მიხეილ სააკაშვილი – 2012 წლამდე საქართველოს იცნობდნენ ჩემ გამო, დღეს უკვე საქართველოს იცნობენ ახალგაზრდების გამო

თავის დროზე, საქართველოს იცნობდნენ ჩემ გამო, 2012 წლამდე – დღეს უკვე საქართველოს იცნობენ ამ ახალგაზრდების გამო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნის ქართველ ახალგაზრდობას და მათ წინაშე ქედს იხრის. სააკაშვილის განმარტებით, ქართული ახალგაზრდობა არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დაანახა მთელ მსოფლიოს,რომ საქართველო ცოცხლობს, საქართველო […]

საპატრულო ჯარიმების გადახდა აღარასდროს დაგიგვიანდება – თიბისის მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა

თუ აქამდე საპატრულო ჯარიმების შესამოწმებლად სპეციალურ პლატფორმაზე შესვლა და ქვითრის ნომრისა თუ ტექ-პასპორტის ნომრის წინასწარ მოძებნა გჭირდებოდა – ახლა ჯარიმების ნახვასა და გადახდას უკვე თიბისის მობაილბანკიდან 1 წუთში შეძლებ. ავტო კომფორტი ახალი ფუნქციონალია, რომელიც ავტომობილის მფლობელების ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო. ამის შემდეგ კი შეძლებ: · გადაიხადო […]

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აშშ-ის ორი უწყების მხრიდან ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ეს არ ნიშნავს სანქციას – კომპანიას არ ეზღუდება ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება

სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებით, ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პროცესების პოლიტიზების მცდელობა. ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემი არ არის, ჩვენ გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ახლა გასავლელი იქნება რამდენიმეთვიანი პროცედურა, სადაც საქართველოს ექნება დიალოგი პრეტენდენტთან, იქამდე სანამ საბოლოოდ მოხდება […]

ლაშა ფარულავა – ირაკლი კობახიძემ ანგარიში კრემლს უნდა ჩააბაროს – ტერორი, შანტაჟი, სახლებში შევარდნები, ოფისების დარბევა, კობახიძის პრემიერობას უკავშირდება

ირაკლი კობახიძემ ანგარიში, ალბათ, კრემლს უნდა ჩააბაროს, ვინაიდან თავად არის იმ პოლიტიკისა და დღის წესრიგის შემოქმედი, რომელმაც რუსული კანონი მოიტანა, – ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წლიურ ანგარიშის წარდგენას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა. ფარულავას თქმით, ღია ტერორი, შანტაჟი, ფიზიკური ანგარიშსწორებები, სახლებში შევარდნები, მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა, შტურმი, ეკონომიკური კოლაფსი, საერთაშორისო […]

კახა კალაძე – ცდილობენ საზოგადოების წევრებს შეურაცხყოფა მიაყენონ, დააბულინგონ, დაჩაგრონ – საოცრება ხდება, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ეს ადამიანები არიან ფაშისტები, რადიკალები

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, ასევე ოჯახებში მივარდნა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კითხვაზე, ახალისებს თუ არა ხელისუფლება ძალადობას იმით, რომ დღემდე არ არიან ოპოზიციონერებზე თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები და დაკავებულები, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ ასევე მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ფიქსირდება პარლამენტის დეპუტატების მიმართ. „ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, […]

მიხეილ სარჯველაძე – უნდა გავაწბილოთ ყველა, ვისაც საზოგადოება შეჰყავდა შეცდომაში, რომ რაღაც უბედურება დატრიალდება – ეს ასე არ მოხდება, საქართველო ევროპული მიმართულებით წინსვლას განაგრძობს

უნდა გავაწბილოთ ყველა, ვისაც საზოგადოება შეჰყავდა შეცდომაში, რომ რაღაც უბედურება დატრიალდება საქართველოში. ეს ასე არ მოხდება, საქართველო ევროპული მიმართულებით წინსვლას და განვითარებას განაგრძობს და ეს არის შეუქცევადად არჩეული კურსი – ამ კანონპროექტს შეუძლია ბევრი სამართლიანობის მოტანა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი […]

კახა კალაძე – მამუკა ხაზარაძეს დაავალეს, რა უნდა თქვას და იმას იმეორებს – ანაკლიის პორტის პროექტი, ხაზარაძის ჩართულობით, თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის

მამუკა ხაზარაძეს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა და ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, ანაკლიის პორტის პროექტში ვერცერთი ბიზნესჯგუფი ვერ შემოიყვანა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობის საკითხს აკრიტიკებს, თუმცა, თავის დროზე თავადაც ჰქონდა სურვილი, რომ ჩინური კომპანიები […]

ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა

3 ივნისს, პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი დაესწრება. პარტიის ინფორმაციით, დეპუტატი აღნიშნული კომიტეტის ძირითადი წევრი და ერთ-ერთ მიმდინარე ანგარიშზე მომხსენებელია. „კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად განიხილება თემები და ანგარიშები „ხანგრძლივი კოვიდის“, უკრაინელი […]

შოთა შალელაშვილი – როცა გვყავს პრემიერი, რომელიც არაერთხელ გამოვიდა დასავლეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ, ხელით დასმული მთავრობა და უსაქმურების პარლამენტი, რას ელით სტრატეგიული პარტნიორებისაგან?!

როდესაც გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც არაერთხელ გამოვიდა დასავლეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ, ხელით დასმული მთავრობა და უსაქმურების პარლამენტი, რას ელით სტრატეგიული პარტნიორებისაგან?! – ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლეთს და აშშ-ს ესვრიან „ქვას“, დაე ჰკითხონ თავიანთ თავს, რა ზიანი შეიძლება მოუტანონ ქვეყანას! – ამ განცხადებას პარტია “თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი ავრცელებს. შალელაშვილი “დამღუპველ ნაბიჯად” აფასებს დასავლეთის კურსიდან გადახვევას […]

ენტონი ბლინკენი ისრაელსა და „ჰამასს“ მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელსა და „ჰამასს“ მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების დაბრუნებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მიაღწიონ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენი ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტსა და ომის კაბინეტის წევრს ბენი განცს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნული შეთანხმება განიხილა. “სახელმწიფო მდივანმა შეაქო ისრაელის მზადყოფნა შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით და დაადასტურა, რომ მის მიღებაზე პასუხისმგებლობა […]