ირაკლი კობახიძე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 28 ივნისს გამოვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 28 ივნისს გამოვა. ეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომაა – ამ დღით სესია დაიხურება. როგორც ბიუროს სხდომაზე, სხდომის წამყვანმა გია ვოლსკიმ განაცხადა, პრემიერის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციები გაიმართა. ვოლსკის თქმით, მოთხოვნილი თარიღი 28 ივნისია, რასაც ბიურო დათანხმდა. სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წერილობითი […]
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა – ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. როგორც სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხვიჩა გვირჯიშვილი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
2023 წელს საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა – პრემიერის ანგარიში

2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა – რაც შეეხება უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, 2023 წელს გერმანიაში 1193 მოქალაქე დასაქმდა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 20 მაისამდე კი 424, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმადვე, 2023 წლის მდგომარეობით დასაქმებულ სოციალურ დაუცველთაგან პროგრამას 7 078 პირი სხვადასხვა მიზეზით […]
ჯანდაცვის სამინისტრო, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიწოდების გამარტივებაზე მუშაობს – ჯანდაცვის მინისტრი

„ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისთვის, ჩვენ გვაქვს მუშაობა დაწყებული. ჩვენ, პერმანენტულად ვხვდებით პაციენტებსა და იმ კლინიკებს, რომლებიც მათ სერვისებს აწვდიან. შეხვედრებზე გამოიკვეთა გარკვეული უხერხულობა მიწოდების ჯაჭვის გამართულობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მოდელით, ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად, პაციენტებს უწევთ ჯერ რეცეპტის მიღება და ქსელში, სასურველი […]
სილქნეტის როუმინგ პაკეტები „ევროპასი“ – ფეხბურთის გულშემატკივრებს!

ფეხბურთის ქომაგები „ევრო 24“ -ისთვის ემზადებიან. კოდით *133# ან აპლიკაციით MySilknet App სილქნეტის მომხმარებელი ისარგებლებს 5G ინტერნეტით ევროპის 28 ქვეყანაში:
ავთანდილ წულაძე – სამხრეთ კავკასიაში ვითარება ცვალებადია, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არასტაბილურია იმის გამო, რომ რუსეთის პოზიციები რეგიონში სუსტდება, მაგრამ ამავე დროს დასავლეთის პოზიციების გაძლიერების ნიშნები ჯერ არ ჩანს

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებზე, ასევე საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა. – ბატონო ავთანდილ, ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრაპმი დამნაშავედ ცნეს ბიზნეს ჩანაწერების გაყალბების 34-ვე ბრალდებით. მართალია გადაწყვეტილება 11 ივლისს გამოცხადდება, მაგრამ, უკვე ვიცით, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სისხლის სამართლის დამრღვევი პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით მიიღებს. სასამართლო გარჩევების […]
პრემიერის ანგარიში – დასრულდა 4 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და მიმდინარეობს 7 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი – დაწყების ეტაპზეა და მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები კიდევ 70 სკოლის შენობის მშენებლობის დაწყებისთვის

დასრულდა 4 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და მიმდინარეობს 7 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი. ამასთან, დაწყების ეტაპზეა და მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები კიდევ 70 სკოლის შენობის მშენებლობის დაწყებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა. ამასთან, ანგარიშის თანახმად, დასრულდა 11 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მიმდინარეობს 92 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო […]
ჯაბა სამუშია სტუდენტური პროექტის მონაწილეებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტური პროექტის – „ეთნიკური უმცირესობების აკადემიურ-საუნივერსიტეტო სივრცესთან ინტეგრაციის ხელშეწყობა” ღონისძიება გახსნა, რომელიც – “სტუდ-ფესტი 2024” -ის მოხალისეობრივი კონკურსის ფარგლებში გაიმართა. თსუ-ს ინფორმაციით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში იმართება მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი – “სტუდ-ფესტი 2024”, რომლის ერთ-ერთ აქტივობასაც წარმოადგენს მოხალისეობრივი კონკურსი. კონკურსის […]
უვადო მოსამართლე მარინე ცერცვაძე დეკლარაციაში ხელფასსა და უძრავ ქონებას მალავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავჯდომარე, მარინე ცერცვაძე 2023-ის წლის დეკლარაციაში უძრავ ქონებასა და ხელფასს არ უთითებს. ცერცვაზე 2019 წლიდან უვადო მოსამართლეა. TI-ის ინფორმაციით, ცერცვაძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება, კერძოდ: · 60 კვ.მ ბინა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე; · 71.7 კვ.მ ბინა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე; · 105 […]
“ეს დოკუმენტი ასახავს მომავლის საქართველოს” – პარტია ახალმა ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა

პარტია ახალმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა. დოკუმენტს ხელი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მოაწერა. მან ქარტიის მნიშვნელობასა და პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას გაუსვა ხაზი. მელიას თქმით, ეს დოკუმენტი ქართველი ხალხის და კონსტიტუციური ნების აღსრულებას გულისხმობს. “მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეფექტურად შეასრულა კონსტიტუციით დაკისრებული როლი და მოიხადა, გადაჭარბების გარეშე, პატრიოტული ვალი და სათავეში ჩაუდგა […]