თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე პერფორმანსი – „გავიმარჯვებთ სახელოვნად“ მოაწყვეს

ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებმა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგოდ, სლოგანით – „გავიმარჯვებთ სახელოვნად“, პერფორმანსი მოაწყვეს. კერძოდ, მწერლებმა და წიგნების გამომცემლობათა წარმომადგენლებმა ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ სცენაზე გაშალეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და ბანერი წარწერით – „გავიმარჯვებთ სახელოვნად“. შეკრებილებს სცენიდან მიმართა მწერალმა ტორესა მოსიმ და განაცხადა, რომ საქართველო არცერთი დიქტატორის მიმართ მორჩილებაში არ […]
ფინეთში სიტუაციური კოსმოსური ცენტრი შეიქმნება

ფინეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრომ ქვეყანაში სიტუაციური კოსმოსური ცენტრის შექმნის კანონპროექტი წარადგინა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, თუ ამ წინადადებას პარლამენტი დაამტკიცებს და მთავრობა საჭირო დაფინანსებას გამოყოფს, ცენტრის შექმნა 2025 წლიდან დაიწყება. ინფორმაციის თანახმად, ცენტრი ფინეთის პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მოამზადებს ინფორმაციას კოსმოსში არსებული ვითარების შესახებ. წინადადების მიხედვით, ცენტრის სამოქალაქო ნაწილი ეროვნულ მეტეოროლოგიურ ინსტიტუტში […]
აქტივისტების პეტიცია EU-ს ლიდერებს: დაუწესდეთ სანქციები რუსული კანონის მხარდამჭერებს!

ქართველი აქტივისტები ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლასა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიმართ პეტიციას აქვეყნებენ. ისინი განცხადებით ყველა იმ ჩინოვნიკის დასანქცირებას მოითხოვენ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსული კანონის მიღებაზე. კერძოდ, აქტივისტების თქმით, სანქციები უნდა დაუწესდეს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსული კანონის მიღებასა და […]
ბაია კვიციანმა საინფორმაციო კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ბაია კვიციანმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტრადიციული საინფორმაციო კამპანიისადმი – „ნუ წაართმევ ბავშვობას” მიძღვნილ გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა. „ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კოტის თეატრალურმა ჯგუფმა წარმოდგენა გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული, გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალით გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, ფესტივალის, რომელიც იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელის პატრონაჟით და თბილისის მერიისა და მარნეულის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს, ფარგლებში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი […]
„არ მგონია, რომ ვინმეს მიზეზი ჰქონდეს, გაბრაზდეს, ქუდი დაიხუროს და თქვას, რომ აღარ ვაპირებ ამ სიკეთის გაკეთებასო“ – მიხეილ სარჯველაძე

„არის ცალკეული ინიციატივები, რომელიც დონორული მხარდაჭერით ფინანსდება. მაგალითად ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, აქტივობები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და ა.შ. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არ აგვერიოს ერთმანეთში, მკურნალობა, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტიპის დაფინანსებასთან და მას სახელმწიფო აფინანსებს. რაც შეეხება დანარჩენს, თუ ვინმეს ამ დრომდე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სიკეთე ეკეთებინა საქართველოში, მე პირადად, მოვუწოდებ […]
“ამ [რუსული] კანონით, პრობლემას უქმნი დასავლურ ფულს და არაფერს უშვები რუსულს” – ნიკოლოზ გოგოჭური

ტექნოლოგიური სტარტაპ “ნეიროპილოტის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ გოგოჭური, BMGDrive-ის ეთერში პარლამენტის მიერ “გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დაძლევის შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არასტაბილური ვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის მყარი არგუმენტების გაზიარება. “სამწუხაროდ, მოსალოდნელი ამბავი მოხდა, არაერთი შანსი ჰქონდა პარლამენტს იმისთვის, რომ ერთი-ორი ნაბიჯით უკან წასულიყო და დაფიქრებულიყო იმაზე, რას აკეთებს, მაგრამ ეს არ გააკეთა. ამიტომ, მოსალოდნელი იყო, რომ […]
„Reuters ირაკლი კობახიძის განცხადებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით ავრცელებს, სტატია მიზნად ისახავს ყალბი აღქმების შექმნას“ – „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი

„Reuters ირაკლი კობახიძის განცხადებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით ავრცელებს, სტატია მიზნად ისახავს ყალბი აღქმების შექმნას“ – „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი საერთაშორისო მედიასაშუალება „როიტერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით ავრცელებს, სადაც შინაარსის გარეშე წერია, თითქოს ირაკლი კობახიძე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქგვერდის, „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. […]
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა გასართობი შოუ-პროგრამით აღინიშნა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა გასართობი შოუ-პროგრამით აღინიშნა. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება სპორტული ნაწილით დაიწყო, მხიარულ სტარტებში ერთმანეთს ა(ა)იპ ბორჯომის სასპორტო სკოლის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ. შემდეგ კი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კულტურული აქტივობებით გაგრძელდა. ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების მონაწილეობით გამართული კონცერტის შემდეგ, „რანინას“ მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართა. „პატარების საზეიმო განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში მხიარული […]
მაიკლ კარპენტერი – უკრაინას მივეცით საპასუხო ცეცხლის გახსნის უფლება საზღვრის გასწვრივ

უკრაინელებს აქვთ უფლება საპასუხო დარტყმა მიაყენონ იმ სამიზნეებს, საიდანაც იბომბება მათი ქალაქები, სოფლები, იღუპებიან მოქალაქეები, – ამის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწემ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან კარპენტერი საუბრობს იმაზე, რომ უკრაინელებმა თეთრ სახლს თხოვნით მიმართეს, გამოიყენონ ამერიკული იარაღი საზღვრის მეორე […]