პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას – როგორ შეიძლება ხელისუფლების ამოცანა ყოველდღიურად საკუთარი მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება იყოს – ამას ემსახურება თქვენი ყველა განცხადება

ტერმინები მაინც შეცვალეთ, რუსები ამბობენ, რომ უკრაინაში უკრაინელ ფაშისტებს ებრძვიან, აქ კობახიძე ამბობს, რომ ლიბერალ ფაშისტებს ებრძვით საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა მისი თქმით, ყოველდღიურად ხელისუფლების ამოცანა მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება არ უნდა იყოს. „მართლა ვერ ხვდებით თქვენი განცხადებებით რომ ღიად რუსულ პროპაგანდაზე და რუსული საქმის კეთებაზე გადახვედით? […]
ზესტაფონსა და თერჯოლაში ვეტერანებისთვის ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩატარდა

1 -2 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 22-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საქველმოქმედო სამედიცინო […]
ნიკა მელია „ქართულ ქარტიაზე“ – პარტია „ახალის“ ხელმოწერა ამ დოკუმენტზე არის, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი მომავლის საქართველოს ასახავს

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ქარტიის“ საშუალებით პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისთვის და საზოგადოებისთვის საკონსულტაციო ფორმატი შეიქმნა. როგორც მელიამ ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, „ქართული ქარტიაში“ გაწერილი რეფორმები მომავლის საქართველოს ასახავს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციით დაკისრებული როლი ეფექტურად შეასრულა, პატრიოტული ვალი მოიხადა და სათავეში ჩაუდგა იმ პროცესს, რისგან გამომდინარეც […]
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, 4 ივნისს, იაპონური ჩაის ცერემონიალი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღში, 4 ივნისს, 10:00-დან 11:00 საათამდე, საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონიალი გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები იუ კომაკი და ტოშიკო ონერი. „იაპონური ჩაის ცერემონიაზე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა (ჩადო), სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურად მზადდება. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი […]
უკრაინაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი ხვიჩა გვირჯიშვილი

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. ის ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა და ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ. რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფორუმი
ლიბერთის სიახლე ჩვენიანებს: ახალი ანაბარი ‘შემნახველი მეტი’

“ლიბერთი” აგრძელებს საცალო მიმართულებით შეთავაზებებს და ამჯერად მომხმარებლებს მოთხოვნამდე ტიპის ანაბარზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. შემნახველი ,,მეტი“ არის მარტივი და ყველაზე მოქნილი ანაბარი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია განათავსოს თანხა მისთვის სასურველი ნებისმიერი ვადით და მართოს მოქნილად შემდეგი პირობებით:
7 ივნისს ექსპოჯორჯიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia გაიხსნება

7,8 და 9 ივნისს , 11:00-18:00 საათამდე ველოდებით დამთვალიერებელს, გამოფენების ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, წერეთლის 118. Winexpo Georgia-ზე 200-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იქნება წარმოდგენილი: ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმოები, ბიოდინამიური და ქვევის ღვინო, ახალი მარნების, ღვინის ტექნოლოგიები, შეფუთვა და აქსესუარები. გამოფენა საინტერესოა არა მარტო ღვინის მოყვარულთათვის, არამედ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც, რადგან ღვინისა […]
გამჭვირვალობის ქართული კანონი ყველაზე რბილი კანონია, რაც კი მსგავსი კანონები არსებობს მსოფლიოში – შალვა პაპუაშვილი

გამჭვირვალობის ქართული კანონი ყველაზე რბილი კანონია, რაც კი არსებობს მსგავსი კანონები მსოფლიოში – გამჭვირვალობის ამაზე დაბალი სტანდარტი არც ერთ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს! კანონი ასევე რბილია იმ რეაგირების მხრივ, რაც სახელმწიფოს ექნება, თუ კანონს არ შეასრულებენ, – ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასება, რომლის ხელმოწერითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამოქმედდება. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტის […]
„ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, საქართველომ ვალდებულებების 55% განახორციელა“ – პრემიერის ანგარიში

ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, საქართველომ ვალდებულებების დაახლოებით 55% განახორციელა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ, დასავლელ პარტნიორებთან სანქციების საკითხში თანამშრომლობის კუთხით, მაღალი შეფასება მიიღო. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიის უკანასკნელი შეფასების თანახმად, საქართველო წარმატებით ასრულებს თანამშრომლობის ყველა შესაბამის პუნქტს, რაც უვიზო რეჟიმის […]
საარსებო შემწეობას 660 000 პირი, მათ შორის, სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად 230 000-ზე მეტი ბავშვი იღებს – პრემიერის მოხსენება

„მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საარსებო შემწეობის მიმღებია, დაახლოებით, 660 000 პირი, მათ შორის, სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად იღებს 230 000-ზე მეტი ბავშვი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა. „პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის განახლებაზე, რათა იგი უფრო მეტად პასუხობდეს ოჯახების, განსაკუთრებით, ბავშვიანი […]