შალვა პაპუაშვილი – მე მოვაწერე ხელი კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რადიკალიზაციის და დეზინფორმაციის შემცირება, ზურაბიშვილთან კი რადიკალური პარტიები მოაწერენ ხელს ქარტიას, რომელსაც სამართლიანად დაერქვა ომის ქარტია

დღეს მე მოვაწერე ხელი კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში რადიკალიზაციის შემცირება, პოლარიზაციისა და დეზინფორმაციის შემცირება, ხოლო სალომე ზურაბიშვილთან დღეს რადიკალური პარტიები მოაწერენ ხელს ქარტიას, რომელსაც სამართლიანად დაერქვა ომის ქარტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ერთ მხარეს არის ომის ქარტია და იქ გაერთიანებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი ნამსხვრევით, […]
შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე – ეს ადამიანები არიან ნასამართლევი თაღლითობაზე, ეს არავის უნდა დაავიწყდეს – თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში ალბათ, ერთმანეთისგან შორს არ დგას

ოპოზიციას არ აქვს საკუთარი ნება. ისინი მოქმედებენ უცხო ქვეყნებიდან წამოსული დღის წესრიგით და თავს მოხვეული ნებით – არ არის ყველა კმაყოფილი იმით, რომ ჩინური კომპანია იქნება ის, ვინც შეასრულებს ამ სამუშაოებს [ანაკლიის პორტის მშენებლობას], – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, როგორ შეაფასებდა პაპუაშვილი „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის კრიტიკას პორტის მშენებლობაში […]
შალვა პაპუაშვილი – რუსული სტილის პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ არ მართლდება – პირიქით, უფრო გვიმყარებს აზრს, რომ ის რაც არის ეროვნულ ინტერესებში, ის გადამწყვეტია

რუსული სტილის პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ არ მართლდება. პირიქით უფრო გვიმყარებს აზრს, რომ ის რაც არის ეროვნულ ინტერესებში, ის გადამწყვეტია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მმართველი პარტიის წევრების შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. მისი შეფასებით, მმართველი პარტია ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ატარებს. მისივე განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ […]
“ჩელსის” “ნიუკასლისთვის” მამარდაშვილის წართმევა სურს” – ბრიტანული გამოცემა ქართველზე წერს

თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის. ბრიტანული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ქართველის შეძენა “ნიუკასლს” სურს. Evening Standart-ის ინფორმაციით, “მამარდას” დამატებით არამხოლოდ “კაჭკაჭები”, არამედ ლონდონის “ჩელსიც” ინტერესდება და ვალენსიური გუნდის კარის დარაჯის შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ. შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს “ჩელსიმ” “ბრაიტონიდან” რობერტ სანჩესი დაიმატა, თუმცა ესპანელმა იმედები ვერ გაამართლა. “ღამურები” […]
„საქსტატი“ – მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0% შეადგინა

2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მათივე ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.7 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის […]
პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წლიური ანგარიშით ივნისის ბოლოს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. პაპუაშვილის განმარტებით, თავად პრემიერი აღნიშნულ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე ბოლო სასესიო კვირას წარადგენს, რაც ივნისის ბოლო პერიოდს გულისხმობს. „პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში უკვე წარმოდგენილია ტექსტის სახით, პარლამენტის წევრებს შეუძლიათ გაეცნონ და ბოლო სასესიო კვირაში იქნება პრემიერის ანგარიში უკვე პლენარულ სხდომაზე. საინტერესოა, ოპოზიცია გაბედავს თუ არა […]
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა ბოსტნეულზე, ხილსა და ტკბილეულზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე ხილსა და ტკბილეულზე. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე, ისე საზოგადოებრივ კვებაზე. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, […]
ეკა ბესელია – პრეზიდენტმა თავისი ინიციატივით, კრიზისიდან, ურთულესი სიტუაციიდან გამოსავლის ხედვა, გეგმა და მომავლის რუკა ყველას შესთავაზა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული იდეა

პრეზიდენტმა თავისი ინიციატივით, კრიზისიდან, ურთულესი სიტუაციიდან გამოსავლის ხედვა, გეგმა და მომავლის რუკა ყველას შესთავაზა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული იდეა – დღეს „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერების პროცესი იწყება, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ორბელიანების სასახლეში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად ერთმანეთის მიმართ განსხვავებული თუ კრიზისული განწყობისა, ყველა უნდა შეუერთდეს „ქართულ ქარტიას“. „ახლა „ქართული […]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის წყალმომარაგების პროექტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის წყალმომარაგების პროექტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 2024 წლის მაისის მდგომარეობით, ბოლო 6 თვის განმავლობაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელებზე 16 სარეაბილიტაციო პროექტი უკვე დაასრულა და ამ ეტაპზე დამატებით 6 პროექტზე მუშაობს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქტიურად აგრძელებს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს, რომლის […]
“ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ წინააღმდეგ ყველას გაუჭირდება” – დონარუმა

“პარი სენ-ჟერმენისა” და იტალიის ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. მისი თქმით, იტალიის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერ ნაკრებს გაუჭირდება. “დიდებული მწვრთნელი გვყავს და ევროპის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. ვფიქრობ, ჩვენ წინააღმდეგ თამაში ყველა გუნდს ძალიან გაუჭირდება. გუნდში ბევრი ლიდერი გვყავს. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია”, – განაცხადა დონარუმამ. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიის […]