ევროკავშირი არის პირდაპირ ჩართული შუა დერეფანში, მისი პირდაპირი ინტერესია ამ პროექტის განხორციელება და როგორ შეიძლება ევროკავშირს არ აინტერესებდეს საქართველოსთან ურთიერთობა

ევროკავშირი არის პირდაპირ ჩართული შუა დერეფანში, მისი პირდაპირი ინტერესია ამ პროექტის განხორციელება და როგორ შეიძლება ევროკავშირს არ აინტერესებდეს საქართველოსთან ურთიერთობა ოპოზიციის ნარატივს, რომ საქართველოს ევროპა ებრძვის, ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პასუხობს და აცხადებს, რომ მთელი ეს საპროტესტო კამპანია, რომელიც გამჭვირვალობის კანონს მოყვა, მიმართული იყო საქართველოზე გავლენის გასაძლიერებლად. როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, ეს […]

ოჯახის წევრის დაჭრისთვის დუშეთში პოლიციელი დააკავეს

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შს სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც სავარაუდო დამნაშავის დის ქმარმა დაზიანება მიიღო. სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ […]

ქუჩები, სადაც დღეს 18.00 საათიდან 3 ივნისამდე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება – მერიის განცხადება

თბილისის მერია ორბელიანია მოედანზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი ივნისის 18:00 საათიდან 3 ივნისის 04:00 საათამდე, ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით, ხოლო მშრალი ხიდიდანათონელის ქუჩისკენ მიმავალი […]

„ღირსეულ მონობას არაფერი ჯობია ერთ ლარად ნაყიდ 10 ჰექტარ სამშობლოში“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: „როგორც ირკვევა, არსებობს ასეთი გავრცელებული მოსაზრება, რომ ღირსეულ მონობას არაფერი ჯობია ერთ ლარად ნაყიდ 10 ჰექტარ სამშობლოში…“

არასამთავრობო ორგანიზაციებს, ელჩებს მივმართავ, პოზიცია გამოხატეთ ამ თავდასხმასთან დაკავშირებით – ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობის“ ოფისზე თავდასხმაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საელჩოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ვიდრე ხელისუფლებაში იქნება, საუბარს თავდასხმებით აპირებს. „ასე გამოიყურება რუსული კანონი მოქმედებაში. ეს არის შუბი, რითაც ცდილობდნენ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შემოჭრას. ფაქტობრივად, რამდენიმე წუთის განმავლობაში თანამშრომლებს, უსაფრთხოების სამსახურის […]

“ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა” – იენს სტოლტენბერგის განცხადება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და საქართველოში მიმდინარე ამბების შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავისი აზრი დააფიქსირა: „საქართველო არის პარტნიორი. მე ახლახან ვიყავი საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა. უცხოური აგენტის შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და ამიტომ, ნატო-ს მოკავშირეებმა და სხვა ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება და ჩვენ […]

თავდაცვის სამინისტრომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, „არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების შვილები დაესწრნენ ღონისძიებას, რომელშიც საბავშვო მუსიკალური კონკურსის – „რანინას“ მომღერლები მონაწილეობდნენ. ბავშვების საზეიმო განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმაც, რომლებმაც კოსტიუმირებული წარმოდგენა გამართეს. „ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, სამხედროების შვილებს ნოდარ დუმბაძის სახელობის […]

ევროზონაში უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა

Eurostat-ის ანგარიშის თანახმად, აპრილის თვეში ევროზონაში უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews.com-ი აქვეყნებს. მარტის თვესთან შედარებით, უმუშევრობა 0.1%-ით, 6.4%-მდე შემცირდა. მანამდე ევროზონაში უმუშევრობის დონე 6.5%-ზე ხუთი თვის განმავლობაში იყო შენარჩუნებული. უმუშევრობის დონე აპრილში 14.1%-მდე შემცირდა 25 წლამდე ასაკის პირებში. მარტში ამ ასაკის კატეგორიაში მაჩვენებელი 14.3%-ს უდრიდა. უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალ ნიშნულზე კვლავ […]

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი ივნისის 18:00 საათიდან 3 ივნისის 04:00 საათამდე, ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი იმოძრავებს სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას […]

„შემდეგი თვეების განმავლობაში გვექნება გაზრდილი მერყეობა“ – გიგა ბედინეიშვილი

„შემდეგი თვეების განმავლობაში გვექნება გაზრდილი მერყეობა,“ – ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ცნობისთვის, მაისის მეორე ნახევარში ანუ დაახლოებით 2-კვირიან ჭრილში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 10-11 თეთრით არის გაუფასურებული. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7968 ლარია, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი მისი […]