34 წლის ქართველი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე გემზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა! – ვინ არის გარდაცვლილი და რას ითხოვს დაღუპულის ოჯახი?

შემზარავი კადრები ჩინეთიდან – დალიანში სარემონტო სამუშაოების დროს პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემზე (Tanker ELIAK) აფეთქება მოხდა, რასაც საქართველოს მოქალაქის, 34 წლის გიორგი წილოსანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 25 აპრილს მოხდა. ვიდეოკადრები, რომელიც უმძიმესი სანახავია, კარგად ჩანს ცეცხლის ალში გახვეული კაცი, რომელიც გადარჩენას ცდილობს. გიორგი წილოსანის ძმა, აკაკი წილოსანი ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცის გადარჩენა შეიძლებოდა, თუმცა […]
გორში ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი დააკავეს

გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი დააკავეს. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ღამით აიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას უკანონო იარაღის ფლობას ედავებიან. სამართალდამცავებმა დაკავებულის სახლი გაჩხრიკეს, თუმცა, როგორც ახლობლები ამბობენ, კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვეს. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელებმა ავტომატი და პისტოლეტი მანქანაში ჩაუდეს, ამის შემდეგ კი სცემეს. “პოლიციაში, ტანსაცმლის ჩამორთმევაზე იყო იქაც ჩემი […]
ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლითაც, აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტები, შეიძლება, სწრაფად დაადეპორტონ, ან მექსიკაში დააბრუნონ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტები, შეიძლება, სწრაფად დაადეპორტონ, ან მექსიკაში დააბრუნონ. „ეს ქმედება დაგვეხმარება მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე და აღვადგინოთ წესრიგი პროცესში. ეს აკრძალვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ არალეგალურად შესვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, რომლის ეფექტურად მართვასაც ჩვენი სისტემა შეძლებს“, – […]
ივანე ჩხაიძე – მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები – არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წელს გვქონდა

ყველა სამედიცინო ცენტრი, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს მართავს, აღნიშნავს, რომ კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები – არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წელს გვქონდა,- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ბავშვების ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირებულია […]
ივანე ჩხაიძე – კვლავ საკმაოდ მაღალია გრიპის დადასტურებული შემთხვევები, ფიქსირდება გრიპით გამოწვეული პნევმონია

კვლავ საკმაოდ მაღალია გრიპის დადასტურებული შემთხვევები – სამწუხაროდ, ჩვენთან ისეთი ვითარებაა, როგორიც უნდა იყოს ზამთრის განმავლობაში. მწვავე რესპირაციული ინფექციებით გამოწვეული დაავადებებით მომართვიანობა ძალიან მაღალია, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტეპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, ფიქსირდება გრიპით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევებიც. „კალენდარული წლის მეოცე კვირას, […]
თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. პროცესი ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეწარიმართება. წელს თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული ორიდან ექვს წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან. საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი თბილისის […]
“დაღალე რეჟიმი!” – პარლამენტის წინ დღეს აქცია გაიმართება

“დაღალე რეჟიმი!” – პარლამენტის წინ დღეს აქცია გაიმართება “დაღალე რეჟიმი!” – ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” დღეს, 5 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქციას გამართავს. “ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც “ოცნება” აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს. გელოდებით […]
+33 გრადუსი – ამინდის განახლებული პროგნოზი

7 ივნისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. 🌦 ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. 🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7 ივნისამდე […]
თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 5 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისი რამდენიმე უბანს. ესენია: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ტაშკენტისა და გურამ ფანჯიკიძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების […]
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ – […]