საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდის შესამუშავებლად კვლევას ატარებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტი ლევან ელიაშვილი, ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის მიზნით, მასში შემავალ ცალკეულ ორგანულ ნაერთებში, ნახშირბადისა და აზოტის სტაბილურ იზოტოპთა განსაზღვრის ახალი მეთოდების დანერგვაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, თემის – „ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის მიზნით, მასში შემავალ ცალკეულ ორგანულ ნაერთებში, ნახშირბადისა და აზოტის სტაბილურ იზოტოპთა განსაზღვრის […]
ჩარგლის ქუჩაზე ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

თბილისის მერიის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ობიექტი ჩანაცვლდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე მძიმედ ავარიული ორსართულიანი კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება და მის ადგილზე 12-სართულიანი, თანამედროვე კორპუსი აშენდება. სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნული ავარიული შენობისა და ალტერნატიული კორპუსის ვიზუალური მასალაც წარადგინა. „კორპუსი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, საცხოვრებლად […]
სალომე სამადაშვილი – ნათელია გზავნილი, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას – ჰელსინკის კომისიის პოლიტიკური განაცხადიც ესაა!

ნათელია გზავნილი, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას – ჰელსინკის კომისიის პოლიტიკური განაცხადიც ესაა! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლელოს“ დეპუტატი“ სალომე სამადაშვილი წერს. სამადაშვილი საქართველოს საკითხზე კონგრესში გუშინ გამართულ მოსმენას ეხმაურება. “ჰელსინკის კომისიის მოსმენა არის ფაქტების დადგენის მიზნით შეხვედრა ანუ საინფორმაციო. საკანონმდებლო პროცესი კი, ახლა დაიწყება და მომავალი კვირების მანძილზე, სავარაუდოდ ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. […]
აპრილი-მაისის თვეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეებში, სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავა და ქვეყნიდან გააძევა. “დაკავებულ პირთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან. “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის […]
წელს მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე 348 განაცხადი დაფიქსირდა – რაზე ჩივიან ყველაზე ხშირად?

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის 1 იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 348 განაცხადი დაფიქსირდა.
უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი MOVEMENT-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ EU-ში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება. ელჩი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. „ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობებით. ახლა კი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები. ექვსი თვით […]
აუდიტის სამსახური – 2023 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 21.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც ძირითადად საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან, არაეკონომიურ და არამიზნობრივად გამოყენებას მოიცავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 21.2 მლნ ლარი შეადგინა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ძირითადად საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა, აუდიტის სამსახურმა 2023 წელს 51 აუდიტი ჩაატარა და ჯამურად, […]
ირაკლი კობახიძე – გუშინ კონგრესში ჩვენ ვიხილეთ ჩვეულებრივი ღალატი, ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ბოლშევიკური ღალატი

გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „გუშინ ვანო და ნატალია – სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი“. „გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი პირდაპირ ვიტყოდი ამას. გუშინ ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები […]
ვიოლა ფონ კრამონი – ბიძინა და მისი თანამოაზრეები მზად არიან, ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერი გააკეთონ – მომავალ არჩევნებზე გაყალბების დონე წარმოუდგენლად მაღალი იქნება

„ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი შიში არჩევნებში დამარცხებაა, შესაბამისად, მომავალი არჩევნებისთვის გაყალბების დონე წარმოუდგენლად მაღალი იქნება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს. „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი შიში არჩევნებში დამარცხებაა. ამის გამო, ბიძინა და მისი თანამოაზრეები მზად არიან, ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერი გააკეთონ. შესაბამისად, მომავალი არჩევნებისთვის გაყალბების დონე წარმოუდგენლად მაღალი იქნება“, – წერს ვიოლა ფონ […]
ბექა ოდიშარია – თვალს ვადევნებდი კონგრესში მოსმენას და დილამდე ყურში ჩამესმოდა: „ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ – გაიხადეს სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც ითხოვენ საქართველოს, საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას

მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ამ მოსმენას [კონგრესში] და შემდეგ დილამდე ყურში ჩამესმოდა: „ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც კვლავ ითხოვენ საქართველოს, საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას გამოეხმაურა. მისი თქმით, საზოგადოება ჯერ უნდა […]