ზურაბ ჯაფარიძე – ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13:00 საათზე – კლონს ვამზადებ

“გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 7 ივნისს, 13:00 საათზე, სასამართლოშია დაბარებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე. შესაბამის ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და სასამართლოს მიერ მის სახელზე გაგზავნილ ორ სხვადასხვა უწყებას აქვეყნებს. „ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13.00 საათზე კლონს ვამზადებ, მთავარია დატრენინგება მოვასწრო 2 დღეში“,- წერს ჯაფარიძე […]
აპრილში ლარი წლიურად 7.8%-ით გამყარდა

აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6818-დან 2.6775-მდე (0.16%-ით), ხოლო ევროს მიმართ – 2.9123-დან 2.8724-მდე (1.37%-ით) გამყარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6835 და 2.8762 შეადგინა. აპრილში ლარი- დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6953 იყო, მინიმალური კი – 2.6699. „აპრილში, საშუალო […]
მაიკლ როთი – LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის – “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მომავლის გამანადგურებელი ინიციატივები უნდა შეწყვიტოს

LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის. “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მომავლის განადგურებისთვის ინიციატივები უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “უცხოური აგენტების კანონით” კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობა სექსუალურ უმცირესობებს იღებს სამიზნეში. LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ […]
პატრიარქი – მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს – შევთხოვ ღმერთს, მშვიდობითა და ერთობით აკურთხოს მოსახლეობა და სრულიად საქართველო

მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს წერილშია ნათქვამი, რომელიც წიგნის, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ წარდგენისას წაიკითხეს. როგორც წერილში პატრიარქი განმარტავს, საქართველო ოდითგანვე გამორჩეულია შემწყნარებლობით, რასაც მოწმობს მართლმადიდებლურ ქვეყანაში სხვა რელიგიების არაერთი საკულტო ნაგებობის არსებობაც. „დღეს საზოგადოებას წარედგინება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნი […]
კატარის საგარეო უწყება – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადების საპასუხოდ ისრაელის მკაფიო პოზიციას ველოდებით

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადების საპასუხოდ ისრაელის მკაფიო პოზიციას ველოდებით, – ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა. „ჩვენ ველოდებით ისრაელის მკაფიო პოზიციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადების საპასუხოდ მთელ მთავრობას წარმოადგენს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ღაზის სექტორის მოსახლეობის, მძევლებისა და მათი ოჯახების ხანგრძლივი ტანჯვა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს და მუდმივი […]
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები პროექტის „აფხაზეთი საქართველოა“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პროექტის „აფხაზეთი საქართველოა“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ, რომლის ფარგლებშიც დაიდგა სპექტაკლი აფხაზეთის თემატიკაზე, ასევე წარმოდგენილ იქნა საცეკვაო და მუსიკალური ნომრები. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი აფხაზეთიდან იძულებით […]
სირიაში სავარაუდოდ ისრაელის საჰაერო იერიშს ემსხვერპლა ირანელი ოფიცერი

სირიის ქალაქ ალეპოს მახლობლად, სავარაუდოდ ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, მოკლულია ირანის სამხედრო ოფიცერი. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრი, საიდ აბიარი, ერთ-ერთი იყო იმ 17 ადამიანიდან, რომლებიც 3 ივნისს განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპნენ. ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაახლოებული საინფორმაციო სააგენტო Tasmin-ი იტყობინებოდა. არც გუშაგთა კორპუსს, არც ირანის მთავრობას არ გაუკეთებია მომხდარზე კომენტარი. ამავე […]
ჯაფარიძეს სასამართლოს 2 უწყება მიუვიდა – ორივე მოსამართლე ერთსა და იმავე დღეს და დროს იბარებს

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს ზურა ჯაფარიძეს სასამართლოს ორი უწყება მიუვიდა. ორი სხვადასხვა მოსამართლე ერთსა და იმავე დღეს, ერთ დროს იბარებს. ამის შესახებ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს და უწყების ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებში ჩანს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე ჯაფარიძეს სხვადასხვა საქმეზე 7 ივნისს, 13:00 საათზე იბარებს. “ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, […]
აშშ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის დამატებითი მხარდაჭერის მიღებას ცდილობს

ღაზაში ბრძოლების დროებით შეწყვეტის, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისა და “ჰამასის” მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლების წინადადების ბედი სამშაბათს გაურკვეველი დარჩა. “ჰამასს” შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე ჯერ არ უპასუხია. ისრაელის ოფიციალური პირები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ზოგიერთ დეტალს, ხოლო შეერთებული შტატები, წარმოდგენილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღებასა და განხორციელებაში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მხარდაჭერის მიღებას ცდილობს. ამერიკის რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს […]
“საჰაერო ხომალდი არ გვყოფნის” – რატომ არ მიიღო “ჯეო სქაიმ” შიდა ფრენების ტენდერში მონაწილეობა?

“ჯესო სქაიში” აცხადებენ, რომ შიდა ფრენების შესასრულებლად საჰაერო ხომალდი არ ყოფნით. ეს არის მიზეზი, რის გამოც ავიაკომპანიამ მთავრობის მიერ გამოცხადებულ შიდა ფრენების ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო. კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ არჩევანი საერთაშორისო ფრენებზე გაკეთდა. ” შარშან თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენები დავიწყეთ. ფრენებს მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით ვასრულებდით. საჰაერო ხომალდი, რომელსაც ვიყენებდით, იჯარით იყო აღებული, თავის მესაკუთრეს […]