თელავში „მშვიდობის პარკი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საზეიმო ღონისძიებებით გაიხსნა

თელავში „მშვიდობის პარკი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა პარკში შეკრებილ პატარებთან ერთად საზეიმო ღონისძიებებით გახსნეს. თელავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სტუმრებს უამრავი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა დახვდათ. „პარკის სტუმრების განწყობაზე ანიმატორები და სხვადასხვა […]
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში ფეკალური მასებითა და ნაგვით სავსე 260 საჰაერო ბურთი გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში ფეკალური მასებითა და ნაგვით სავსე 260 საჰაერო ბურთი გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა პირობა დადო, რომ სამაგიეროს გადაუხდის მეზობელს, მას შემდეგ, რაც სეულში დაფუძნებულმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა, ამ თვის დასაწყისში, „პროპაგანდისტული ბროშურებით“ სავსე ბუშტები გაუშვა ფხენიანის მიმართულება. ოთხშაბათს სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე ნაჩვენებია ბუშტები მათზე […]
მიხეილ სარჯველაძე – თუ ვინმეს სურვილი აქვს, ვითარება შეატორტმანოს, ამის გამო კი დაფინანსება გააჩეროს, ეს ძალიან ცუდი საქმე იქნება – ეს არის მტრობა -გამორიცხულია ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით დაფინანსებას საფრთხე შეექმნას

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ ორგანიზაციებმა გადაწყვეტილება მიიღეს და განაცხადეს, რომ აღარ გააგრძელებენ იმ პროექტებს, რომლის ბენეფიციარებიც ბავშვები იყვნენ, ამ ფონზე გამოდის, რომ ეს ორგანიზაციები „გაუბრაზდნენ ხელისუფლებას და სჯიან ბავშვებს, ეს ძალიან ცუდად ჩანს ეს“. „მოხდა ის, რომ მიიღეს გადაწყვეტილება და თქვეს, ამიერიდან ჩვენ გავბრაზდით, გავიბუტეთ და ჩვენ აღარ გავაგრძელებთ ამ პროექტს, რომლის ბენეფიციარებიც […]
საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე კიდევ 6 ფეხბურთელი შეუერთდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და ანზორ მექვაბიშვილი შეურთდნენ. აქამდე ჩვენი გუნდი 14 ფეხბურთელით ემზადებოდა. რამდენიმე მოთამაშეს სეზონი ჯერ არ დაუსრულებია და ისინი ვილი სანიოლის განკარგულებაში მომავალი კვირიდან იქნებიან. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიოატის დაწყებამდე, 6 ივნისს ამხანაგურ მატჩს პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრებთან ჩაატარებს.
“ვგრძნობთ დისტანცირებას, გარკვეული ურთიერთობების გაციებას, დაპაუზებას…” – გური ქოიავა ინვესტორებთან ურთიერთობაზე

“აქსელისა” და “სტარტაპ ბიუროს” თანადამფუძნებელი, გური ქოიავა, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა სტარტაპ ეკოსისტემაზეც მოახდინა გავლენა, რაც, ყველაზე თვალსაჩინოდ, საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობაში გამოიხატება. ქოიავა ერთ-ერთი იყო იმ სტარტპერებიდან, რომლებიც ესტონეთში სტარტაპებისთვის განკუთვნილ ღონისძიებას, Latitude59-ს ესწრებოდა, სადაც, “რუსული კანონის” III მოსმენით მიღების შემდეგ, არაერთმა ბიზნესმენმა დააფიქსირა, რომ საქართველოში ინვესტირებისგან თავს შეიკავებენ. […]
ისლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ისლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლებით არჩევნებზე ისლანდიის 254 000-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. სულ არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა მთავარ კანდიდატებად ბიზნესმენი ჰალა თომასდოტირი და ყოფილი პრემიერი კატრინ იაკობსდოტირი ითვლებიან. წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, მათ 24-24%-იანი მხარდაჭერა აქვთ, მესამე ადგილზე […]
მეუფე შიო – ვიფხიზლოთ, სანამ გვაქვს დრო, ჩვენი სულის ლამპრები შევავსოთ სიკეთით, გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის ქორწილში და ღირსი გავხდეთ, ღმერთისგან მარადიული სიკეთეები მივიღოთ

როგორც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ნებისმიერ შემთხვევაში მისი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული. ყველა ადამიანს მოუწევს მასთან შეხვედრა. ამიტომ ჩვენ მთელი ცხოვრება უნდა ვემზადებოდეთ ამ შეხვედრისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს წმინდა ინოს ხსენების დღე […]
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო. 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის 4 ვაკანტური საგზურიდან ერთი გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). ლატვიის გარდა ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, […]
ისრაელი ღაზას ბომბავს მას მერეც, რაც ბაიდენმა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა წარმოადგინა

ისრაელის ძალები 1 ივნისს ტანკებით და არტილერიით ბომბავენ ღაზის სამხრეთში განთავსებულ ქალაქ რაფაჰს – რამდენიმე საათში მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი გამოდის ახალი საგზაო რუკის წინადადებით ცეცხლის სრულად შეწყვეტის მიზნით. ბაიდენის განცხადებიდან მალევე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მისი ქვეყანა ომს გააგრძელებს მიზნების მიღწევამდე. ნეთანიაჰუს თქმით, არ შეცვლილა ომის […]
სტუ-ის „ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში საქველმოქმედო აქცია გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება „ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ ჩაატარა. კლუბის პრეზიდენტის თქმით, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ერთ-ერთ ყველაზე უძველესი საერთაშორისო დღესასწაულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურად სხვადასხვა ფორმატში აღნიშნავს. მარიამ კაკაურიძის განცხადებით, „ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ დედაენის ბაღში ბავშვებს […]