სარფში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,სარფი”, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ეჭვის საფუძველზე, მათი კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების (სხეულის რენტგენო ინსპექტირების სკანერის გამოყენება) შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 389,5 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 46 683,7 ლარი შეადგინა. ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, […]

თინა ბოკუჩავა – ვუერთდებით „ქართულ ქარტიას” და ვდებთ პირობას, რომ გამარჯვების შემდეგ კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანდეს

ჩვენ ვუერთდებით „ქართულ ქარტიას” და ვდებთ პირობას, რომ გამარჯვების შემდეგ კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელის მოწერის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ქართული ქარტიის” ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები გაიწერა, რომლის […]

თაკო ჩარკვიანი – გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს, კარგი იქნება, ახლა ბოლომდე შევინარჩუნოთ და ამბიციებმა არ გადაგვძლიოს

გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. კარგი იქნება, ახლა ბოლომდე შევინარჩუნოთ და ამბიციებმა არ გადაგვძლიოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, თუ სამართლებრივი და საარჩევნო სისტემის რეფორმები არ მოხდება, მუდამ ერთ წრეზე ვივლით. „ცხადია, პროპაგანდაც ჩამოინგრა და თავად „ქართული ოცნება“ არის უკვე ჩამონგრეული იმიტომ, რომ ოჯახებში უკვე […]

დავით ბერძენიშვილი “ქართულ ქარტიაზე” – მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა შეიმუშავა

მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა შეიმუშავა, პოლიტიკურ პარტიებთან მას წინასწარი კონსულტაციებიც ჰქონდა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების კოორდინაციის საკითხში პოზიტიურ როლს თამაშობს. „ბუნებრივია, საბოლოო ტექსტი მისია. პოლიტიკური პარტიების საქმე იქნება, რომ ამ მიმართულებებთან ერთად ძალიან […]

ნიკა მელია – „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს – ეს ხელისუფლება დაისჯება ქართველი ხალხის მიერ ოქტომბრის ბოლოს

„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს. ეს ხელისუფლება საკუთარ თავს არ დასჯის, ეს ხელისუფლება დაისჯება ქართველი ხალხის მიერ ოქტომბრის ბოლოს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ისაუბრა მმართველი პარტიის განცხადებაზე, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად რეგისტრაციის გავლა აუცილებელი იქნება. მელიას თქმით, „ქართული ოცნება“ რეპრესიებს ყოველდღე აანონსებს, რომელსაც ამის […]

ქეთი თურაზაშვილი – პარტია „მოქალაქეების“ სახელით მოვაწერე ხელი „ქართულ ქარტიას“ – ეს არის გაერთიანება იდეის ირგვლივ და აქ არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი საერთო სიაზე ან რაიმე სხვაზე

პარტია „მოქალაქეების“ სახელით მოვაწერე ხელი „ქართულ ქარტიას“, ეს არის გაერთიანება იდეის ირგვლივ. აქ არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი საერთო სიაზე ან რაიმე სხვაზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ქეთი თურაზაშვილმა ორბელიანების სასახლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, საზოგადოება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის შექმნას დაინახავს და ფიქრობს, რომ არჩევნებში არცერთი მოქალაქის ხმა არ უნდა დაიკარგოს. […]

პრემიერის ანგარიში – საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და დეოკუპაციის მიზნით

პრემიერის ანგარიში – საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და დეოკუპაციის მიზნით საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, – ამის შესახებ არნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინა. მთავრობა აღნიშნავს, რომ საანგარიშო […]

„არ იმუქრება ამერიკის სახელმწიფო მდივანი სანქციებით,თუ არ აპირებს. არ ბლეფობს“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ბავშვობაში მანქანით რომ მივდიოდით ბათუმში, ჩემს მშობლებს ტვინს ვუჭამდი – “მალე ჩავალთ? როდის ჩავალთ? რამდენ ხანში ჩავალთ? რით ვერ ჩავედით? აუ, დროზე ჩავიდეთ!”

„მიუღებელია რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ” – კახა კალაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ. ამ ამბავს ბევრი დეპუტატი თუ პოლიტიკოსი გამოეხმაურა და მათ შორისაა თბილისის მერი კახა კალაძე. აი რას ამბობს ის: „ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. მიუღებელია ოჯახებში მივარდნა, რასაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლების […]

ქართველი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული ევროპის ვიცეჩემპიონია

ესპანეთში პარამსროლელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 10 მეტრზე პნევმატიკური თოფიდან სროლაში ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა ლადო ჭინჭარაული. ქართველმა პარასპორტსმენმა 251.5 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ტურნირის ჩემპიონი სერბი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ფრანგი პარამსროლელი გახდა.