ბოლო 2 დღეში წილოსანის მოთხოვნით პარლამენტის აკრედიტაცია 2 ჟურნალისტს შეუჩერეს

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ნინო წილოსანის მოთხოვნით, ბოლო ორ დღეში პარლამენტის აკრედიტაცია ორ ჟურნალისტს შეუჩერეს.
გუშინ, 3 ივნისს, საპარლამენტო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს, რომელიც ნინო წილოსანს აშშ-ის სანქციებზე კითხვის დასასმელად პარლამენტის ეზოში, კიბეზე, მიყვებოდა.
დღეს, 4 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინო წილოსანის მოთხოვნით საპარლამენტო აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა მათ ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს.
„ფორმულას“ ცნობით, პარლამენტი სოფო გოზალიშვილისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე წერილში მიუთითებს, რომ „მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას“. ტელეკომპანიის განცხადებით, ეს ჩანაწერი „ფორმულას“ ეთერში არ გაუშვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ