რიაბკოვი: ვაშინგტონი ფატალურ შედეგებს მოიმკის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ამბობს, რომ შეერთებული შტატები “ფატალურ შედეგებს” მიიღებს იმის გამო, რომ მან მოსკოვის გაფრთხილებები უარყო და ვაშინგტონმა უკრაინას უფლება მისცა, რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო სამიზნეებზე დასავლური იარაღით საპასუხო იერიში მიიტანოს. რიაბკოვმა ამერიკის პრეზიდენტის მიერ, გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებაზე გააკეთა კომენტარი. თეთრი სახლის განცხადებით, უკრაინას ნება დართეს, ხარკივის მახლობლად, რუსული თავდასხმები […]
მექსიკას ქალი პრეზიდენტი პირველად ეყოლება, წინასწარი მონაცემებით შეინბაუმმა გაიმარჯვა

ორშაბათს, 3 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, კლაუდია შეინბაუმმა გაიმარჯვა. ოფიციალური მონაცემების საბოლოოდ დადასტურების შემდეგ, ის ქვეყნის პირველი ქალი ლიდერი გახდება. არჩევნების ეროვნული ინსტიტუტის განცხადება ემთხვევა ეგზიტპოლების წინასწარ შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, 2 ივნისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 61 წლის შეინბაუმი ხმების 58.3-60%-ით დაწინაურდა. პირველადი შედეგებით, მმართველი პარტია ასევე დიდი უმრავლესობით […]
„თბილისის მეტროს“ პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი გაიმართა

„თბილისის მეტროს“ პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ანდრია ბასილაიამ საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დედაქალაქში ტრანსპორტის მიმართულებით დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. გვიხარია, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სრულად […]
თამარ კორძაია – “ქართული ქარტია” არის ქართველი ხალხის შეთანხმება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – მისი დამარცხება შესაძლებელია ერთობით და კოალიციურად

“ქართული ქარტია” არის ქართველი ხალხის შეთანხმება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელის მოწერის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია ერთობით და კოალიციურად. “ქარტია ადასტურებს ერთ რამეს, რომ საქართველოს მოქალაქეები წარმოდგენილი ვართ პარლამენტის წევრების სახით, პოლიტიკური პარტიების სახით და რაც მთავარია, საქართველოს პრეზიდენტის […]
ირაკლი ქარსელაძე – უეფას კატეგორიის სტადიონი უკვე მარნეულშიც გავხსენით, ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას

ერთობლივი ძალისხმევით ვაშენებთ იმ სტანდარტის სტადიონებს, რომლებზეც ახალი ჩემპიონები და კიდევ უფრო მეტი მოყვარული, თუ პროფესიონალი სპორტსმენები გაიზრდებიან , – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნისას განაცხადა. მინისტრმა ახალი, უეფას კატეგორიის სტადიონის გახსნა ადგილობრივებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს და სპორტის მოყვარულებს მიულოცა. მან, ასევე მადლობა გადაუხადა მუნიციპალური განვითარების […]
6 წლამდე ციხე 150-ლარიან ზიანზე — სადავო ნორმა, რომელიც მარტის აქციების შემდეგ მიიღეს

„250 ლარი ზიანი — 150 ლარი ხელობა“, – ასეა აღწერილი ბრალის დადგენილებაში ის ზარალი, რის გამოც 19 და 21 წლის ახალგაზრდებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ გამოძიება რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების დღეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან განთავსებული დროებითი ჯებირის დაზიანებას ედავება. როგორც ადვოკატი გვიყვება, დროებითი კონსტრუქციის ეპიზოდზე დაკავებული ორივე ახალგაზრდა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 19 […]
ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა „ქართულ ქარტიას“

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის შექმნილ „ქართულ ქარტიას“. ქარტიაზე ხელმოწერისთვის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 3 ივნისს, დილიდან მიდიან. დოკუმენტს უკვე შეუერთდნენ პარტიები: · „სამართლიანობისთვის“ (ეკა ბესელია); · „მწვანეთა მოძრაობა“ (გია გაჩეჩილაძე); · „დროა“ (ელენე ხოშტარია); · „გირჩი – მეტი თავისუფლება“ (ზურა ჯაფარიძე); · „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ბაჩუკი ქარდავა); · […]
აშშ მოელის რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის გეგმას დაეთანხმება, თუ “ჰამასი” მას მიიღებს

ორშაბათს ჟურნალისტებმა და პალესტინელმა ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელის თავდასხმამ ღაზაში, სულ მცირე, 11 ადამიანი იმსხვერპლა. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა ბიძგი მისცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბრძოლების თავდაპირველ შეჩერებას და “ჰამასის” ტყვეობაში მყოფი ზოგიერთი მძევლის გათავისუფლებას. ორშაბათს ისრაელის სამხედრო უწყებამ თქვა, რომ მისმა ძალებმა ღაზის სექტორში 50-ზე მეტ სამიზნეზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, სახმელეთო […]
კლინიკებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება დაეკისრათ

2024 წლის პირველი ივნისიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ამოქმედდა. შესაბამისად, 1 ივნისიდან ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, დანიშნოს ან განსაზღვროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ჯანდაცვის ასოციაცია იმ ვალდებულებებს განმარტავს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მონაცემთა დაცვის ოფიცერს დაეკისრება. “ოფიცერი უზრუნველყოფს თანამშრომლების ინფორმირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აღნიშნულ თემატიკაზე შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და […]
„სპორტი ნიშნავს უფრო ჯანმრთელ ახალგაზრდობას და ყველაფერი გაკეთდება, რომ მომავალშიც ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე“ – ირაკლი კობახიძე

სპორტის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია როგორც მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ასევე მასობრივი სპორტის განვითარება. „დღეს იხსნება არაჩვეულებრივი სტადიონი, რომელიც აშენდა უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად. ის არის აშენებული, როგორც […]