ფოთში, აქციის მონაწილეებმა ქალაქის შესასვლელთან გადაინაცვლეს და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს

ფოთში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ქალაქის შესასვლელთან გადაინაცვლეს და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ვერასოდეს შეეგუებიან იმას, რასაც ქვეყანაში „ ქართული ოცნება“ ახორციელებს.
„თქვენ იცით, რომ ჩვენი პროტესტი პერმანენტულად, როგორც სხვა ქალაქებში, გრძელდება. დღეს გადავწყვიტეთ გადაგვეკეტა ცენტრალური მაგისტრალი, რაც მოვახერხეთ რამდენიმე წუთით, მაგრამ პოლიციამ ძალა გამოიყენა და დაგვშალა ნაწილობრივ. ახლა ნაწილობრივ გვაქვს გადაკეტილი გზა. გავაგრძელებთ პროტესტს და ვერ შევეგუებით ვერასოდეს, რასაც არალეგიტიმური ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება” ახორციელებს ამ ქვეყანაში,“- განაცხადა აქციის მონაწილე ლაშა ბერაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში