საქართველომ “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის მაგალითზე უნდა ისწავლოს, რომ რუსეთი მტერია – კოენი

მისი თქმით ქვეყნის ხელისუფლება “რუსეთს უახლოვდება”. ასევე, “გორში დღესდღეობით არის სტალინის მუზეუმი და მას უყურებენ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში როგორც ქართველს, რომელიც იყო დიქტატორი და ძლიერი პიროვნება”. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ეუთოზე დაყრდნობით მან ასევე განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და […]

ქვეყნები, რომლებსაც ჩინეთის ყველაზე დიდი ვალი აქვთ

2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოიწყო ინიციატივა BRI. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ინვესტიციების მასიური პროგრამა ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც საბოლოოდ დააკავშირებდა აზიას ევროპასთან, მოგვიანებით გეგმა მთელს მსოფლიოში გაფართოვდა, მათ შორის, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. ათწლეულის შემდეგ, ჩინეთი ახლა არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომლის ვალი უამრავ ქვეყანას აქვს. ვადაგადაცილებული გადახდების რაოდენობა კი იზრდება. კვლევითი ორგანიზაცია AidData-ს შეფასებით, […]

მილერი: ხალხი გამოხატავს წინააღმდეგობას კრემლის მხარდაჭერილი კანონისადმი, აშშ არაფერ შუაშია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის ბრალდებაზე ჰკითხეს, რაზეც სპიკერმა “კრემლის დეზინფორმაცია” ახსენა. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში ქართული ოცნების წარმომადგენლების მსგავსად თქვა, რომ “დასავლეთს საქართველოში მაიდნის სცენარის გამეორება სურს”. მეთიუ მილერის თქმით, საქართველოში მიმდინარე პროტესტი არ არის კავშირში შეერთებულ შტატებთან და ხალხი […]

“გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, საქართველოს ხელისუფლების რუსეთის ორბიტისაკენ სვლის შესაჩერებლად” – კონგრესში MEGOBARI Act-ზე იმსჯელეს

აშშ-ის კონგრესში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში ჩატარებულ მოსმენაზე სიტყვით გამოვიდნენ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი. ივანე ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ცხადია – ქვეყნის მომავალი […]

სანქციები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას – კონგრესმენი ჯო უილსონი MEGOBARI Act-ზე

კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირების მხარდამჭერ კანონპროექტს MEGOBARI Act-ის პროექტს განიხილავენ. სხდომას წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობს. უილსონმა განაცხადა, რომ ის მიესალმება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსული კანონის მიღების გამო ქართული ოცნების წევრების მიმართ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს, თუმცა მისი თქმით უფრო მეტი არის საჭირო საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით, […]

ჯო უილსონი – მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ, MEGOBARI Act სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას

ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ, MEGOBARI Act სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა. „ქართული ოცნება” ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტოკრატებს ეხუტება, […]

ავთანდილ ბახტაძემ და სალომე სვანმა მონაწილეობა ნბა-ს ცნობილ კემპში მიიღეს

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ახალგაზრდულ კემპში – “კალათბურთი საზღვრებს გარეშე” – ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ესპანეთის ქალაქ მალაგაში 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გამართულ ნბა-ს კემპში 16 წლის ავთანდილ ბახტაძე და 17 წლის სალომე სვანი ასპარეზობდნენ. ეს გახლავთ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მთავარი ღონისძიება, რომლითაც მსოფლიოს უძლიერესი ლიგისა და ზოგადად კალათბურთის სკაუტები ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდებს აკვირდებიან. […]

ყოჩაღ – საქართველოს ქალთა ნაკრებმა ისევ გაიმარჯვა! [VIDEO]

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კვიპროსი 1:0 დაამარცხა. ანტმანის გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 7 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 12 ივლისს სახლში ბელარუსთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს ლიეტუვას 3:0 სძლია და 12 ქულით ლიდერია. საქართველო – კვიპროსი 1:0 გოლი: ბაქრაძე (13) საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, […]

თავშესაფარს ვერ მიიღებენ ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ – თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები. სწორედ ამიტომ, მან დღეს გამოსცა განკარგულება, რათა მიგრანტებმა, რომლებიც ჩვენს სამხრეთ საზღვარს უკანონოდ კვეთენ, თავშესაფარი არ მიიღონ. ეს ქმედებები […]

კონგრესმენი ჯო უილსონი – აშშ-სა და საქართველოს ძლიერი კავშირი თავდასხმის საგანი გახდა „ქართული ოცნების” მხრიდან – „უცხოური აგენტების კანონი” მთავრობის ანტიდემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია

აშშ-სა და საქართველოს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი „ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა. „ეს მოსმენა ქართველი ერისთვის კრიტიკულ მომენტში ხდება. 1991 წელს თავისი დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ახლო, […]