„აგენტების კანონი“ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ „აგენტების კანონი“ საკანონმდებლო მაცნეს ვებსაიტზე გამოქვეყნდა. საქართველოს კანონმდებლობით ეს აუცილებელი პროცედურაა კანონისთვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სახელწოდების მქონე კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა. დღეს, 3 ივნისს გაირკვა, რომ ვეტოს დაძლევის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა კანონპროექტს. პროცედურის მიხედვით, სწორედ მას შემდეგ შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარეს […]

FT: „ციმბირის ძალა 2“-ის გაზსადენზე რუსეთსა და ჩინეთს შორის გარიგება ჩიხში მოექცა

რუსეთის მცდელობები, ჩინეთთან მიაღწიოს გარიგებას „ციმბირის ძალა 2“-ის გაზსადენის ასაშენებლად, ჩიხში მოექცა ფასებსა და მიწოდების მოცულობასთან დაკავშირებით უთანხმოების გამო. ამის შესახებ Financial Times-ის წყაროები იტყობინებიან. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ჩინეთი აპირებს, „ციმბირის ძალა 2“-ის მეშვეობით მიწოდებულ გაზში გადაიხადოს ფასი, რომელიც ახლოსაა რუსეთში საწვავის შიდა ფასებთან, რომელთა სტაბილურობას სახელმწიფო სუბსიდიები უზრუნველყოფს. გარდა ამისა, პეკინს სურს შეიძინოს მხოლოდ […]

საპატრულო ჯარიმების გადახდა აღარასდროს დაგიგვიანდება – თიბისის მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა

· გადაიხადო ჯარიმები ქვითრის ნომრის გარეშე – შენი ჯარიმები თიბისის მობაილბანკში ავტომატურად გამოჩნდება, არ აქვს მნიშვნელობა ჯარიმა ციფრულია თუ ფიზიკური – ქვითრის ნორმის მოძიება ხშირად დისკომფორტს წარმოადგენს, რადგან ან შეტყობინების ან ფიზიკური ქვითრის გადახდამდე შენახვა გიწევს. ავტო კომფორტის ფუნქციონალით ჯარიმის გადახდას ქვითრის ნომრის მითითება არ სჭირდება. · გადაიხადო ჯარიმები საკომისიოს გარეშე – თუ აქამდე სპეციალურ […]

სემეკის საჯარო სხდომაზე „საქართველოს მელიორაციამ“ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი რეგულაციების შესრულებისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებელთან კომუნიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე, შპს „საქართველოს მოლიორაციამ“ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სემეკში ანგარიში წარადგინა. კომისიის საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით კომპანიას დაევალა დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების არეალების განსაზღვრასთან და ასევე, კომისიასთან ერთობლივად შემუშავებული პროგრამული […]

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საუდის არაბეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად, საუდის არაბეთში, ერ-რიადში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Riyadh Travel Fair. 3-დღიან გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა. Riyadh Travel Fair-ზე, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საუდის არაბეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 32 ქვეყნიდან 200-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. გამოფენას […]

0 ლარი – მაისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგება არ დადებულა

მაისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგება არ დადებულა. აპრილში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 24 300 ლარი შეადგინა, ანუ დღიური საშუალო ბრუნვის მაჩვენებელი 810 ლარი იყო. მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ 2 გარიგება დაფიქსირდა, რომლებიც „საქართველოს ბანკს“ უკავშირდებოდა. რაც შეეხება 2024 წლის პირველ სამ თვეს. იანვარში სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 3 გარიგება დაიდო, თებერვალში – 8, ხოლო […]

მომავალ კვირაში პრემიერი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს

ირაკლი კობახიძეს მომავალ კვირას პარლამენტში ელოდებიან, სადაც პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად წარადგენს ანგარიშს. რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია, ამიტომ უცნობია ვინ დაესწრება მთავრობის ანგარიშს. პრემიერის პარლამენტში მისვლის თარიღს შალვა პაპუაშვილი დღეს ბიუროს სხდომაზე გამოაცხადებს.

1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმებისგან თავისუფლდება

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე დღეს, 3 ივნისს განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. მთავრობის გადაწყვეტილება 1855 ფიზიკურ და 38 იურიდიულ პირს შეეხება. თანხის ჯამური მოცულობა 5 600 000 ლარს შეადგენს. „უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე […]

საპატრულო ჯარიმების გადახდა აღარასდროს დაგიგვიანდება – თიბისის მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა

თუ აქამდე საპატრულო ჯარიმების შესამოწმებლად სპეციალურ პლატფორმაზე შესვლა და ქვითრის ნომრისა თუ ტექ-პასპორტის ნომრის წინასწარ მოძებნა გჭირდებოდა – ახლა ჯარიმების ნახვასა და გადახდას უკვე თიბისის მობაილბანკიდან 1 წუთში შეძლებ. ავტო კომფორტი ახალი ფუნქციონალია, რომელიც ავტომობილის მფლობელების ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო. ამის შემდეგ კი შეძლებ: · გადაიხადო […]

კახა კალაძე – არ ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ – პირიქით, უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები, კიდევ უფრო მეგობრული გავხადოთ

„ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, დედაქალაქის მერ კახა კალაძეს არც პირადი და არც თანაგუნდელების დასანქცირების მოლოდინი არ აქვს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებას ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ სანქციების ქვეშ მოექცეს. „პრობლემას ვერ ვხედავ, არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული. არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ, როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში კანონს […]