თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობების დადებით დინამიკას. „მხარეებმა ისაუბრეს აჭარის ტურისტულ, საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ. თორნიკე რიჟვაძემ ელჩს რეგიონში ტურიზმის მიმართულებით არსებული დადებითი დინამიკა და სიახლეები გააცნო. აღსანიშნავია, რომ […]

GM Pharma ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ემზადება

საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM Pharma ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ემზადება. კომპანია ამ სტრატეგიული გეგმის განხორციელებისთვის სხვადასხვა წამყვან, ევროპულ საკონსულტაციო კომპნიებთან ინტენსიურად თანამშრომლობს. GM Pharma-ს უწყვეტი განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე პარტნიორობას წამყვანი ბრიტანული საკონსულტაციო სააგენტო Woodley BioReg უწევს. Woodley BioReg წამყვანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ფარმაცევტული, ბიოტექნოლოგიური და სამედიცინო მოწყობილობების რეგულატორული საკითხების მიმართულებით. აღნიშნული კომპანია […]

მარიამ ქვრივიშვილი – დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ, „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“კი ყოველდღიურ ფრენებს იწყებს

სიმბოლურია, რომ ერთი მხრივ, დღევანდელი რეისით ჩინეთში პირველად გაემგზავრებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას, მეორე მხრივ კი, დღეიდან ჩვენი პარტნიორი ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ გადადის ყოველდღიურ ოპერირებაზე. აქამდე ავიაკომპანია კვირაში ოთხ სიხშირეს ახორციელებდა. სიხშირეების ზრდა პირდაპირ აისახება ქვეყნებს შორის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა […]

ნატო მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს – Steadfast Defender 24-ს ასრულებს – სცენარი მოკავშირეთა ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმაა, რაც იწვევს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დღეს ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს – Steadfast Defender 24-ს („მტკიცე მცველს“) ასრულებს. წვრთნები, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის შეკავებას, ორ წელზე მეტი ხნის წინ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების ვითარების საპასუხოდ დაიწყო. ნატო-ს შტაბ-ბინის ცნობით, წვრთნებში, რომელიც დაახლოებით ოთხი თვის წინ დაიწყო, მონაწილეობა მიიღო 90 000-ზე […]

რუსეთის ქალაქ ყაზანში განგაში გამოაცხადეს და აეროპორტი დახურეს

დღეს, 31 მაისს დილით განგაში გამოაცხადეს რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანის ზოგიერთ რაიონში მდებარე საწარმოებში და თანამშრომლებს ევაკუაცია მოსთხოვეს. რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მიზეზი დასახელებული არ არის. ამასთან, რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალების მიხედვით, ყაზანის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები მოძრაობენ. დროებით დახურეს ყაზანის და ნიჟნეკამსკის აეროპორტები. ტელეგრამ-არხი Baza წერს, რომ ყაზანის ქიმიური […]

ისტორიაში პირველად საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე გუნდის შემადგენლობა პრესკონფერენციაზე წარადგინა. საქართველოს ნაკრებმა რეკორდული რაოდენობის – 11 ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა: 10 – ინდივიდუალური და ერთი – შერეული გუნდური ასპარეზობის. პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაზე ქალთა და ვაჟთა ნაკრები შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მედლის მოპოვებას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ ძიუდო არის პირველი სახეობა, რომლის წარმომადგენელთა შერეული ნაკრები ოლიმპიურ თამაშებში […]

მრავალი თვის ნალოლიავები, ორი დიდი ევროპული გარიგება ჩაგვივარდა, იმ კომენტარით რომ „თქვენ ევროპისკენ აღარ მიდიხართო“ – ზურაბ ერისთავი

ბოლო თვის განმავლობაში, მრავალი თვის ნალოლიავები, ორი დიდი ევროპული გარიგება ჩაგვივარდა, იმ კომენტარით რომ „თქვენ ევროპისკენ აღარ მიდიხართო“, – ამის შესახებ RENTALS & Eristavi Estates, მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ერისთავმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ჩავარდნილი პროექტებიდან ერთ-ერთი 300 სამუშაო ადგილს ქმნიდა. „ყოველ დილით ვიღვიძებ დამძიმებული გულით. არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება. როგორ მოხდა […]

დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ეს არის უპრეცედენტო განაჩენი, ვინაიდან ტრამპი არის პირველი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე ხუან მერჩანმა განაჩენის გამოტანის მიზნით სასამართლო პროცესი 11 ივლისს დანიშნა. ტრამპის სასჯელი მოსამართლის გადასაწყვეტია და ის შეიძლება მოიცავდეს პატიმრობას ან პირობით […]

ამერიკული კონსორციუმიდან სანქცირებულ ჩინურ კომპანიამდე – როგორ (ვერ) შენდებოდა ანაკლიის პორტი?

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დღემდე გაჩერებულია. კონსორციუმმა და სახელმწიფომ მასში წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი დახარჯეს, თუმცა პორტის პროექტი განხორციელება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა. როგორ (ვერ) შენდებოდა ანაკლიის პორტი: პორტის მშენებლობის პირველი მცდელობები […]

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმიდა ორი ძმას, დავით და ტარიჭანს მოიხსენიებს

წმიდა დავითი და ტარიჭანი ერისთავთა ცნობილი გვარის წარმომადგენლები იყვნენ. ქართველ მეფეთა კარზე დაახლოებული და დანათესავებული მათი მშობლები ვარდანი და თაგინე ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ ვაჟიშვილებს. ვარდან ერისთავი დავითისა და ტარიჭანის სიყრმეში გარდაიცვალა. მისი მამული მძლავრებით მიიტაცა თაგინეს წარმართმა ძმამ, თევდოსიმ, თან გადაწყვიტა წმიდა ოჯახი უსჯულოებისაკენ მიედრიკა: „დაუტევეთ შჯული ეგე ჯუარცმულისაჲ და იპყარით შჯული ჩემი შენ და შვილთა […]