შსს-მ „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“ საინფორმაციო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრადიციულად, 1-ელ ივნისს, „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს” საინფორმაციო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, თელავის ისტორიულ მუზეუმში გამართულ გახსნით ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა – ნიკო თათულაშვილმა, პარლამენტის წევრმა და ბავშვის უფლებათა დაცვის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ – ბაია კვიციანმა, […]
მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზრუნვაში მყოფ ბავშვებს, სამინისტროს წარმომადგენლებმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო-სატრენინგო ცენტრში უმასპინძლეს, სადაც ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კუტიბაშვილმა და ინსტრუქტორებმა მოზარდებს ადგილზე გააცნეს, თუ, როგორ ტარდება პირველადი სამედიცინო დახმარება. პრაქტიკული ნაწილის შემდეგ […]
როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე – გასული კვირის მონაცემები

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონისთვის“ მხარდაჭერის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა. „საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 7.60%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 37.10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.82 მილიარდ სტერლინგს აღწევს. „TBC PLC-ის“ აქციების ღირებულება […]
ომბუდსმენი: კანონის მიღება უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა ულებრივ მდგომარეობაზე

ომბუდსმენი: კანონის მიღება უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა ულებრივ მდგომარეობაზე საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება, ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე”. „პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა […]
თელავის მერმა მოახსნევინა ბანერი: „პარკის რეაბილიტაცია დააფინანსა ევროკავშირმა – არა რუსულ მთავრობას!“

სამოქალაქო პლატფორმა „თავისუფლების მოედნის“ წევრებმა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე, დასასვენებელი პარკის გახსნის ღონისძიებაზე ბანერი დადგეს, რომელზეც ეწერა: „პარკის რეაბილიტაცია დააფინანსა ევროკავშირმა – არა რუსულ მთავრობას!“. სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენელმა არჩილ მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბანერმა თელავის მერის ლევან ანდრიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია. „მივიდა და ბანერი მოგლიჯა. თავის თანამშრომლებს ეუბნებოდა, წაიღეთ აქედან, ამის ადგილი არ არისო… ჩვენ ბანერის […]
ომბუდსმენის განცხადებით, „აგენტების კანონი“ ბავშვებისთვის სერვისების შემცირების რისკს ქმნის

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი. ის მიუთითებს ბოლო წლებში პროგრესისა და წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ, მაგრამ აცხადებს, რომ ქვეყანაში კვლავაც არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან არის დაკავშირებული ბავშვთა უფლებების დაცვა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვების სოციალური უფლებების დაცვის საკითხი. „საქართველოში მოქმედი პროგრამები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა […]
ირაკლი ღარიბაშვილი თელავში კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან. შეხვედრა თელავში ხვალ გაიმართება. “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო […]
ლევან იზორია მაიკლ როთს – კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვა, თქვენ გქონდათ მცდელობა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ

ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვა. თქვენ გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლევან იზორია, სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რითაც ეხმიანება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ. როგორც იზორია აცხადებს, ქართული ტოლერანტობა, რომელიც სამაგალითოა მთელს მსოფლიოში, სწორედ საქართველოს ეკლესიის წიაღში […]
წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება

ბოლო დღეებში დედაქალაქში უხვი ნალექის მოსვლამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებულ ფერდზე ქვათაცვენა გამოიწვია, რისთვისაც საჭირო გახდა ფერდის ჩამოწმენდა და სხვა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოების ჩატარება. უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოების წარმოების დროს, 2 და 3 ივნისს, 10:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში, წყნეთის გზატკეცილზე (წყნეთის დასასრულიდან ბეთანიის მიმართულებით) საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში, წყნეთიდან ბეთანიისა და […]
ევროკავშირმა გააფართოვა ირანის სანქციები, რუსეთისთვის დრონების გადაცემის გამო

ევროკავშირის საბჭომ 31 მაისს ირანის სამ უწყებას და ექვს ინდივიდს დაუწესა სანქციები, მათი მონაწილეობისთვის დრონების გადაცემის პროცესებში რუსეთისთვის და ირანის რეგიონული მოკავშირეებისთვის. ორი კვირის წინ ბლოკმა უკვე გააფართოვა ირანისთვის დაწესებული შემზღუდავი ზომები, თეირანის მხრიდან რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და “წინააღმდეგობის ღერძების”, ანუ ირანის რეგიონული მოკავშირეების ქსელის მხარდაჭერის გამო. ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ხათამ ალ-ანბიას ცენტრალურ შტაბ-ბინას, […]