კალაძე სანქციებზე: მე მაქვს მარტივი კითხვა – რატომ?

მე მაქვს მარტივი კითხვა – რატომ? მარტივი კითხვა, იმიტომ, არ გამცე პასუხი. არ არსებობს სერიოზული მიზეზი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებულები. უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს ამის მიზეზი. თქვენ თუ იცით, იქნებ, მითხრათ და ამას მივიღებ და შეიძლება ბოდიშიც მოვიხადო.

კალაძე ზურაბიშვილზე: გონზე არ არის რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა

თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ განცხადებას “სამარცხვინოს” უწოდებს და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი “გონზე არაა” თუ რა პროექტზეა საუბარი. “სამარცხვინოა უბრალოდ მისი განცხადება. ზოგადად, მისი ქმედებებია სამარცხვინო ბოლო თვეების განმავლობაში და ბოლო წლების განმავლობაში. ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა. თუ სურვილი […]

კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზული და კონტრპროდუქტიულია სანქციებზე საუბარი

აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება, იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. როცა თემა არის არასერიოზული, რა თქმა უნდა, დიდად ასეთ თემას ჩვენ ვერ ჩავუღრმავდებით.

ბრიუსელში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია – Georgian Natural Wine Day (ქართული ბუნებრივი ღვინის დღე) გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა სახეობის 10 ქართული ღვინო იყო წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, დეგუსტაციას 1000-მდე სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის […]

მოსამართლეების სანქცირებამ მხოლოდ აშშ დააზარალა – კობახიძე

თავის დროზე მოსამართლეებზე დაწესდა სავიზო შეზღუდვები და ნული ეფექტი ჰქონდა, კონტრპროდუქტიული იყო, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, რეპუტაციულად ამან მხოლოდ აშშ დააზარალა. „თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციები. თავის დროზე მოსამართლეებზე დაწესდა სავიზო შეზღუდვები და ნული ეფექტი ჰქონდა, კონტრპროდუქტიული […]

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებს ვაშლოვანში უმასპინძლა

შიდა ტურიზმის სტიმულირების, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთში, ვაშლოვანში პრესტური გამართა. ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები 3 დღის განმავლობაში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ადგილებს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლებმა დაცულ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველები და ფრინველები გადაიღეს. პრესტურის მონაწილეებმა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტები და სალაშქრო ბილიკები შეისწავლეს. გაეცნენ […]

ავიაკომპანიების მოგება 2024 წელს $30.5 მილიარდს მიაღწევს

მსოფლიო ავიახაზების მთლიანი მოგება 2024 წელს რეკორდულ 30.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მგზავრთა მოძრაობა 5 მილიარდ ადამიანამდე გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გადააჭარბებს 2019 წლის პანდემიამდელ მაქსიმალურ მაჩვენებლებს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილი უოლშმა განაცხადა. „მზარდი გაურკვევლობის სამყაროში, ავიაკომპანიები აგრძელებენ თავიანთი მომგებიანობის გაზრდას. მოსალოდნელი ერთობლივი წმინდა მოგება 2024 წელს 30,5 მილიარდი დოლარია, რაც […]

სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს – კახა კალაძე

„სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების მიზეზი არ არსებობს. „სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია. საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ დასანქცირება იყოს საჭიროა. თუ საუბარი იმაზეა, რატომ მივიღეთ კანონი, პარლამენტი იმისთვის არის და მოსახლეობის უმრავლესობამ იმიტომ დაუჭირა მხარი […]

ახალი კანონპროექტი მხოლოდ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვაზეა – კახა კალაძე

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, განურჩევლად მრწამსისა და ორიენტაციისა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი ეხება მხოლოდ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას. „ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდა იყოს შეზღუდული. სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები […]

დასავლეთს საქართველოში “მაიდნის” სცენარის რეალიზაცია სურს – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, დასავლეთი ოქტომბრისთვის საქართველოში ახალი „მაიდნის“ რეალიზაციას ცდილობს. ამის შესახებ ის კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო “ტასსთან” ინტერვიუში ამბობს. „ვხედავთ დასავლელების მცდელობებს, დაძაბონ საქართველოში სიტუაცია ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“, – განაცხადა გალუზინმა, რომლის სიტყვებითაც: “არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანი არის ხელისუფლების ცვლილება ‘მაიდნის’ სცენარის განხორციელების მცდელობით, რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის […]