ღაზის ქალაქ რაფაჰში ბრძოლა ძლიერდება

30 მაისს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰის მცხოვრებნი ინტენსიურ საარტილერიო ცეცხლსა და სროლაზე იუწყებიან. ეს ინფორმაცია ვრცელდება ისრაელის განცხადების ფონზე, რომ მისმა ძალებმა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ეგვიპტესთან საზღვრის ახლოს, სტრატეგიული დერეფანი დაიკავეს. ისრაელის არმია რაფაჰში მაისის დასაწყისში შეიჭრა, მიუხედავად საერთაშორისო წინააღმდეგობისა და შეშფოთებისა იმ პალესტინელთა ბედზე, რომლებიც ამ ქალაქს აფარებენ თავს. გასული კვირის ბოლოს ისრაელის […]

საფრანგეთმა, შესაძლოა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს

საფრანგეთმა, შესაძლოა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს. როგორც “როიტერი“ სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, საფრანგეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების შესახებ მომავალ კვირას, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას გამოაცხადოს. როგორც დიპლომატებმა “როიტერს“ განუცხადეს, საფრანგეთი იმედოვნებს, შექმნას და უხელმძღვანელოს იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინას მსგავს დახმარებას გაუწევენ იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი შიშობს, ამან შესაძლოა, რუსეთთან პირდაპირი […]

აქტუალური ხდება ამერიკელი გადამხდელთათვის მათი მთავრობის მიერ საზღვარგარეთ დახარჯული ფული

აქტუალური ხდება ამერიკელი გადამხდელთათვის მათი მთავრობის მიერ საზღვარგარეთ დახარჯული ფული ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ბრაიან მასტის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მას შემდეგ, რაც SIGAR-ის [სპეციალური გენერალური ინსპექტორი ავღანეთის აღდგენისთვის] ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი აშშ-ის მთავრობის მიერ თანხების გამოყენება. კონგრესმენმა ენტონი ბლინკენს მიმართა და აღნიშნა, რომ „ვიდრე USAID-ი, ყველა […]

მიხეილ სარჯველაძე – ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია

ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია, -აღნიშნულის შესაახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, შშმ პირთა უფლებებზე მუშაობა გაგრძელდება იმ საუკეთესო სტანდარტების გამოყენებით,რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს ახალმა კანონმა დაადგინა. „მთავარ სამომავლო გეგმად უნდა გამოვყოთ მუშაობის აქტიურად გაგრძელება ე.წ. ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსამზადებლად. ამ მიმართულებით […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებსა ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ ინფორმაციას, სახელწოდებით „ე.წ. ოდეერები სკოლებში“ განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა მნიშვნელოვნად აძლიერებს ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებს და აღნიშნული თანამდებობის შემოღების აუცილებლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს სამართლებრივი აქტებით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ ინფორმაციას, სახელწოდებით „ე.წ. ოდეერები […]

ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჯონ დიპიროს შეხვდა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები იყო. მხარეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ ძირითად საქმიანობებზე ისაუბრეს, რაც არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ხორციელდება. გიორგი კალანდარიშვილმა […]

იაგო ხვიჩია – ცოტა მიკვირს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რწმენა კიდევ აქვს შერჩენილი „ენჯეო“ სექტორს

მე ცოტა მიკვირს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რწმენა კიდევ აქვთ შერჩენილი [არასამთავრობო ორგანიზაციებს] , – ასე გამოეხმაურა “გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. ხვიჩიას თქმით, “ენჯეო” სექტორი პროცესის გაგრძელების თვალსაზრისით ალბათ ფიქრობს, რომ ეს მომგებიანი ჟესტია, თუმცა არ სჯერა, რომ ამას […]

“საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული“ – მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული. “2015 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 82 000 ადამიანი არის ამ დროისთვის უკვე განკურნებულიდა ამ დროისთვის პრაქტიკულად დავიწყეთ საბოლოო ელიმინაციის ფაზაზე მუშაობა.აღარაფერს ვიტყვი თითოეული ასეთი ადამიანისთვის მოტანილ ეფექტზე, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით. რაც შეეხება , ტუბერკულიოზს. ტუბერკულოზის მიმართულებით გვაქვს სერიოზული წინსვლა. უკანასკნელი […]

ევროკავშირის იმპორტში რუსეთის წილი ექვსჯერ შემცირდა

ევროკავშირიდან რუსეთში საქონლის ექსპორტი ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ 2022-2024 წლების პირველ კვარტლებს შორის ფულადი თვალსაზრისით 55%-ით, ხოლო რუსეთიდან იმპორტი 85%-ით შემცირდა. ამის შესახებ Eurostat-ის უახლეს მონაცემებში წერია. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ევროპის ექსპორტმა რუსეთის ფედერაციაში 8,8 მლრდ ევრო, იმპორტმა კი 9,7 მლრდ ევრო შეადგინა. ამდენად, ევროკავშირის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი წლის პირველ სამ თვეში მხოლოდ […]

„აბსოლუტური ამორალურობაა, მცდელობა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა“- ჯანდაცვის მინისტრი

„აბსოლუტური ამორალურობაა, ცალკეული ადამიანების მხრიდან, ისტერიკის და პანიკის დათესვის მცდელობა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა, თითქოს მათი შვილებისთვის მკურნალობა აღარ იქნება ხელმისაწვდომი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არის უტიფარი ტყუილი“, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე საუბრისას განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირები საკუთარ, ვიწრო პოლიტიკურ […]