ფოთში, აქციის მონაწილეებმა ქალაქის შესასვლელთან გადაინაცვლეს და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს

ფოთში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ქალაქის შესასვლელთან გადაინაცვლეს და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ვერასოდეს შეეგუებიან იმას, რასაც ქვეყანაში „ ქართული ოცნება“ ახორციელებს. „თქვენ იცით, რომ ჩვენი პროტესტი პერმანენტულად, როგორც სხვა ქალაქებში, გრძელდება. დღეს გადავწყვიტეთ გადაგვეკეტა ცენტრალური მაგისტრალი, რაც მოვახერხეთ რამდენიმე წუთით, მაგრამ პოლიციამ ძალა […]
ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ძალა კაია კალასს და ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართავს

ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს და ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართავენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიმართვის ადრესატებს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ევროპული ღირებულებების დასაცავად გადაუდებელი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებენ. კერძოდ კი მოითხოვენ, „მიზნობრივი სანქციები დაუწესდეს მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის ახლობლებს, რომლებიც […]
კახა კალაძე – რადიკალურმა ოპოზიციამ ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა – საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს მოვუწოდებთ დაიშალონ, ვერ მივცემთ რუსთაველზე წამოსვლის საშუალებას

ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ მათ, ვინც ნაძვის ხის საზეომო გახსნაზე მოდიოდა და რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, დაიშალონ. მათ არ მივცემთ საშუალებას წამოვიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხისა და საახალწლო ილუმინაციების ანთებასთან დაკავშირებულ საკითხზე, მთავრობის ადმინისტრაციაში […]
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პრეზიდენტი მივიდა

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. ისმის მოქალაქეების შეძახილები – „სცენაზე“, რითაც ისინი სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის მერიას ნაძვის ხის ანთება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ღონისძიება გადადო.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პრეზიდენტი მივიდა

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. ისმის მოქალაქეების შეძახილები – „სცენაზე“, რითაც ისინი სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ. სალომე ზურაბიშვილმა სამართლიანობის აღდგენა და ახალი არჩევნები მოითხოვა. პოლიტ.პატიმრების გათავაისუფლების მოთხოვნა კი მის გვერდით აქციაზე მდგომმა „თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე“ გასამართლებული გეგა კობახიძის დედამ, ნათელა მაჭავარიანმა, გააჟღერა. „ნაძვის ხის ანთება ამ საღამოს აღარ იქნება. თქვენ, ყველანი […]
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ პოლარიზაციის და რადიკალიზაციის მცდელობები დასრულდება – ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები. “ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს. დღევანდელი არჩევნების შემდეგ სრულყოფილად […]
კრიზისში და პოლიტიკურ კლიმაქსში ეგენი არიან, ვეღარც მაკრონი შველით და ვეღარც კონა-კონად ჩამოსული, დაუპატიჟებელი ბალტიისპირული დესანტი! – მაია ნიკოლეიშვილი

კრიზისში და პოლიტიკურ კლიმაქსში ეგენი არიან, ვეღარც მაკრონი შველით და ვეღარც კონა-კონად ჩამოსული, დაუპატიჟებელი ბალტიისპირული დესანტი! – მაია ნიკოლეიშვილი აი, წყევლა ყოველთვის მდაბიური გამოვლინება იყო. მაწყევარ ადამიანს ერიდებიან და “ცუდი ენის”, “ავი ენის”, “ყია მყრალ” ადამიანად მოიხსენიებენ. “შავი საქმის და ჯადოს” მკეთებელი კი ყოველთვის ნეგატიური კონოტაციის მატარებელი იყო. ის, რა სატანისტური რიტუალებიც ტარდება ამ დღეებში […]
„სინამდვილეში რა მოხდა“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

„სინამდვილეში რა მოხდა“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ვაკეში დაანონსებულ აქციაზე მივიდა 21 ადამიანი. დავთვალე.:)) რუსთაველზე მოიყვანეს უსაყვარლესი ბებოები და ბაბუები, ტიტუშკებიც , მაგრამ ძალიან ცოტა იყვნენ იმისთვის, რომ მორალური უპირატესობა ეგრძნოთ. ჩვენ ველოდებოდით მშვიდად. სიმღერით და ბურთის თამაშით, მაგრამ ჰოპ, ეკრანები ჩაგვიქვრეს და გვითხრეს რომ იოლკა არ იქნება. ჭირი იქა და ქატო აქა:)) მიყვარხართ!“
ოლექსი გონჩარენკო – რუსეთი ცდილობს საბოლოოდ მიიბას საქართველო, დღეს იქ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ერთადერთმა კანდიდატმა პრო-რუსული „ქართული ოცნების” პარტიიდან „მოულოდნელად” გაიმარჯვა

რუსეთი ცდილობს საბოლოოდ მიიბას საქართველო, დღეს იქ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ერთადერთმა კანდიდატმა პრო-რუსული “ქართული ოცნების” პარტიიდან “მოულოდნელად” გაიმარჯვა, – ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „რუსეთი ცდილობს საბოლოოდ მიიბას საქართველო. დღეს იქ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ერთადერთმა კანდიდატმა პრო-რუსული “ქართული ოცნების” პარტიიდან “მოულოდნელად” გაიმარჯვა. ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და […]
ბიძინა ივანიშვილი – ვულოცავ ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს -მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ პოლარიზაციის და რადიკალიზაციის მცდელობები დასრულდება

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები. “ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს. დღევანდელი არჩევნების შემდეგ სრულყოფილად […]