თურქეთში სამხედრო საწვრთნელმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა ორი პილოტი

თურქეთში, სამხედრო სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. შემთხვევა კაისერის პროვინციაში მოხდა. ადგილზე, სადაც შემთხვევა მოხდა, მაშველები მუშაობდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. „შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. პარტიის თავმჯდომარემ ელჩს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. […]

„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრი იწმინდება

„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მდინარე ვერეს ნაპირზე, ერთ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიას ლელქაშისაგან და ამონაყრისაგან ასუფთავებენ. აღნიშნული სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოიჭრა მდინარის ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები. აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „იწმინდება […]

პაპუაშვილი არ პასუხობს კითხვას, აქვს თუ არა მას ამერიკის ვიზა და მიიღო თუ არა მეილზე შეტყობინება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კონკრეტულ პასუხს არ სცემს კითხვას, აქვს თუ არა მას აშშ-ის ვიზა და მიიღო თუ არა მან მეილზე (ელექტრონულ ფოსტაზე) ინფორმაცია აშშ-სგან სავიზო შეზღუდვის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ამის შესახებ კითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც გუშინ, 3 ივნისს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „არსებობენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც […]

ნეიმარი: ჩემი აზრით, 2024 წელს ოქროს ბურთს ეს ფეხბურთელი მოიგებს

“ალ ჰილალისა” და ბრაზილიის ნაკრების შემტევმა ნეიმარმა განაცხადა, რომ მისი აზრით, 2024 წელს ოქროს ბურთს მისი თანამემამულე ვინისიუსი მოიგებს. “რა თქმა უნდა, 2024 წელს ოქროს ბურთი ვინისიუსისაა. მე მას ვგულშემატკივრობ. მივწერე ფინალამდეც და შემდეგაც. ძალიან მიყვარს ეს ბიჭი. ის დიდი მეგობარია, რომელიც ფეხბურთმა მომცა და აუცილებლად მოიგებს ოქროს ბურთს. ის ჩვენს დროშას მთელი მსოფლიოს მასშტაბით […]

რამდენი მილიონი ლარის ინვესტიციებს ახორციელებენ “მაგთი”, “სილქნეტი” და “სელფი”?

2023 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა 1.5 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, ამასთან კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული გადასახადები 500 მილიონ ლარს შეადგენდა. კომუნიკაციების კომისია 2023 წლის ანგარიშში ასაჯაროებს თუ რა მოცულობის ინვესტიციებს ახორციელებენ კომპანიები საკუთარი ქსელის და ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. კომისიის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში კაპიტალური ინვესტიციები 248 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2022 […]

ვდგავართ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დამსახურებულად გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი – HRPA

ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაცია (HRPA) დეკლარაციას ავრცელებს, რომელიც ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ხაზს უსვამს, რომ ასოციაცია სრულად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. დეკლარაციის ტექსტს BMG სრულად გთავაზობთ: “ჩვენ, ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციის სენატი, პრეზიდენტი, აღმასრულებელი გუნდი, წევრი HR პროფესიონალები, როგორც კერძო, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორებიდან და წევრი კომპანიები, ასოციაციის მხარდამჭერი HR პროფესიონალების გუნდი, […]

როგორია ინტერესი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტისადმი?

თბილისის განვითარების ფონდის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ხელმძღვანელის ქვარა ჩართოლანის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამისადმი ინტერესი გაზრდილია. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ამ დროისთვის 4 მიმდინარე პროექტის გარდა, პროექტირების პროცესშია 20-მდე, განცხადების განხილვის და აზომვის ნაწილში კი 50-მდე ობიექტი. „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წლიდან დაიწყო და მისი მიზანია ძველის […]

ბიტნეტი მომხმარებელს EURO 2024-ის ბილეთების მოგების შანსს აძლევს

Crypto Exchange კომპანია ბიტნეტი საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს შესაძლებლობას, რომ EURO 2024-ზე საქართველო-თურქეთის, საქართველო-ჩეხეთისა და საქართველო-პორტუგალიის თამაშებს დაესწრონ. ბილეთებს მოიგებს ის, ვინც მინიმუმ $100 ტრანზაქციას განახორციელებს ბიტნეტზე (იყიდის ან გაყიდის კრიპტოს) და ყველაზე მეტი ტრანზაქცია ექნება შესრულებული. საქართველო-თურქეთისა და საქართველო-პორტუგალიის გამარჯვებულები 7 ივნისს, 18:00 საათზე, ხოლო საქართველო-ჩეხეთის გამარჯვებული კი 13 ივნისს, 18:00 საათზე, ბიტნეტის ფეისბუქ გვერდის […]

ბოკუჩავა: მაქვს ინფორმაცია, ოცნების გარკვეულმა პირებმა მიიღეს ვიზების შეზღუდვაზე შეტყობინება

პარლამენტის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ისიც ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უკვე მიიღეს შეტყობინება სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით. თვითონ ქართული ოცნება აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს. “მეც ამგვარ ინფორმაციას ვფლობ, რომ გარკვეულმა პირებმა ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა უკვე მიიღეს შეტყობინება იმასთან დაკავშირება, რომ მათი არსებული ვიზები აღარაა ვალიდური. ეს არის სამოგზაურო შეზღუდვა. მე რამდენადაც ვიცი, […]