„აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად გზის გადაკეტის გამო მოსამართლემ 7 მოქალაქე დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კანონდარღვევად ჩათვალა „აგენტების კანონის“ გაპროტესტების დროს 2 მაისს გმირთა მოედნის გადაკეტვა. ამ მიზეზით მან სამართალდამრღვევად ცნო თერთმეტი ადამიანი, მათგან ოთხს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, შვიდი კი 500-500 ლარით დააჯარიმა. საქმეები მოსამართლემ გუშინ, 3 ივნისს განიხილა, გადაწყვეტილება კი დღეს, 4 ივნისს გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ „აგენტების კანონი“ პარლამენტში 3 აპრილს დააინიციირა. მას […]

„საცურაო კოსტუმების საკითხიც უსწრაფესად მოსაგვარებელია! არავითარი ბიკინი და ზედა-ქვედა!“ – ბუკა პეტრიაშვილი

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „საზღვაო სეზონი მოდის! ამიტომ საცურაო კოსტუმების საკითხიც უსწრაფესად მოსაგვარებელია! არავითარი ბიკინი და ზედა-ქვედა! შემუშავდეს “ღირსეული” დიზაინი ქალიან-კაციან-ბავშვიანად ყველასთვის! ძირს ღიაობა და გამჭვირვალობა!“

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ხვალ დაიწყება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge. სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია 5 მაისს, 10:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. მისივე თქმით, ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის […]

„ველოდებით, რომ წლის მეორე ნახევარში ეკონომიკა შენელდება“ – Galt&Taggart

Galt & Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე, “საქმიანი დილას” ეთერში აცხადებს, რომ, საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, 2024 წლის II ნახევარში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საინვესტიციო აქტივობის მოსალოდნელი შემცირებაა. „მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავსირებით ორი სცენარი გვქონდა შემუშავებული: 1. 6.0%-იანი ზრდა, რაც ეფუძნებოდა, რომ ინფლაცია 3.0%-ის ფარგლებში […]

წილოსანთან ინტერვიუს მცდელობის გამო ფორმულას ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერეს

დეპუტატ ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო ფორმულას ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილს პარლამენტის აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერეს. პარლამენტი წერილში მიუთითებს, რომ “მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას”. ეს ჩანაწერი ფორმულას ეთერში არ გაუშვია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს პარლამენტის აკრედიტაციას უჩერებენ. რამდენიმე დღის წინ აკრედიტაცია გაუუქმეს მთავარი არხის ჟურნალისტსაც.

“ოცნების” ჰომოფობიური ინიციატივები რუსულის ასლია – რუსი უფლებადამცველები

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, პრაქტიკულად, სრულად რუსულის ასლია, ამის შესახებ ნათქვამია კრიზისული ჯგუფის, СК SOS-ის რუსეთის ორგანიზაციის განცხადებაში. ორგანიზაცია ლგბტ თემის წარმომადგენლებს ეხმარება სამხრეთ კავკასიაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 4 ივნისს, წარმოადგინა „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა. მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტების პაკეტი შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან […]

ბაიდენის თქმით, უკრაინაში მშვიდობა აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ის ნატოს წევრი გახდება

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, რომელიც 28 მაისს შედგა. სხვათა შორის მან უპასუხა შეკითხვას “როგორია ენდშპილი უკრაინაში და როგორი იქნება იქ მშვიდობა?” „მშვიდობა იქნება იმის გარანტია, რომ რუსეთი არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს [ოთხჯერ გაიმეორა] მოახდენს უკრაინის ოკუპაციას. აი, ასე გამოიყურება მშვიდობა.” – უპასუხა ბაიდენმა. “და ეს არ ნიშნავს ნატოს, რომ ისინი […]

სფფ-ის XXXIV ყრილობა სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა

4 ივნისს, თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში სფფ-ის XXXIV რიგით ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მოხსენებით წარდგა. პრეზიდენტმა სიტყვა ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და მილოცვით დაიწყო: “მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი წარმატება და სიხარული, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მოგვიტანა. ისტორიაში პირველად, ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ამისთვის, ძალიან დიდი მადლობა მინდა […]

ისრაელის თქმით, ღაზაში გატაცებულ მძევალთა მესამედზე მეტი მკვდარია

ღაზაში დარჩენილი ისრაელელი მძევლების მესამედზე მეტი დაღუპულია- ინფომარცია ამის შესახებ, 4 ივნისს, ისრაელის ახალი სამთავრობო დასკვნაშია გავრცელებული. პარალელურად, ღაზის სექტორზე ისრაელის იერიშები გრძელდება, შეერთებული შტატები კი კვლავ ცდილობს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. “ჰამასმა” ისრაელზე გასული წლის 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის დროს, დაახლოებით 250 ადამიანი გაიტაცა. აქედან ნაწილი პალესტინელებმა ნოემბერში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ზოგი […]

„ქართული ოცნება“ ლგბტ უფლებების შემზღუდავ ახალ კანონპროექტს აინიცირებს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტების პაკეტი შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომელთა მეშვეობით ცვლილებები შედის სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. პარლამენტის სპიკერმა მედიას გააცნო 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ძირითადი […]