ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით National Geographic-თან ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით National Geographic-თან ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გასტრონომიული გზამკვლევი-საქართველოს შესახებ-ქვეყნის საუკეთესო ღვინის მარნები და კვების ობიექტები“- ამ სათაურით გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ ონლაინპლატფორმაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სტატიის ბეჭდური ვერსია 6 ივნისს გავრცელდება. სტატიის ავტორი ემილი ლაში საქართველოს ბუნებას, ტურისტულ ადგილებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – ანაკლიის პორტის პროექტში აშშ-სგან სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიის შემოყვანა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების გაგრძელებაა

ანაკლიის პორტის პროექტში აშშ-სგან სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიის შემოყვანა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების გაგრძელებაა – ჩინური კომპანია გამორჩეულია კორუფციული სკანდალებით, რაც ზრდის საქართველოში კორუფციის იმპორტის რისკებს , – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციაში აღნიშნული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, China Communications Construction Company Limited (CCCC) რამდენიმეჯერ იყო მხილებული კორუფციულ ფაქტებში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანაკლიის […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენ ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც კონგრესში გაკეთებულ განცხადებებზე უპასუხა შეკითხვას. კობახიძის თქმით, ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა უკრაინაში,რომელიც მანამდე ეკონომიკურად აღმავლობის გზაზე იყო. “მუდმივად გვახსენებენ მაიდანს. მე მინდა შეგახსენოთ, რა […]

ირაკლი კობახიძე – გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება

მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისთვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა. „გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის, რომ […]

სილქნეტი და ევროპული სატელეკომუნიკაციო გიგანტი Orange სტრატეგიული ალიანსის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

2024 წლის 3 ივნისს, პარიზში, გლობალური ტელეკომუნიკაციების ლიდერ კომპანია Orange-ის ოფისში, Orange Alliance-ის პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა სილქნეტს და Orange-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს. სტრატეგიული თანამშრომლობა საშუალებას აძლევს სილქნეტს მეტად განავითაროს ფიზიკური და იურიდიული პირების სატელეკომუნიკაციო და ციფრული მომსახურება Orange-ის მრავალწლიანი გამოცდილების და ინოვაციური პლატფორმების დახმარებით. პარტნიორობის ფარგლებში სილქნეტი მიიღებს წვდომას სატელეკომუნიკაციო და ციფრულ სექტორში […]

ქალებს ატყუებდა, რომ იყო ფოტოგრაფი, სასმელში გაურკვეველ ნივთიერებას უყრიდა, სქესობრივ კავშირს ამყარებდა და იღებდა – გახსნილია 11 ფაქტი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გახსნეს. უწყება ამბობს, რომ ბრალდებული გ.ქ. რომელიც 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ფაქტზე, 2024 წლის 22 მარტს დააკავეს, წლები ატყუებდა ქალებს, რომ იყო ფოტოგრაფი და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის მათ ფოტოესიაზე იწვევდა. გამოძიების ინფორმაციით, ის ქალებს ძიძის/მომვლელის და […]

ჩაუდეს იარაღი, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჩხრეკას არ დაასწრეს დამსწრე – ადვოკატი გორში დაკავებულ იოსებ ბაბაევზე

გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი დააკავეს. ბაბაევი ფლობს “რესტო-ბარს” სადაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს შესვლა ეკრძალებათ. კაცს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მისი ადვოკატი და ახლობლები ფიქრობენ, რომ ბაბაევი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებული ნაცემია, ხოლო ავტომატი და პისტოლეტი მანქანაში მას პოლიციამ ჩაუდო. ადვოკატს დაკავებულმა უთხრა, რომ […]

ჩინეთმა და ირანმა გაეროში აფხაზეთსა და ცხინვალიდან დევნილების დაბრუნების რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს

ირანმა, ჩინეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორია, გაეროში მხარი არ დაუჭირეს აფხაზეთსა და ცხინვალიდან დევნილების დაბრუნების რეზოლუციას. გუშინ, 2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის […]

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. ერთი საათის მდგომარეობით, უკვე რეგისტრირებული იყო 3 500-მდე აღსაზრდელი. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ვებგვერდზე მაღალი მიმართვიანობის გამო, შესაბამისი პროგრამა ახდენს მომლოდინე აპლიკანტთა პრიორიტეტიზაციას, რის გამოც შესაძლოა დაგვიანდეს რეგისტრაციის დადასტურება. “მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე დედაქალაქში არის საკმაოდ მაღალი, თუმცა, 2024 წელს საზაფხულო ბაღების, შესაბამისად, ვაკანსიების რაოდენობაც არის გაზრდილი 18 […]

„600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს ახალ ბინას“ – ირაკლი კობახიძე

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დასრულება. 600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს 600 ახალ ბინას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის „ოცნების ქალაქში” მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი იმის გამოხატულება, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება […]