უკრაინას შეუძლია გერმანული იარაღი გამოიყენოს ხარკოვის სასაზღვრო რეგიონის დასაცავად – ბერლინი

Reuters-ის ცნობით, გერმანიამ პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის შიგნიდან განხორციელებული თავდასხმებისგან თავის დასაცავად ხარკოვის სასაზღვრო რეგიონში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. როგორც გერმანიის მთავრობის სპიკერი ამბობს, მათ მოკავშირეებთან ერთად განიხილეს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა ხარკოვის რეგიონზე. “ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი თავდასხმებისგან, რაც საერთაშორისო კანონმდებლობითაა გარანტირებული. ამისთვის […]
უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ კრასნოდარის მხარეში დაარტყეს ორ ნავთობტერმინალს და საბორნე გადასასვლელს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ ქვეყნის საზღვაო ძალებმა უკრაინული “ნეპტუნის” რაკეტებით შეუტიეს ნავთობტერმინალებს და საბორნე გადასასვლელს რუსეთის კრასნოდარის მხარეში. დარტყმა იყო პორტ “კავკაზის” ნავთობის ტერმინალზე, საბორნე გადასასვლელზე, ასევე ამავე მხარეში დრონებით თავდასხმა იყო კიდევ ერთ ნავთობტერმინალზე. კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინული თვითმფრინავები თავს დაესხნენ ნავთობის საცავს რეგიონის თემრიუკის რაიონში. მისი თქმით, შედეგად […]
თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს ახალი თაობის საყვარელ ობიექტებში მუდმივი შეთავაზებები დაემატა. მოსწავლეები და სტუდენტები თიბისის ბარათებით გადახდისას თანხის 30%-ს დაიბრუნებენ ბიბლუსში, მინისოში, მაკდონალდსში, ლუკა პოლარეში, სულაკაურის გამომცემლობასა და ორგსერვისში. დამატებით სტუდენტები მიიღებენ 40% ფასდაკლებას ჯიპისიში და 50% ფასდაკლებას პსპ-ში. განახლებული ნაკრები საშუალებას მისცემს მოსწავლეებსა და სტუდენტებს დაზოგონ თანხა ყოველდღიურად და დამოუკიდებლად და მარტივად მართონ […]
მამაკაცის უნაყოფობა – ბიოლოგიური შვილის ყოლის შანსი მედიცინის თანამედროვე მეთოდებით

თანამედროვე მსოფლიოში, სხვა დაავადებების პარალელურად, ყოველწლიურად იზრდება მამაკაცის უნაყოფობის პრობლემები. ამ მიზეზით სულ უფრო აქტუალური ხდება რეპროდუქციულ კლინიკებში მომართვიანობა. 2023 წელს კლინიკა “რეპროარტის” მამაკაცის უნაყოფობისა და მიკროქირურგიის სამსახურში მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის მიზნით, დაინერგა სპერმის ასპირაციის უახლესი ქირურგიული მეთოდი მიკრო ტესე – Micro TESE, რომელიც იძლევა საშუალებას, გრძელვადიანი მკურნალობის გარეშე, ბიოლოგიური შვილი ჰყავდეს იმ მამაკაცსაც კი, […]
ბუჩუკური: ოცნებამ კანონის მიღების შემდეგ, მისი მოწინააღმდეგეების მიმართ მუქარა ისევ დაიწყო

პარტია საქართველოსთვის წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღების შემდეგ, კანონის მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ ფსიქოლოგიური და ძალადობის შემცველი მუქარა ისევ დაიწყო. როგორც ბუჩუკურმა თქვა, ძალადობის მუქარები პარტიის წევრების მიმართ, მათ შორის მის მიმართაც განხორციელდა. დეპუტატი ამბობს, რომ ისინი მიმართავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და პროკურატურას, რათა რეაგირება მოახდინონ. […]
დიმიტრი მედვედევი – რამდენიც არ უნდა ილაყბონ ნატო-ელებმა, პენსიაზე გასულმა ბებრებმა, ცხოვრება ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე ქარაფშუტა მსჯელობა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღს არ გამოიყენებს
რაც არ უნდა ილაპარაკონ დასავლეთში, რომ რუსეთი არ გამოიყენებს არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს, ცხოვრება ბევრად საშინელია, ვიდრე მათი ქარაფშუტა მსჯელობა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „რამდენიც არ უნდა ილაყბონ ნატო-ელებმა, პენსიაზე გასულმა ბებრებმა, რომ რუსეთი არასოდეს გამოიყენებს არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ყოფილ უკრაინაში და, მითუმეტეს, ნატო-ს ცალკეულ ქვეყნებში, ცხოვრება ბევრად უფრო […]
2 ივნისის დილამდე საქართველოში ძლიერი წვიმა, სეტყვა ელჭექი იქნება – მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც

31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- […]
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ახალ ტურისტულ ბაზრებზე გაეცნენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს საუდის არაბეთსა და ჩინეთში გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აღნიშნული ქვეყნების ტურისტულ გამოფენებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა. „გამოფენების ვიზიტორებს აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდათ. გამოფენის […]
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ტრაბზონში, თევზების გენეტიკის მიმართულებით გამართულ ტრენინგს დაესწრნენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ტრაბზონში, თევზების გენეტიკის მიმართულებით გამართულ ტრენინგს დაესწრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტრენინგი თევზების გენეტიკის მიმართულებით მეთევზეობის კვლევით ინსტიტუტში (SUMAE), ცენტრალური აზიისა და კავკასიის მეთევზეობისა და აკვაკულტურის რეგიონული კომისიის (CACFish) მხარდაჭერით ჩატარდა. „სწავლებაში მონაწილეობა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა მიიღეს. სასწავლო […]
გიგი წერეთელი – ეუთო/ოდირის მწვავე დასკვნა „რუსულ კანონზე“ არასამართლიან საარჩევნო გარემოზეც მიუთითებს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის, გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ოფისის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაკეთებული დასკვნა „ძალიან მკაფიოა და აღნიშნავს, რომ ეს რუსული სულისკვეთების კანონი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და გასაწვევია“. მისი თქმით, ეუთო-ს ეს ოფისი მსოფლიოში საარჩევნო მონიტორინგის მთავარი სტრუქტურაა და მისი შეფასებები გადამწყვეტია. „აღნიშნული დასკვნა ლოგიკურად […]