„ნათს ინქორფორეითიდ“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი აგროკომპანია „ნათს ინკორფორეითიდ“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ კომპანია 2018 წელს დაარსდა და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ნუშის და თხილის ბაღები დაახლოებით 3000 ჰექტარზე გააშენა და განავითარა. კომპანია დასავლეთ საქართველოში 2200 ჰექტარზე 10-12 წლიან თხილის ბაღებს ფლობს, ხოლო აღმოსავლეთში სამი წლის განმავლობაში, […]

PSP-ს დაარსებიდან 30 წლის თავზე, კომპანია მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე ზრუნვას აგრძელებს

PSP-ს დაარსებიდან 30 წელი გავიდა და დღესაც კომპანია, ისევე როგორც განვითარების 30 წლის მანძილზე აგრძელებს მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე ზრუნვას. PSP სთავაზობს სრულიად ახალი კონცეფციის აფთიაქს. პირველი ზუსტად ეს აფთიაქი იყო, მაშინ, როცა ბრენდმა დაიწყო განვითარება. 2017 – 2020 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კომპანიის საცალო ქსელის როგორც საქართველოს ყველა კუთხის მოცვა ისე მისი ფორმატების ცვლილება, რათა მომხმარებელს […]

ხატია დეკანოიძე – მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ

მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ – სანქციები დაეკისრება ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მალე გავრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაასანქცირა ამერიკის […]

ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში ენერგეტიკის სექტორში ქალთა როლის გაძლიერებაზე საჯარო ლექცია ჩატარდა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ.ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს საჯარო ლექცია ჩაუტარდათ თემაზე “ქალის როლის გაძლიერება ენერგეტიკის სექტორში”. სემეკის ინფორმაციით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრებმა, სალომე ჯანელიძემ და ქეთევან ბერიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკითხები, განვითარების პერსპექტივები, სექტორში დასაქმების შესაძლებლობები. ენერგეტიკის სასწავლო […]

პრემიერის ანგარიში – 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში, 400 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით

2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში 400 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. აშენდა და აღიჭურვა 17 სოფლის ამბულატორია, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ამბულატორიას, ამჟამად მიმდინარეობს 11 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა- რეაბილიტაცია, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია სოფლის […]

პრემიერის მოხსენება – აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა ძალაში შესული საკანონმდებლო აქტები, რომელშიც მაქსიმალურადაა შენარჩუნებული საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა

აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა ძალაში შესული საკანონმდებლო აქტები, რომელშიც მაქსიმალურადაა შენარჩუნებული საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა – მათ შორისაა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (აშშ-ის ბიუჯეტი − Consolidated Appropriations Act FY24), რომლის ფარგლებშიც ზედიზედ მერვე წელია, აისახება საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ჩანაწერები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით და გამოხატულია ურყევი პოზიცია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე, როგორც […]

კალაძე რუსულ კანონზე: თუ არ დაემორჩილებიან, არსებობს ჯარიმები, ყადაღა და ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები რუსული კანონს არ დაემორჩილებიან, მიღებული იქნება ზომები დაჯარიმების, ქონების დაყადაღების სახით და ისინი ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენ. „თუ არ დაემორჩილებიან [რუსულ კანონს], არსებობს ფინანსური ჯარიმების დაკისრება, შემდეგ მოხდება მათი დაყადაღება და ა.შ. და ისინი ვერ შეძლებენ უბრალოდ ფუნქციონირებას და ვერც […]

დიმიტრი სამხარაძეს “ფეისბუკმა” რამდენიმე წუთში დაუბლოკა პოსტი, სადაც “სირცხვილიას” წევრ ზუკა ბერძენიშვილს პასუხობდა

დიმიტრი სამხარაძეს “ფეისბუკმა” რამდენიმე წუთში დაუბლოკა პოსტი, სადაც “სირცხვილიას” წევრ ზუკა ბერძენიშვილს პასუხობდა ქართული ოცნების” რეგიონულ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს, “ფეისბუკმა” დადებიდან რამდენიმე წუთში დაუბლოკა პოსტი, რომელშიც ის “სირცხვილიას” წევრს, ზუკა ბერძენიშვილს პასუხობდა და საუბრობდა იმ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებზე, რომელიც ბერძენიშვილმა და აქტივისტმა სალომე ბარკერმა, უმრავლესობის დეპუტატების მისამართით განახორციელეს. როგორც დიმიტრი სამხარაძე განმარტავს, რადიკალების მიერ გამოქვეყნებულ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ფილიპინებში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში და ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში პირველად შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსს. ამის შესახებ ზელენსკიმ 3 ივნისს დაწერა ტელეგრამში. „განვიხილეთ საინაუგურაციო გლობალური სამიტი და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მასზე წარმოდგენილი იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, კერძოდ, ფილიპინებში უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი“, – აღნიშნა […]

ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს – ლევან დავითაშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები გამოაქვეყნა „საქსტატმა”, რომელზეც პრემიერმა გააკეთა კომენტარი. ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა – 11% – ს შეადგენს, რაც ჯერ კიდევ მაღალია. 400,000-მდე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმაა. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენთვის ეს არის უმთავრესი გამოწვევა და ალბათ, უმთავრესი ამოცანაა სიღარიბის განულება და დაძლევა, როგორც პრემიერმაც აღნიშნა,” […]