აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმება 2030 წლის ბოლომდე გაგრძელდა

აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმება 2030 წლის ბოლომდე გაგრძელდა. ბუნებრივი აირის მიწოდებისა და გაცვლის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა BOTAŞ-ს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და აზერბაიჯანის გაზმომარაგების კომპანიას (AGSC) შორის. ცერემონია გაიმართა ბაქოში, კასპიის ნავთობისა და გაზის 29-ე საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალფარსლან ბაირაქტარისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის […]

ლადო ჭინჭარაულმა პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

დღეს ესპანეთში, ქ. გრანადაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 50 მეტრზე პარიზი 2024-ის ლიცენზია გათამაშდა, რომელიც ლადო ჭინჭარაულმა არავის დაუთმო. ლიცენზიის გარდა, ტურნირიდან ლადო ევროპის ვიცეჩემპიონის ტიტულით ბრუნდება. აღსანიშნავია, რომ პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშებისთვის საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ნაკრებს სპორტის 6 სახეობაში უკვე 13 გარანტირებული ლიცენზია აქვს, რაც უკვე ისტორიული შედეგია.

კრემლი ამბობს, რომ მის გარეშე უკრაინის უსაფრთხოების სამიტის გამართვა, დროის ფლანგვაა

სამშაბათს, 4 ივნისს, კრემლმა განაცხადა, რომ მისთვის გასაგებია, რომ ზოგიერთი ქვეყანა შვეიცარიაში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტზე წასვლას თავს არიდებს. რუსეთის ხელისუფლების თქმით, ამ ღონისძიებას ნათლად ჩამოყალიბებული მიზანი არ აქვს და რომ მისი რუსეთის მონაწილეობის გარეშე ჩატარება, აბსურდია. უკრაინის განცხადებით, 100-ზე მეტი ქვეყანა და ორგანიზაცია დათანხმდა, რომ 15-16 ივნისს დაგეგმილ სამიტს დაესწროს. მოსკოვი სამიტზე მიწვეული არაა. […]

რა მოცულობის სესხები გაიცა მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშესაწყობად „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებით?

საქართველოს მთავრობა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის ღონისძიებებს აგრძელებს – ამის შესახებ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტში 28 ივნისს წარდგება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის 20 მაისამდე პერიოდში საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021 − 2025 წლების სტრატეგიის 2023 − 2025 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები […]

ბოლო 2 დღეში წილოსანის მოთხოვნით პარლამენტის აკრედიტაცია 2 ჟურნალისტს შეუჩერეს

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ნინო წილოსანის მოთხოვნით, ბოლო ორ დღეში პარლამენტის აკრედიტაცია ორ ჟურნალისტს შეუჩერეს. გუშინ, 3 ივნისს, საპარლამენტო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს, რომელიც ნინო წილოსანს აშშ-ის სანქციებზე კითხვის დასასმელად პარლამენტის ეზოში, კიბეზე, მიყვებოდა. დღეს, 4 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინო წილოსანის მოთხოვნით საპარლამენტო აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა […]

გერმანიის ელჩის პასუხი “ოცნებას”

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მის მიერ 2 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ელჩი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის დაზუსტებას აკეთებს: „დაზუსტება: 1. ქვემოთ მე ციტირება მოვიყვანე გერმანიის კანცლერის და დავეყრდენი კანცლერის წყაროს. ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება. 2. გერმანიის საელჩომ უპასუხა კითხვებს: კანცლერის განცხადების საბაბი იყო გერმანია, თუმცა ისინი ზოგადადაც ვალიდურია. 3. ვიმედოვნებ, ეთანხმებით კანცლერის […]

„ხომ არ დადგა დრო ჰომოფობთა მხარეს და რიგებში მყოფი უამრავი გასუსული გეის ქამინგაუთის?“ – მაია დარსმელიძე

მაააააგრაააამ… წყვდიადისკენ სწრაფად გაქანებული ქვეყნის პირობებში, სადაც ეს ჩვენი ჰუმანურობა და ბნელეთის ტრაგიკულად კომიკური “სურვილები” ისე გათვლილად “ბალანსდება” და იზილება ერთმანეთში… როოოომ… საბჭოთა ცენზურის გზაზეც ვართ უკვე ლამაზად და ირანიზაციის გზაზეც… უბრალოდ გეკითხებით: ხომ არ დადგა დრო ჰომოფობთა მხარეს და რიგებში მყოფი უამრავი გასუსული გეის ქამინგაუთის?“

„ახლა უკვე გასაგებია რას ნიშნავს “საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებებს ასე ეხმაურება: „ახლა უკვე გასაგებია რას ნიშნავს “საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო”.

არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას“ – ჯო ბაიდენი

არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას“ – ჯო ბაიდენი მე ადრეც მითქვამს, რომ არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას“, – ამის შესახებ Time-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. კითხვაზე, როგორ გამოიყურება მშვიდობა უკრაინაში, ბაიდენმა განაცხადა, რომ მშვიდობა ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთი ვერასოდეს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას. „მშვიდობა ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთი […]

„ჯაჯანიძის შოუ მაინც გავა? – რას უპირებენ სურამელაშვილის ტიკ ტოკს?“ – რას წერს ბექა კობახიძე

– ჯაჯანიძის შოუ მაინც გავა? – რას უპირებენ სურამელაშვილის ტიკ ტოკს? – ამ ნიუსს დღეს ქრონიკის გამოშვებაში ირაკლი ჩიხლაძე გაგვაცნობს? – ხვალ იმედის დილის გადაცემაში გიორგი კალანდია მოგვიყვება როგორ გააგდეს თამარის პირველი ქმარი (გიორგი რუსი) ქვეყნიდან? – და კახი? თუ ამათ ყველას ნიჩურტა აქვსთ?“