ბაიდენი, აშშ-მექსიკის საზღვრის გაკონტროლების მიზნით, თავშესაფრის მინიჭებაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს

ბაიდენი, აშშ-მექსიკის საზღვრის გაკონტროლების მიზნით, თავშესაფრის მინიჭებაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტები, შეიძლება, სწრაფად დაადეპორტონ, ან მექსიკაში დააბრუნონ. “ეს ქმედება დაგვეხმარება მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე და აღვადგინოთ წესრიგი. ეს აკრძალვა ძალაში დარჩება ვიდრე, არალეგალურად შესვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ […]
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. Le Monde-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი პარიზს პარასკევს, 7 ივნისს, ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრების შემდეგ ეწვევა. ასევე, ემანუელ მაკრონის გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდება. პარიზში ვიზიტის […]
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდინარე ქსნის ხიდის დასავლეთ მიმართულებაზე, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 5 ივნისიდან ორი თვის განმავლობაში, სავალ ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება და განხორციელდება ცალი ზოლის მეშვეობით.
სამარცხვინოა უსამშობლო ქართველის ცქერა, რომელსაც საკუთარ ისტორიასთან და სამშობლოსთან მხოლოდ გვარის დაბოლოება აკავშირებს და ისე ამაყად ღალატობს საკუთარ ქვეყანას, რომ ყორღანაშვილს შეშურდებოდა

სამარცხვინოა უსამშობლო ქართველის ცქერა, რომელსაც საკუთარ ისტორიასთან და სამშობლოსთან მხოლოდ გვარის დაბოლოება აკავშირებს და ისე ამაყად ღალატობს საკუთარ ქვეყანას, რომ ყორღანაშვილს შეშურდებოდა ეს კონგრესმენები “პატაკს” იბარებენ სოროსის ფონდისგან და საქართველოს შესახებ მოსმენა ჰქვია მაგას?! – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჰელსინკის კომისიის შეკრების შესახებ. ქადაგიძე საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილეს, […]
აღმოჩნდება თუ არა საქართველო “ავტოკრატიულ ბლოკში”?

“შეიძლება ევროპაც გავაოცო, ისეთი დემოკრატია შევქმნა” – ივანიშვილის ამ განცხადებიდან წლების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, მისი უახლოესი პარტნიორები საუბრობენ. ანალიტიკოსები კი შიშობენ, რომ ქვეყანა, შესაძლოა, ავტოკრატიული ქვეყნების ბლოკში აღმოჩნდეს, რომელსაც ჩინეთი ხელმძღვანელობს.
“ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ…” – რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

“იუთუბ” გვერდზე გადაცემა “ლაი-ლაის” სტუმარი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე გახლდათ. ვეტერანმა სპორტსმენმა კომენტარი საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბზე ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. მისი თქმით, “კვარამ” მთელი ქვეყანა გამოაცოცხლა. “ფეხბურთი მთელ მსოფლიოში სპორტზე ზევით დგას, ამ ბიჭმა, ხვიჩამ რაც გააკეთა, საქართველო გამოაფხიზლა, გამოაცოცხლა და მაგაზე, რომ პირიდან რამე გადაკრული სიტყვა ამოგივა, არასწორი ხარ, ვინც […]
ჯეიკ სალივანი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხს ველოდებით

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხს ველოდებით , – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „კატარელი შუამავლების მეშვეობით ჩვენ „ჰამასის“ პასუხს ველოდებით“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა. ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ბილ ბერნსი ცეცხლის შეწყვეტის ახალი წინადადების შესახებ დოჰაში, კატარელ შუამავლებთან კონსულტაციებს გაივლის. შეგახსენებთ, აშშ-ის […]
გაერომ დაადასტურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შინ დაბრუნების უფლება

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კვლავ დაადასტურა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. 4 ივნისს გენერალურმა ასამბლეამ ნიუ-იორკში, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს კიდევ 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ამ რეზოლუციას საქართველო 2008 წლიდან წარადგენს. წელს დოკუმენტს მხარი დაუჭირა103-მა […]
დავით ბაქრაძის განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლე პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ – სომხეთმა, არგენტინამ და სამხრეთ აფრიკამ დაუჭირა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გაეროში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლე პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ – სამხრეთ აფრიკამ, არგენტინამ და სომხეთმა დაუჭირა. ამასთან, როგორც ბაქრაძემ განაცხადა, რეზოლუციის განხილვის დროს არაერთმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიმართ. „ეს არის […]
ევრო 2024 | შეკრებას ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა. ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვირკველია, ლუკა ლოჩოშვილი და საბა ლობჟანიძე გუნდთან ერთად უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. გიორგი მიქაუტაძე ნაკრებს 5 ივნისს შეუერთდება. ჩვენი გუნდი 6 ივნისიდან სრული შემადგენლობით ივარჯიშებს. მოსამზადებელი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობასთან დაკავშირებით გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა. გიორგი ქოჩორაშვილი (ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): „შეუძლებელია, რომ […]