შალვა პაპუაშვილი – რადიკალურ ოპოზიციას ეროვნული ინტერესი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ტაშის კვრაში ერევათ, დამოუკიდებლობა კი მორჩილებაში

პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს. მათ ეროვნული ინტერესი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ტაშის კვრაში ერევათ, დამოუკიდებლობა კი მორჩილებაში. ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთებად დარჩნენ ოპოზიციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, ორი თვის განმავლობაში, ვნახეთ ყველაფერი ის რაც […]
მიხეილ სააკაშვილი – გიორგი ანწუხელიძეს ერთ რამეს სთხოვდნენ, მიშა სააკაშვილს შეაგინეო – ნეტავი, შევეგინებინე და ნეტავი, ამას დაეხსნა მისი სიცოცხლე – ადამიანები, ვინც პარტიის ოფისი დაარბია, არიან ანწუხელიძის მკვლელები

გიორგი ანწუხელიძის გმირობა მართლა შემთხვევითი არ არის, რუსი და ოსი ნაძირალები, ბანდიტები ერთ რამეს სთხოვდნენ, მიშა სააკაშვილს შეაგინეო. ნეტავი, შევეგინებინე და ნეტავი, ამას დაეხსნა მისი სიცოცხლე – ოფისში ჩემზე გინებით მოსულები არიან ტურები! ეს ხალხი, ვინც ოფისთან მოვიდა დასარბევად, ზუსტად ანწუხელიძის მკვლელები არიან, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. სააკაშვილმა ილუსტრაციისთვის […]
გარემოს ეროვნული სააგენტო – 7 ივნისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ივნისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. სინოპტიკოსების პროგნოზით, სითბოს ფონზე, დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო ზოგან შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. „თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, […]
კახა კალაძე – რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის ერთი დაჯგუფება, ერთი პატრონი ჰყავთ მათ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ პარტიების გაერთიანება კიდევ ერთხელ ადასტურებს მმართველი პარტიის მიერ არაერთხელ ნათქვამს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღშია აღმოცენებული რადიკალები არიან“. „ეს დაჯგუფება რაც არის – რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის ერთი დაჯგუფება, ერთი პატრონი ჰყავთ მათ. ისინი საკუთარი თავით არ მოქმედებენ, არ ახორციელებენ ქმედებებს. რასაც ეუბნებიან და […]
ჯანდაცვის მინისტრი – გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა – „დიარჯი“ არ არის ისეთი რამ, ერთხელ მიიყვანო გარკვეულ სრულყოფილებამდე და გადახედვას აღარ საჭიროებდეს

გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა. „დიარჯი“ არ არის ისეთი რამ, ერთხელ მიიყვანო გარკვეულ სრულყოფილებამდე და გადახედვას აღარ საჭიროებდეს, არა, მუდმივად ცოცხალი უნდა იყოს პროცესი, მედიცინის მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დიარჯი“ სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, იყო შემთხვევები, როცა კლინიკების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები გარკვეულ ხარვეზებს შეიცავდა. „დიარჯი“ საკუთარი არსით, […]
“700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე” – კობახიძე ოცნების მმართველობის პერიოდზე

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში 700 ათასმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია. „აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. აქაც გვაქვს ძალიან სერიოზული წინსვლა. 2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 15,6 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ შარშან 140 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე. ასევე […]
1-ელი მეტოქე – ყველაფერი თურქეთის ნაკრებზე და სასტარტო მატჩის მნიშვნელობა…

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთის ეროვნული გუნდი იქნება. შეხვედრა დორტმუნდში, “ბორუსიას” ლეგენდარულ სტადიონზე, “სიგნალ იდუნა პარკზე” ჩატარდება. თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1996 წელს გავიდა. მათ ბოლო 8 ევროპირველობიდან ექვსში მიიღეს მონაწილეობა, რაც სერიოზული მიღწევა და გამოცდილებაა. აღსანიშნავია, რომ 1996 წელს ნაკრებში მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაწილეები თამაშობდნენ. ამ დროს თურქული ფეხბურთის განვითარებაში თავისი […]
,, დავთვალოთ რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას, ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს…” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: ,,ნაციონალურ მოძრაობას მე მინდა მოვუწოდო, რომ დავთვალოთ რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას, ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანად განაწილება არ გამოვა, იმიტომ, რომ ამომრჩეველი წარმოდგენილი უნდა იყოს, თორემ ამის გამკეთებლებიც ვიყავით. ნახევარი ჩვენი, რაც რეიტინგი დაჯდება, წინასწარ კვოტების მთლიანად გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, ოღონდ […]
ხარკოვის ოლქში რუსეთის დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა

წუხელ ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ამის შესახებ ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეჰუბოვი იტყობინება. მისი სიტყვებით, ოლქის ზმიევსკის რაიონზე მინიმუმ ხუთი დარტყმა განხორციელდა. „დარტყმები მოხდა დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიაზე, დაიღუპა ერთი მამაკაცი, სამოქალაქო პირი, მონაცემები ზუსტდება. დაიჭრა ორი სამოქალაქო პირი – მამაკაცი და ქალი“, – განაცხადა სინეჰუბოვმა. მისი თქმით, […]
გიორგი გახარიას პარტია ხელს არ აწერს „ქართულ ქარტიას“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია – „საქართველოსთვის“ ხელს არ აწერს პრეზიდენტის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“. პარტიაში აცხადებენ, რომ ამის მიუხედავად, იღებენ პოლიტიკურ ვალდებულებას იმ რეფორმების გატარების შესახებ, რომელიც არის ამ ქარტიის შემადგენელი ნაწილი. „რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე […]