სემეკის საჯარო სხდომაზე „საქართველოს მელიორაციამ“ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი რეგულაციების შესრულებისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებელთან კომუნიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე, შპს „საქართველოს მოლიორაციამ“ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სემეკში ანგარიში წარადგინა. კომისიის საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოოს მელიორაციის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით კომპანიას დაევალა დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების არეალების განსაზღვრასთან და ასევე, კომისიასთან ერთობლივად შემუშავებული პროგრამული […]

“საშობაოდ რომ ასუქებენ და მერე კლავენ, მასეა იმ 84 დეპუტატის საქმე” – ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობის “ტრიბუნა” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე: საშობაოდ რომ ასუქებენ და მერე კლავენ, ზუსტად მასეა იმ 84 დეპუტატის და დანარჩენების საქმე. აშოვნინა ფული, ბევრი ფული და დღეს უთხრეს, ახლა უნდა დათმოთ, უფროსს ასე სჭირდებაო. ამათმაც ჩათვალეს, რომ როდესაც არჩევანი აშშ-ს და ბიძინა ივანიშვილს შორის კეთდება, ივანიშვილი უფრო საშიშია. არადა, ადამიანი თუ საღად აზროვნებს, იმას მაინც უნდა […]

ვინ მიიღო შეტყობინება აშშ-ის ვიზების გაუქმების შესახებ? – რას ამბობს ხატია დეკანოიძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ოჯახის წევრებმა უკვე მიიღეს შეტყობინებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზები გაუუქმათ – ამ ინფორმაციას დეპუტატი ხატია დეკანოძე ავრცელებს: „აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა კონკრეტულად თქვეს, რომ რუსული კანონის მოქმედებაში შესვლასთან დაკავშირებით, 84-ვე დეპუტატს მიუვა შეტყობინებები და ეს იქნება მოგზაურობის შეწყვეტაზე კონკრეტული სანქცია. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი შეტყობინებები რამდენიმეს უკვე მიუვიდა, […]

100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით 136%-ით მეტია – Strategy Analytics

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, ComCom-ის დაკვეთით ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ – Strategy Analytics-მა საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი ანალიზი, ე.წ. „ბენჩმარკინგის” კვლევა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში არსებული ტელეკომ მომსახურებების ფასები ევროპის 23 ქვეყნის ანალოგიური მომსახურების საშუალო ფასებს შედარდა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებების ფასები – ევროპული […]

გაშვებას აპირებდნენ თუმცა გადაიფიქრეს, “დორტმუნდი” ტერზიჩს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

“დორტმუნდმა” მთავარ მწვრთნელს ედინ ტერზიჩს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. სეზონის პირველ ნახევარში “ყვითლების” ხელმძღვანელებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ სეზონის ბოლოს ახალგაზრდა სპეციალისტს დაითხოვდნენ და გუნდს მის ასისტენტს და “დორტმუნდის” ყოფილ ნახევარმცველს ნური შაჰინს ჩააბარებდნენ, თუმცა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალში გასვლამ, კლუბის მესვეურების გეგმები შეცვალა. შეგახსენებთ, 41 წლის სპეციალისტის […]

ნინო წილოსანი – ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ ადევნებაზეც გადავიდნენ – ეს ფაშისტური მოქმედები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან

ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ ადევნებაზეც გადავიდნენ – ფაქტია, რომ მთლიანად ეს ფაშისტური მოქმედები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ის პოლიტიკოსი და აქტორი, რომელიც ამ ყველაფერს ახალისებს, პირდაპირ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეა. როგორც წილოსანი აღნიშნავს, ადევნების გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული. […]

მთავრობის ანგარიში – ანაკლიის პორტის შესახებ ხელშეკრულება, წინასწარი გათვლებით, ზაფხულში უნდა გაფორმდეს და შესაბამისად საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყოს

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენების თანახმად, ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ ხელშეკრულება, წინასწარი გათვლებით, ზაფხულში უნდა გაფორმდეს და შესაბამისად საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყოს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნული მიმართულებით ტენდერი მიმდინარე წლის 10 მაისს გამოცხადდა, წინადადება კი სამმა კომპანიამ წარადგინა. „გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებისა და ქვეყნის […]

ელენე ხოშტარია „ქართულ ქარტიაზე“ – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საზოგადოებას სთავაზობს ძალიან მკაფიო პოლიტიკურ სიცხადეს თუ ვის და რას შორის აქვთ მათ არჩევანი

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საზოგადოებას სთავაზობს ძალიან მკაფიო პოლიტიკურ სიცხადეს თუ ვის და რის შორის აქვთ მათ არჩევანი. ეს არის ერთი მხრივ რუსეთი, მეორე მხრივ კოალიციური, პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ვალდებულებებით არის დახუნძლული,- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ “ქართული ქარტიაზე” ხელის მოწერის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ქართულ ქარტიას “დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. „ეს არის […]

საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით – პრემიერი

ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით – სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, 2024 წელი, ეკონომიკური ზრდის კუთხით, მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო − პირველი კვარტალის […]

PSP მომხმარებელს ახალი კონცეფციის აფთიაქს სთავაზობს – ბრენდი 30 წლისაა

PSP-ს დაარსებიდან 30 წელი გავიდა და დღესაც კომპანია, ისევე როგორც განვითარების 30 წლის მანძილზე აგრძელებს მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე ზრუნვას. PSP სთავაზობს სრულიად ახალი კონცეფციის აფთიაქს. პირველი ზუსტად ეს აფთიაქი იყო, მაშინ, როცა ბრენდმა დაიწყო განვითარება. 2017 – 2020 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კომპანიის საცალო ქსელის როგორც საქართველოს ყველა კუთხის მოცვა ისე მისი ფორმატების ცვლილება, რათა მომხმარებელს […]