რონალდო ტირის, ნეიმარი კი ფანების ამ შეძახილზე იცინის… – საუდის არაბეთის თასის ფინალის შემდეგ გადაღებული ვიდეო ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

საუდის არაბეთის სამეფო თასის ფინალში კრიშტიანო რონალდოს “ალ ნასრი” ნეიმარის “ალ ჰილალთან” პენალტების სერიაში დამარცხდა. ფინალში წაგების შემდეგ “ალ ნასრის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ცრემლები ვერ შეიკავა. დაჯილდოვების ცერემონიის დროს მეტოქე გუნდის ფანები მესის სახელს სკანდირებდნენ. მატჩს ტრიბუნად ადევნებდა თვალს ნეიმარი, რომელიც ტრავმირებულია და არგენტინელის გვარის ხსენებაზე გულიანად იცინა.
“როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება” – გიორგი ქვილითაია

TST სპორტი ევრო 2024-ის შესახებ ინტერვიუების სერიას აგრძელებს, ამჯერად მათი გადაცემის სტუმარი საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია გახლდათ. ქვილითაიამ კომენტარი პორტუგალიის ნაკრებთან თამაშზეც გააკეთა. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები რობერტო მარტინესის გაწვრთნილ გუნდს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დაუპირისპირდება. “პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, ჩემი აზრით, გამორჩეული ფავორიტიც არის, ამას მათი გუნდიდან და ფეხბურთელებიდან გამომდინარე ვამბობ. საქართველოს ნაკრებს […]
გერმანიის სამხრეთში სტიქიას ებრძვიან

გერმანიის სამხრეთში სტიქიას ებრძვიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბავარიის ქალაქ აუგსბურგში, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნაპირიდან გადმოვიდა და სარკინიგზო ხიდი დააზიანა. დატბორილია რამდენიმე დასახლებული რაიონი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. დროებით შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
“ზოგიერთმა ქვეყანამ სამშვიდობო სამიტის ჩაშლაში რუსეთის დახმარება დაიწყო” – ზელენსკი

სინგაპურში გამართულ კონფერენცია “დიალოგი – შანგრილაზე” უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადება გააკეთა: “დადასტურება გვაქვს მსოფლიოს 106 ქვეყნიდან და ეს არის მაღალ დონეზე: ლიდერების დონეზე, მათი ქვეყნების წარმომადგენლების მაღალ დონეზე. რუსეთი დღეს დადის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, იმუქრება საკვები პროდუქტების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან ქიმიკატების ბლოკადით, ენერგეტიკულ რესურსებზე ფასებით, ან უბრალოდ ახორციელებს ზეწოლას მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებზე, რათა […]
ნეთანიაჰუ მზარდი ზეწოლის ქვეშაა ისრაელში, მას მერე, რაც ბაიდენმა წარმოადგინა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა

1 ივნისს ისრაელის ლიდერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა – მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წარმოადგინა ღაზაში ომის დასრულების შეთანხმება. ისრაელის ბევრი მოქალაქე ნეთანიაჰუს შეთანხმებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს, მაგრამ მისი ულტრამემარჯვენე მოკავშირეები იმუქრებიან, რომ თუ პრემიერ-მინისტრი გეგმას დათანხმდება, ისინი მთავრობის კოლაფსს გამოიწვევენ. ღაზაში ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას ნეთანიაჰუმ არარეალისტური უწოდა მანამ, სანამ დაკმაყოფილდება ომის […]
ზელენსკის თქმით, 100 ქვეყანა შეუერთდა შვეიცარიის სამშვიდობო ძალისხმევას, ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად

სინგაპურში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უცხოეთის ლიდერებს შეხვდა ყოველწლიური ღონისძიების, შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების სამიტის მეორე, ბოლო დღეს, 2 ივნისს. ზელენსკი ცდილობს საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებას მიმდინარე თვეში შვეიცარიაში დანიშნული სამშვიდობო კონფერენციისთვის – მიუხედავად, ზელენსკისვე თქმით, ჩინეთის ძალისხმევისა კონფერენციას ძირი გამოეთხაროს. ზელენსკის თქმით, 100-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ გამოთქვა მზაობა მონაწილეობა მიიღოს შვეიცარიაში დანიშნულ შეხვედრაში. რუსეთი […]
„რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ისევ ურეკავენ და აგინებენ

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მათ გვიან ღამით ისევ ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ. ისინი მათ შეცვლილ მეთოდებზეც საუბრობენ და ყვებიან, რომ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ახლა “ოცნების” პროპაგანდისტები სხვადასხვა თხოვნით ურეკავენ, მათ შორის, უყვებიან, რომ სოფლიდან სხვადასხვა პროდუქტი გამოატანეს და შეხვედრას სთხოვენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის პოსტს სოციალური ქსელიდან: ნანა დიხამინჯია: შუაღამით მთელ ოჯახს […]
„ეს გამოძიება არის უბრალოდ თვალის ასახვევად”- ენმ-ს იურისტი

„ეს გამოძიება არის უბრალოდ თვალის ასახვევად, გამოძიებაც დაწყებულია ყველაზე მსუბუქი მუხლით. ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ეს დაჯგუფება ჯერ მოაცილა და მერე გააცილა პოლიციამ. ასევე დიდი ეჭვია, რომ ეს ადამიანები არიან გდდ-ს თანამშრომლები. აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ გამოძიებამ დაადგინოს რამე, რადგან თვითონ არიან ორგანიზატორები და თვითონ არიან შემსრულებლები,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა […]
ზელენსკი ოსტინს სინგაპურში შეხვდა – აშშ კვლავ ადასტურებს დახმარების დაპირებას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს შეხვდა, სინგაპურში, შანგრი-ლას დიალოგის ფარგლებში. „განვიხილეთ აშშ-ის დახმარება უსაფრთხოების სფეროში, უკრაინის შესაძლებლობების საჭიროებათა უზრუნველსაყოფად. კვლავ დავადასტურე აშშ-ის ერთგულება, შეინარჩუნოს 50-ზე მეტი ქვეყნისგან შემდგარი კოალიციის მტკიცე მხარდაჭერა, თავისუფლების დაცვაში უკრაინის დასახმარებლად. არასოდეს იმერყევებს აშშ-ის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის პროცესში“, – დაწერა ლოიდ ოსტინმა, 2 ივნისს, […]
“ნაპოლის” შეთავაზებულზე ბევრად მეტი ანაზღაურება – ცნობილია თანხა, რასაც პსჟ კვარაცხელიას ფრანგულ გუნდში გადასვლის შემთხვევაში გადაუხდის

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იმ კონტრაქტის დეტალებზე წერს, რომელსაც პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას სთავაზობს. ფრანგული გუნდი მზადაა, ჩვენებურს 2029 წლამდე გაუფორმოს კონტრაქტი და სეზონში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს, თანაც ამას ბონუსებიც დაემატება. ინფორმაციისთვის, ქართველის ამჟამინდელი ხელფასი “პარტენოპეიში” 1,5 მილიონი ევროა. “ნაპოლი” ხვიჩას კონტრაქტის ასევე 2029 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს. მისი გასამრჯელო 4 მილიონი ევრო გახდება და ამას 1 […]