“რუსული სტილით საუბარია ქართველ ხალხთან” – პაპუაშვილი ამერიკულ სანქციებზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს “რუსული სტილით საუბარს” ადარებს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა მას შემდეგ, რაც ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონის პაკეტი წარადგინა, რომლის მსგავსიც სწორედ რუსეთშია მიღებული. “წლებია ათწლეულებია სხვადასხვა სანქციების ქვეშ ვართ ნამყოფი და მათ შორის რუსეთი არაერთხელ ცდილობდა ქართველ ხალხზე მოეხდინა გავლენა. ეს არის რუსული სტილით ქართველ ხალთან […]
„ქართული ოცნება“ ლგბტ უფლებების შემზღუდავ ახალ კანონპროექტს აინიციირებს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტების პაკეტი შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან -„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომელთა მეშვეობით ცვლილებები შედის სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. პარლამენტის სპიკერმა მედიას გააცნო 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ძირითადი ასპექტები: […]
საქართველოში ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება კანონმდებლობით იქნება დაუშვებელი – პაპუაშვილი

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ცვლილებები შედის სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და სხვ. შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას გააცნო ძირითადი ასპექტები, […]
გია ვოლსკი – ძალიან ვერ გაგახარებთ, არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით – სამწუხაროა, რომ ასეთი სიხარულით და აჟიოტაჟით ელოდებით ამ თემას

ძალიან ვერ გაგახარებთ. არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით – სამწუხაროა, რომ ასეთი სიხარულით და აჟიოტაჟით ელოდებით ამ თემას,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ შეკითხვას, მიიღო თუ არა აშშ-სგან შეტყობინება ვიზის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამასთან, ვოლსკი გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას და აღნიშნა, რომ „სანქციები სამწუხარო და […]
ლიკანში, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ლიკანში, მესხეთის N39-ში, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. როგორც ბორჯომის მერიაში აღნიშნავენ, პროექტი ითვალისწინებს მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას, საერთო სამშენებლო და გამწვანების სამუშაოებს, საპარკე სკამებისა და სანაგვე ურნების მონტაჟს, გარე განათების, წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას. მერის, ოთარ არბოლიშვილის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა რეკრეაციული […]
პაპუაშვილი: 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდება

ძირითად კანონში, ისევე, როგორც შრომის კოდექსში, 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღედ, როგორც ეს უკვე რამდენიმე წელია, 10 წელია უკვე აღინიშნება და გამოცხადდება უქმე დღედ.
პაპუაშვილის თქმით, ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონის პაკეტს დღეს დააინიცირებენ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილმა ჰომოფობიური და პროპაგანდისტული “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ” კანონის პაკეტი წარადგინა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა კანონების პაკეტს დღეს დააინიცირებს. კანონპროექტი 19 კანონისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისიწინებს. გარდა ამისა, პაპუაშვილი ამბობს, რომ 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს დაწესდება “ოჯახის სიწმინდის და […]
თბილისის ახალი აეროპორტის ბიუჯეტი $736 000-ია – პრემიერის მოხსენება

თბილისის ახალი აეროპორტის გენერალური გეგმის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ამის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული. გეგმის ბიუჯეტი $736 000-ია, პროექტს აზიის განვითარების ბანკი და აეროპორტების გაერთიანება ერთობლივად განახორციელებენ. „2023 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებითად გააუმჯობესოს ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის, საჰაერო ტრანსპორტის გამტარუნარიანობა, რათა დააკმაყოფილოს საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტირების მიმართ არსებული […]
“ოცნება” ახალი კანონით ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღეს 4 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობა დააინიციირებს კანონპროექტს, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. ეს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელებაა, რომლითაც „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ “ლგბტ პროპაგანდას” ებრძვის, რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს ასევე აწესებს ცენზურას. მმართველ პარტიას საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის შესაცვლელად საკმარისი მანდატები (3/4) არ […]
რუსეთმა „ისკანდერებით” შეუტია უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქს

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე. არიან დაჭრილები, მათ შორის ბავშვები. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს ანექსირებული ყირიმიდან შეუტიეს ორი ფრთოსანი რაკეტით „ისკანდერი-კ“. ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა ორივე რაკეტა ჩამოაგდეს. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა ქალაქ დნიპროს […]