ეუთო/ოდირი: კანონს მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააუქმოს ის

ეუთო/ოდირი რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ კანონს მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს. შესაბამისად, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და “უნდა გაუქმდეს.” კერძოდ, განცხადების მიხედვით, კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებებსა და მედიასაშუალებებს “უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად მოიხსენიებს, “არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობაში დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს.” განცხადებაში მკაფიოდაა ხაზგასმული, რომ რუსული კანონი, მიზნებითა და ფარგლებით […]
“ვიბრძვით! ყველას გვერდში დავუდგებით” – ეკა ნიჟარაძე.

ახალგაზრდა მსახიობის ანანო მახარაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო, მოსამართლე გადაწყვეტილებას 4 ივნისს გამოაცხადებს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე მსახიობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – გზის გადაკეტვას ედავებიან. სასამართლოში მახარაძის მხარდასაჭერად დღეს მისი კოლეგები მივიდნენ. ეკა ნიჟარაძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოზიციის მქონე სხვა მსახიობებიც დაიბარონ და დააჯარიმონ. “გზა გადაკეტა 200 000-მა ადამიანმა, ეს ყველასთვის არის ცნობილი, მარტო […]
ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჯონ დიპიროს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები იყო. მხარეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ ძირითად საქმიანობებზე ისაუბრეს, რაც არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ხორციელდება. გიორგი კალანდარიშვილმა IRI-ის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია […]
N109 საბავშვო ბაღს ახალი შენობა ექნება – მერია

ისნის რაიონში მდებარე N109 საბავშვო ბაღს მომავალი წლიდან ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა ექნება. მიმდინარე სამშენებლო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო. პროექტი 20 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, რაც 600-მდე აღსაზრდელის მომსახურებას ითვალისწინებს. ბაღის შენობა ენერგოეფექტური მასალებით აშენდება და მოპირკეთდება. ბაღს ექნება სათამაშო მოედნები, ღია ტერასები აქტივობებისათვის, ეკოლოგიურად […]
„საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული“ – მიხეილ სარჯველაძე

„საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. „2015 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 82 000 ადამიანი არის ამ დროისთვის უკვე განკურნებულიდა ამ დროისთვის პრაქტიკულად დავიწყეთ საბოლოო ელიმინაციის ფაზაზე მუშაობა.აღარაფერს ვიტყვი თითოეული ასეთი ადამიანისთვის მოტანილ ეფექტზე, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით. რაც შეეხება , ტუბერკულიოზს. ტუბერკულოზის მიმართულებით გვაქვს სერიოზული წინსვლა. უკანასკნელი […]
„ოთახფონდი დიდია და კონკურენცია გაიზარდა“ – რა გამოწვევები აქვს სასტუმროებს

„ოთახფონდი დიდია და კონკურენცია გაიზარდა“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი სასტუმროების ძირითად გამოწვევას ადგილობრივ ბაზარზე. როგორც მურაჩაშვილი აღნიშნავს, პანდემიის პერიოდში საქართველოში ბევრი სასტუმრო გაიხსნა და ოთახფონდიც გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს, მომართვიანობასთან შედარებით ოთახფონდი გაცილებით მეტია. „ნაკლებია მომართვიანობა, ვიდრე ჩვენ ბაზარზე ოთახფონდი გვაქვს. ამან გამოიწვია ფასების შემცირება. საერთაშორისო ბრენდ […]
„ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია“ – სარჯველაძე

„ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია“- აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „შშმ პირთა უფლებებზე მუშაობა გაგრძელდება იმ საუკეთესო სტანდარტების გამოყენებით,რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს ახალმა კანონმა დაადგინა. მთავარ სამომავლო გეგმად უნდა გამოვყოთ მუშაობის აქტიურად გაგრძელება ე.წ. ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსამზადებლად. […]
შენგელიას 17 ქულა ბოლონიელებს ვენეციაში მოსაგებად არ ეყოთ

იტალიის სერია A-ს ფინალში გასვლა გადაედო თორნიკე შენგელიას. მისმა “ვირტუს ბოლონიამ” ვენეციაში დაძაბულ ბრძოლაში – 73:78 წააგო მასპინძლებთან და სერიაში ანგარიში 2:1 გახდა. ბოლონიელებს რომ მოეგოთ, ფინალში გადიოდნენ, თუმცა “ვენეციამ” უძლიერესი მეორე ნახევარი ჩაატარა და შანსი შეინარჩუნა. “ვირტუსმა” თამაში დამაჯერებლად დაიწყო და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ ძალიან ცუდი მესამე მეოთხედის შემდეგ (10:21), მასპინძლებს […]
იმნაძის თქმით, საკონსტიტუციოს მიმართავენ, დავის პროცესში რუსული კანონის მოქმედება შეჩერდეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გურამ იმნაძე ამბობს, რომ რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში დავის პროცესში კანონის მიმართ დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებას მოითხოვენ. ამის შესახებ მან ფორმულას დღეში ისაუბრა. იმნაძის განმარტებით, სარჩელი შეიძლება განიხილოს როგორც კოლეგიამ, ანუ ოთხმა მოსამართლემ, ისე პლენუმმა, ანუ საკონსტიტუციოს ცხრავე მოსამართლემ. მისი თქმით, ინტერესი და მიზანი იქნება, რომ საქმე პლენუმმა განიხილოს, რათა […]
კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ „აგენტების კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლო „პოლიტიკური გავლენების ქვეშ არ მოექცევა“

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ე.წ. აგენტების კანონის შესახებ სამომავლოდ ევროსასამართლოში საჩივრის შეტანაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. ჟურნალისტის შეკითხვას – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა კანონი ევროსასამართლოში რომ გაასაჩივრონ და ევროსასამართლომ მისი შეჩერება მოითხოვოს, გაიზიარებთ თუ არა ამ გადაწყვეტილებას? – კობახიძემ უპასუხა, რომ არ ჰგონია, ევროსასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. „ვიდრე ჩვენ დავაინიციირებდით ამ კანონპროექტს, შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და […]