არმაზ ახვლედიანი – ვვარაუდობ, სანქციები ორ ეტაპად იქნება: პირველი უახლოეს დღეებში, მეორე დარტყმა კი არჩევნებისას – ზომები, რასაც აშშ-ს მთავრობა მიიღებს, რეჟიმისთვის დამანგრეველი იქნება და „ქართული ოცნება“ ამას ვერ გაუძლებს

შეიძლება ბევრ მათგანს არც ჰქონდეს დიდი სურვილი „გლობალური ომის პარტიის“ ქვეყანაში ჩასვლის იმ ყველაფრის შემდეგ, რაც „ავნეს“ ქვეყანას და ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა ამერიკის მხრიდან მმართველი გუნდის წევრების შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. როგორც ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, აშშ მხოლოდ სანქციებით არ შემოიფარგლება და ის ზომები, რასაც […]
“საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა” – მოსმენა ამერიკის კონგრესში

ამერიკის კონგრესში, ჰელსინკის კომისია საქართველოზე მოსმენას ორიოდ საათში გამართავს. ამერიკელი კონგრესმენები, მომხსენებლებისგან მოისმენენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებას. კომისიის აზრით, “რუსული სტილის” კანონის მიღება, “ქართული ოცნების” კურსის მკვეთრად ანტიდასავლურ ცვლილებაზე მიანიშნებს.
მექსიკის საზღვრიდან აშშ-ში შემსვლელ მიგრანტთა რაოდენობა შეიძლება შეიზღუდოს

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომელიც ადგილობრივ ოფიციალურ პირებს მისცემს უფლებას, სწრაფად მოხდეს იმ ადამიანთა დეპორტირება, ან უკან, მექსიკაში გაგზავნა, ვინც სამხრეთ დასავლეთ საზღვრის უკანონო კვეთისას დააკავეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ საზღვრის გადამკვეთ მიგრანტთა რაოდენობა კონკრეტულ ნიშნულს გადააჭარბებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, თუმცა მათ ვინაობას არ […]
ყოფილ “ვაგნერელს” მეორედ ჩადენილი მკვლელობის გამო 8 წელი მიუსაჯეს

რუსეთის კერძო სამხედრო ჯგუფის, “ვაგნერის” ყოფილი მებრძოლი ალექსანდრე კუზმინი მკვლელობის გამო გაასამართლეს. შეყვარებული ქალის მოკვლის გამო, 4 ივნისს, 41 წლის მებრძოლს თათარსტანის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კუზმინს მკვლელობა ადრეც ჰქონდა ჩადენილი. ის პატიმარი იყო და 10 წელს სასჯელს იხდიდა, როცა “ვაგნერში” დაქირავებულ მებრძოლად გაწევრიანდა და უფლება მიეცა, დარჩენილი ვადა უკრაინაში, რუსეთის ძალების მხარეს […]
რა მოცულობის სესხები გაიცა მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშესაწყობად „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებით?

საქართველოს მთავრობა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის ღონისძიებებს აგრძელებს – ამის შესახებ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტში 28 ივნისს წარდგება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის 20 მაისამდე პერიოდში საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021 − 2025 წლების სტრატეგიის 2023 − 2025 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები […]
„კისერიც უტეხიათ, სულ ანაფორებით და კოჭებამდე შავი კაბებით უვლიათ არჩევნებამდე…“- გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „პოლიტიკური ფრონტის ხაზის დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანზე გატარება სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას. ამიტომ ისტერიულად შემოაქვს კანონ-პროექტები, რომლებიც ურა-პატრიოტული, ფსევდო-რელიგიური და “მამა მამაა, დედა დედაა” პათოსით არის გაჟღენთილი. პარტიებო, ნუ აყვებით ამ თამაშს, მყარად გეჭიროთ ფრონტის ხაზი. კისერიც უტეხიათ, სულ ანაფორებით და კოჭებამდე შავი კაბებით უვლიათ არჩევნებამდე… ეს მათი […]
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და ქუთაისის მერი ლატვიის ელჩს შეხვდნენ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ედიტე მედნეს შეხვდნენ. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის, საქართველოსა და ლატვიას შორის პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება. მათივე ცნობით, ზვიად შალამბერიძე გაცნობითი სახის შეხვედრაზე ელჩს რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო გარემოსა […]
პეტრ ფიალა: ჩეხეთი ერთ წელში მთლიანად იტყვის უარს რუსეთის ნავთობზე

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალი წლის პირველი ნახევრის ბოლომდე სრულად შეწყვეტს რუსული ნავთობის მოხმარებას. ამას ის მიაღწევს ტრანსალპური ნავთობსადენის (TAL) მოცულობის გაზრდით. ფიალამ 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ნავთობსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა მიმდინარე წელს დასრულდება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ნავთობის მოცულობის გაზრდა 4 მილიონ ტონამდე. გაზრდილი მოცულობით ნავთობის ტრანსპორტირების შედეგად […]
ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონთან მიმართებით დიდი ხანი გარე ძალებისგან ელოდა დაკვეთას
„საქართველოში აუცილებლად დაცული იქნება ადამიანის უფლებები, მნიშვნელობა არ აქვს უმცირესობის წარმომადგენელი იქნება ეს, თუ სხვა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი გარანტი იქნება კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციას გარე დაკვეთების შემსრულებელ აგენტურას უწოდებს და დასძენს, რომ […]
ოზურგეთში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და TIKA-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები […]