომელსაც რუსეთის არმია უტევს, გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია – პოლიცია

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ხარკოვის რეგიონის ქალაქ ვოვჩანსკიდან (რუსები მას ვოლჩანსკს უწოდებენ. რედ.) ათზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ეთერში (“თავისუფლება.დილა”) განაცხადა ხარკოვის რეგიონში უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა სერგეი ბოლვინოვმა. მისი თქმით, ყოველდღე თითქმის ამდენი ადამიანის გამოყვანას ახერხებს პოლიცია ფაქტობრივად ფრონტისპირა ქალაქიდან, რომელსაც რუსეთის არმია 10 მაისიდან ინტენსიურად […]

„ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები 2024 წელს 1,62 მლრდ-ზე მეტს შეადგენს“ – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და მის 11 წლიან შედეგებზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ, მოსახლეობას, ხარისხიან და სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გაუმარტივა და მოქალაქეთა ჯიბიდან დანახარჯები მკვეთრად შემცირდა. „სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ბევრი დრო აქვს დაკარგული წინა წლებში ჯანდაცვის სექტორის სწორად მართვის […]

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა. 80 ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. „ანტიჩიხური მექანიზმი” დაწესდა. საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. უფრო კონკრეტულად, „საარჩევნო კოდექსის” ჯერ კიდევ […]

9 ივნისს ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი 9 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება, მოლოდინები გვაქვს პოზიტიური და შევძლებთ, რომ მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ზაფხულის ტურისტული სეზონით, – ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არის დადებითი სტატისტიკა და მუნიციპალიტეტებს და უწყებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა, რათა ბათუმი და აჭარა, ღირსეულად დახვდეს მოახლოებულ საზღვაო სეზონს. ,,ვემზადებით […]

ბოდიში მოიხადეთ იმისთვის, რომ რუსული კანონი უწოდეთ გამჭვირვალობის კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიმინალი კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ ჟურნალისტს არ ვუპასუხებ

ბოდიში მოიხადეთ იმისთვის, რომ რუსული კანონი უწოდეთ გამჭვირვალობის კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიმინალი კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ ჟურნალისტს არ ვუპასუხებ პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ფორმულას“ ჟურნალისტს ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდებს. დეპუტატის თქმით, კრიმინალი კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ტელევიზიის ჟურნალისტი სიცრუეს ავრცელებს. სოზარ სუბარმა ჟურნალისტს კითხვის ფორმულირების გასწორებისა და ბოდიში მოხდისკენ მოუწოდა. კერძოდ, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა დეპუტატს დაუსვა […]