ოფიციალურად: მოურინიო “ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელია

თურქულმა “ფენერბაჰჩემ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა, კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. “მივესალმებით განსაკუთრებულს”, – დაწერა სტამბულურლი გუნდის X-ის გვერდმა. მოურინიო უმუშევარი ამა წლის ზამთრის მერე იყო, რაც “რომადან” დაითხოვეს. “ფენერბაჰჩემ” გასულ სეზონში თურქეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა.

წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა

წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა, დროებით, 15:00 საათამდე შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. სამუშაოების წარმოების დრო 2 და 3 ივნისი, 10:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში განისაზღვრა. მერიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში დედაქალაქში უხვი ნალექის მოსვლამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებულ ფერდზე ქვათაცვენა გამოიწვია, რისთვისაც საჭირო გახდა ფერდის ჩამოწმენდა და სხვა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოების ჩატარება. რაც […]

ოდესაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის ქალაქ ოდესაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალები ავრცელებენ. უწყების ცნობით, ოდესაში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ ქალაქისკენ “მაღალი სიჩქარის სამიზნე” მოძრაობდა. ოდესის ოლქმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

გასული კვირაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,36 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 1,36 მლნ ბარელით და შეადგინა 459,731 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები გაიზარდა 0,92 მლნ ბარელით და შეადგინა 235,411 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 0,56 მილიონი ბარელით და შეადგინა 116,5 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი – აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელი ხაზია

ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივას სულ უფრო მეტად ანადგურებენ ტაივანელი სეპარატისტები და გარე ძალები, – ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა დონ ჯუნმა სინგაპურში, კონფერენციაზე – „შანგრი-ლას დიალოგზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ტაივანი ჩინეთისთვის „ძირითადი საკითხების ბირთვია“, მაგრამ ტაივანის მმართველი „დემოკრატიული პროგრესული პარტია“ თანდათან აგრძელებს სეპარატიზმს და ცდილობს წაშალოს ჩინური იდენტობა. “ამ სეპარატისტებმა ცოტა ხნის წინ […]

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გრძელდება. 1 ივნისის საფესტივალო პროგრამამ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება გააერთიანა: ქართული მრავალხმიანი სიმღერებით მაყურებლის წინაშე ანსამბლი „რუსთავი“ წარდგა; შეხვედრები გაიმართა ქართველ ვეტერან ფეხბურთელებთან (გიორგი ლომაია, გიორგი ნავალოვსკი, დავით სირაძე); ჩატარდა ტიხრული მინანქრის ოსტატის, სოფიო მუშკუდიანის, მასტერკლასი და გაიმართა მისი ნამუშევრების გამოფენა; საფესტივალო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ეთნოჯაზბენდმა „ირიაომ“ […]

“პატარა ჟასმინმა მამისგან საჩუქრად ბინა მიიღო, ბებიისგან კი 1 მილიონი გრივნა“ -უკრაინული მედია

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში და­ბა­დე­ბულ მის ქა­ლიშ­ვილ­ზე აქ­ტი­უ­რად წერს. მათი ცნო­ბით, გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნელ სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ ლიზა იას­კოს­თან შე­ე­ძი­ნა, კი­ევ­ში სა­ჩუქ­რად ბინა მი­ი­ღო. რო­გორც ირ­კვე­ვა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­შია, დე­და­მის­მა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და კი­დევ მი­ლი­ო­ნი გრივ­ნა შვი­ლიშ­ვილს გა­დას­ცა. უკ­რა­ი­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა ელი­ზა­ვე­ტა იას­კომ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ი­ტა­ნა, […]

ლაშა ტყეშელაძე – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს დაესხა წინასწარ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი – გამოძიებაც დაწყებულია ყველაზე მსუბუქი მუხლით

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს დაესხა წინასწარ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი – დღემდე არცერთის ვინაობა არ არის დადგენილი და გამოძიებაც ყველაზე მსუბუქი მუხლით არის დაწყებული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა. ტყეშელაძის განმარტებით, ძალიან დიდი ეჭვია, რომ თავდამსხმელები გდდ-ს თანამშრომლები არიან, „რადგან სწორედ იმ მხრიდან ამოვიდნენ და ჩავიდნენ“. „ჩვენ ვნახეთ, რომ „ერთიან ნაციონალურ […]

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ქალი კანდიდატი დარეგისტირდა

ყოფილი ირანელი დეპუტატი, ზოჰრე ელაჰიანი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად დარეგისტრირდა, – ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზოჰრე ელაჰიანი პირველი ქალია, რომელიც ირანის პრეზიდენტობისთვის საარჩევნო რბოლაში ჩაერთო. ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატებად ასევე დარეგისტრირდნენ ირანელი პოლიტიკოსები: მასუდ პეზეშკიანი, ალირეზა ზაკანი, სეიედ აჰმად რასულინეჯადი, ჰაბიბოლა დაჰმარდე, სეიიდ მოჰამად-რეზა მირთაჯოდინი, ფადა-ჰოსეინ მალეკი, ზოჰრე ელაჰიანი და ვაჰიდ […]

ლოიდ ოსტინი – ჩინეთთან ომი არ არის გარდაუვალი, არც ის, რისი თავიდან აცილებაც არ შეიძლება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც ის, რისი თავიდან აცილებაც შეუძლებელია, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის სწრაფი ესკალაციის მიუხედავად. მისი თქმით, მას და მის ჩინელ კოლეგას შორის განახლებული დიალოგი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ “არასწორი გათვლების და გაუგებრობების” თავიდან აცილება მოხდეს. „სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, შეგვიძლია გამოვავლინოთ ის საკითხები, რომლებიც პრობლემურია […]