პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით, თუ იქნება ინტერესი, მზად ვარ, გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულებები – პრემიერი

ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუქარის ფაქტით რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება, მზად არის, გამოძიებას მისცეს შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები. „ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის […]

საბანკო სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელის 82% სამ ბანკზე მოდის

საქართველოში მოქმედი 17კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელი, 2024 წლის პირველი 4 თვის ფინანსური შედეგების მიხედვით, 55.5 მილიარდ ლარია. თანხის 76.5% ორი უმსხვილესი ბანკის მიერ გაცემულ კრედიტებს წარმოადგენს, ხოლო სამი უმსხვილესი ბანკის მიერ გაცემული სესხების მოცულობა კი სექტორის 82%-ია. მთლიანი სესხებიდან 18.7 მილიარდი ლარი კორპორაციული სესხებია, 9.1 მილიარდი ლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული კრედიტებია, 7.5 მილიარდი […]

კონკურსის „მწვანე ჯილდო“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, რომლის აღნიშვნის ფარგლებშიც, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას 170-მდე სტუმარი, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ესწრებოდა. „მწვანე ჯილდო – სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2024” ქ.თბილისის N126 საბავშვო ბაგა-ბაღის […]

“თუ პსჟ მართლა ამხელა თანხას იხდის, დე ლაურენტისი კარგად უნდა დაფიქრდეს” – რონალდო ნაზარიოს და გატუზოს ყოფილმა აგენტმა ქართველის შესახებ ისაუბრა

არახალი ამბავია, რომ “პარი სენ ჟერმენი” “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ინტერესდება. გუშინ, L’Equipe-მა დაწერა, რომ “კვარას” პირადად პარიზული კლუბის თავკაცი ლუის ენრიკე ესაუბრა. აღნიშნულ ამბავს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული აგენტი საბატინო დურანტე გამოეხმაურა. მისი თქმით, დე ლაურენტისი ქართველის გასხვისებაზე კარგად უნდა დაფიქრდეს. “ნაპოლიმ” გასული ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, წმენდა უნდა ჩაატაროს. თუ პსჟ-ის შეთავაზება […]

EU-ს ელჩი: დარწმუნებული ვარ, უვიზოს შეჩერება ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი Movement-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღების შემდეგ EU რეაგირების რამდენიმე ვარიანტზე იმსჯელებს, მათ შორის, მაგიდაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხიც დევს. ჰერჩინსკი Movement-თან ამბობს, რომ ევროკავშირი ნათელი იყო საკუთარ განცხადებებში, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებას შედეგები მოჰყვებოდა: „ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, მათ შორის, უმაღლეს დონეზეც — ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა და […]

კობახიძე მადლობას უხდის ჩინეთს, რომელმაც დევნილებზე გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ჩინეთს, რომელმაც დევნილების დაბრუნებაზე გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ის ირწმუნება, რომ წელს რეზოლუციას “რეკორდული რაოდენობის ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი” და მადლიერია ჩინეთის, რომელმაც “პოზიცია არ შეიცვალა”. “წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი რეზოლუციას. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება… მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული […]

სილქნეტი და ევროპული სატელეკომუნიკაციო გიგანტი Orange სტრატეგიული ალიანსის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

2024 წლის 3 ივნისს, პარიზში, გლობალური ტელეკომუნიკაციების ლიდერ კომპანია Orange-ის ოფისში, Orange Alliance-ის პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა სილქნეტს და Orange-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს. სტრატეგიული თანამშრომლობა საშუალებას აძლევს სილქნეტს მეტად განავითაროს ფიზიკური და იურიდიული პირების სატელეკომუნიკაციო და ციფრული მომსახურება Orange-ის მრავალწლიანი გამოცდილების და ინოვაციური პლატფორმების დახმარებით. პარტნიორობის ფარგლებში სილქნეტი მიიღებს წვდომას სატელეკომუნიკაციო და ციფრულ სექტორში […]

კახა კალაძე – მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ვებგვერდი – ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ვებგვერდი – ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, განახლებულია მობილური აპლიკაციაც და მომსახურების მიღება Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის არის შესაძლებელი. „მგზავრთა ინფორმირებისთვის შეიქმნა რუკები, საინფორმაციო ვებგვერდი და ავტობუსის […]

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი – ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში

ძალიან მძიმე სანახაობა იყო – ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არც ერთი მეგობარი. ეს არის საბოლოო დასკვნა რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი განხილვიდან. ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რომლებმაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს დაკითხვის დროს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს,- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა […]

შალვა პაპუაშვილი – კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ არის ყველაზე სახალხო კანონი, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს

კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ არის ყველაზე სახალხო კანონი, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მხარდაჭერა ჩვენ გუშინაც ვნახეთ ხალხის მხრიდან და რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ მხარდაჭერით და ლეგიტიმაციით დაიწყებს კანონპროექტის განხილვას. „დღეს გასაჯაროვდა […]