ონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ბზარები გაუჩნდა – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. „4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ონჭევში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. საგანგებო სიტუაციების მართვის […]

შალვა პაპუაშვილი – ოლაფ შოლცის ციტატა გერმანიის ელჩის მხრიდან მანიპულაციურად გავრცელდა და ხელი შეუწყო დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით

სამწუხაროდ, გერმანიის ელჩმა კონტექსტის გარეშე მოიყვანა კანცლერ ოლაფ შოლცის ციტატა, რაც შემდეგ დეზინფორმაციის საფუძვლად იქცა და ოპოზიციის კუთვნილმა მედიამ გაშუქა ეს, როგორც კანცლერის სიტყვები საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ელჩმა გერმანიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით კანცლერის ციტატა გაავრცელა მანიპულაციურად და ხელი შეუწყო […]

ლევან ხაბეიშვილი – 3 დღე გავიდა ჩვენი პარტიის ოფისზე თავდასხმიდან, მაგრამ გაგიკვირდებათ და 100-დან ერთი ადამიანიც არაა იდენტიფიცირებული – გვესმის, რომ ესენი არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ, მათი ამოცანა იქნება დაკავებები

პარტნიორებთან საუბარი გვაქვს, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი “საარჩევნო გარემოში გადმოვიდეს”. ჩვენ გვესმის, რომ ესენი არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ. მათი ამოცანა იქნება დაკავებები და სამართლებრივი დევნა თავისუფალი ადამიანების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, სამართალდამცავ უწყებას პარტიის ოფისზე თავდამსხმელი არცერთი პირის […]

შალვა პაპუაშვილი – სანქციების მუქარა არის ქართველ ხალხთან რუსული სტილით საუბარი და არ მგონია, ვინმესთვის სასიკეთო იყოს

ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში თუ ამის პასუხად არის ის, რომ ხალხის ხელისუფლებას სანქციებით უნდა ელაპარაკო, ამ ხალხს სანქციის ენით ელაპარაკო, ეს ხომ, საერთო ჯამში აზიანებს მხოლოდ იმას, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს , – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას,ელოდება თუ არა ინდივიდუალურ სანქციებს აშშ-დან. ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებას, […]

ანრი ოხანაშვილი მეთიუ მილერის განცხადებაზე – ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაველოდებით, სამშობლოს ინტერესები არის უპირველესი

ბელადად ჩაიყენეს, ასევე, რიგითი ბელადი – ზურაბიშვილი. შესაბამისად იყვნენ, შეიკრიბონ და აკონტროლონ ერთმანეთი – სხვა რესურსი მათ არ ექნებათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ წარდგენილ “ქართულ ქარტიაზე” საუბრისას განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, “ქართული საზოგადოება იმ ჯგუფების და ძალების, ასევე ადამიანის, რომელმაც ქვეყნის უზენაესი კანონი ფეხქვეშ გათელა და ჯერ კიდევ პრეზიდენტად […]

შალვა პაპუაშვილი – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული წიგნი ჩვენი ერის უდიდესი ტოლერანტობის და ჰუმანიზმის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია

დღევანდელი დღე და ეს წიგნი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჩვენი ერის უდიდესი ტოლერანტობისა და ჰუმანიზმის. სავსე ვარ ემოციებითა და სიამაყით, რადგან წარმოვადგენ ერს, რომლის სამყაროსადმი მიმართება აგებულია შემწყნარებლობასა და სხვისი კულტურის, რწმენის, განსხვავებულობის პატივისცემაზე. ამ სულისკვეთებითაა გამსჭვალული საქართველოს თითოეული მოქალაქე, ყველა, ვინც საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო […]

ინდოეთის საყოველთაო არჩევნებში ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ ლიდერობს

ინდოეთის საყოველთაო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ავრცელებს. ინდოეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის ხმების 50%-ია დათვლილი და პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ 38,68%-ით პირველ ადგილს იკავებს. ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში „ინდოეთის სახალხო პარტია“ და მისი კოალიცია სულ მცირე 290 მანდატით ლიდერობს. ინდოეთის […]

თურქეთში სამხედრო საწვრთნელი თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა ორი პილოტი

თურქეთში, სამხედრო სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. შემთხვევა კაისერის პროვინციაში მოხდა. ადგილზე, სადაც შემთხვევა მოხდა, მაშველები მუშაობდნენ.

ლევან ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება – ჩვენ გვესმის, რომ ეს არჩევნები არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იქნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება. ჩვენ გვესმის, რომ ეს არჩევნები არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ “ქართულ ქარტია” გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ისინი იქნებიან ყველგან, სადაც ერთობაზე და მოქმედებაზე იქნება საუბარი და განსხვავებული მოსაზრების მქონე […]

პრემიერი – საქართველოში პირველად, გამოიცა ფოტოალბომი, რომელიც თავს უყრის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანების როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე საკულტო ნაგებობის შესახებ

გამოიცა საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების შესახებ ფოტოალბომი, რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი საზოგადოებრივი, სამეცნიერო, რელიგიური და კულტურული ცხოვრებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბომის – „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ფოტოალბომი თავს უყრის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანების როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე […]