„მიხვდნენ რომ შარში იყვნენ და გაა@ვეს“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი: „თანმიმდევრულობით და სიმშვიდით მოვხნავთ ამათ ყამირ ტვინებს. წამოიწყეს პროვოკაცია ისე, რომ ტვინი დიდად არ გაუნძრევიათ. ბოლო მომენტში როცა იძულებულნი გახდნენ გაენძრიათ, მიხვდნენ რომ შარში იყვნენ და გაა@ვეს. მიყვარხართ ყველა, ვინც დარაჯობთ ამ ქვეყანას ორ კვირაზე მეტია.“

“ვინ უპირისპირდება ახალგაზრდებს? ჩვენი სიყვარული ხალხია ისინი” – გენო პეტრიაშვილი

სპორტსმენი, ე.წ. პარლამენტარი, გენო პეტრიაშვილი,, რომელიც ოცნების დაანონსებულ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იყო მისული, საიდანაც კახა კალაძემ და მამუკა მდინარაძემ, დაშლისკენ მოუწოდეს, ტვ პირველის ჟურნალისტს ეუბნება: აი, ეს გაუშვით რა, ნუ ამოჭრით… სანამ ჩვენ ამომრჩეველს პატივს არ ვცემთ, არ გაგცემთ კითხვებზე პასუხს. მილიონ 120 000 ადამიანია და პატივი ეცით მათ არჩევანს. ვინ უპირისპირდება ახალგაზრდებს? ჩვენი […]

„ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ“ – სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა. პარლამენტის წინ ის მეგობართან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად გამოჩნდა. სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა. „ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ. აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმებთ და ყველაფერში ერთად ვართ და ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით“. ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა პროვოკაცია პარლამენტის წინ ნაძვის […]

პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს – არ გვინდა, არც „სალომე, სალომე“, არც „მადლობა, მადლობა“, აქ ვართ ყველანი ერთი რამის გამო – მშვიდობა და სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა ახალი არჩევნები!

მშვიდობა და სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა ახალი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ მივიდა. „არ გინდათ კითხვები, არ გვინდა, არც – „სალომე, სალომე“, არც „მადლობა, მადლობა“. აქ ვართ ყველანი ერთი რამის გამო. ერთი, თუ არ იქნება ამ ქვეყანაში სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა, რომელიც ყველას […]

ცესკო საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევაზე ინფორმაციას ავრცელებს

საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი აირჩია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გახდა. პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჩატარდა. არჩევნებს ადმინისტრირება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუწია. კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, ცესკომ სხდომაზე დათვალა ბიულეტენები და შეაჯამა შედეგები. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა. მიხეილ ყაველაშვილმა 224 ხმა მიიღო. ბათილი იყო 1 ბიულეტენი. სახელობითი კენჭისყრა დღეს 09:00 საათიდან […]

“სად არიან ბავშვები?” – რას პასუხობს კითხვას ლაშა ტალახაძე

სპორტსმენი, ე.წ. პარლამენტარი, ლაშა ტალახაძე, რომელიც ოცნების დაანონსებულ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იყო მისული, საიდანაც კახა კალაძემ და მამუკა მდინარაძემ, დაშლისკენ მოუწოდეს, ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვას, აკი, ბავშვებისთვის უნდა აენთოთ ნაძვის ხე, სად არიან ბავშვები, თავად ხომ არ თვლის თავს ბავშვად, ან რატომაა გამოსული და იწონებს, თუ არა ძალადობას თბილისის ქუჩებში, ასე უპასუხა: “თქვენ ხართ […]

„ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს!“ – ნიკა გვარამია

„ახალის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია: „საქართველოს არალეგიტიმური, თვითგამოცხადებული „პარლამენტი“ სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური გადატრიალების შედეგად პარლამენტის შენობაში შეჭრილი ბრბო. ნებისმიერ კანონს, რომელსაც მიიღებენ, ნებისმიერ „მთავრობას“ თუ კარიკატურულ „პრეზიდენტს“ აქვს ფუჩეჩის (ჩალა უფრო ძვირია) ფასი. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი და ქვეყნისა და ხალხის სახელით საუბრის უფლება აქვს მხოლოდ მას! გამოსავალი ერთადერთია: ახალი არჩევნები ნეიტრალური და […]

„ამ სიცივეში ბავშვებთან ერთად მოიყვანეს ხალხი და მერე უთხრეს ,ახლა წაით სახლში, აღარ იქნება ღონისძიებაო“ – მერაბ მეტრეველი

„ამ სიცივეში ბავშვებთან ერთად მოიყვანეს ხალხი და მერე უთხრეს ,ახლა წაით სახლში, აღარ იქნება ღონისძიებაო“ – მერაბ მეტრეველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: „ამ სიცივეში ბავშვებთან ერთად მოიყვანეს ხალხი და მერე უთხრეს ,ახლა წაით სახლში, აღარ იქნება ღონისძიებაო.“

კახა კალაძემ საახალწლო ღონისძება გადადო

თბილისში მთავარ ნაძვის ხეს დღეს, 14 დეკემბერს აღარ აანთებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. „მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას“, – თქვა კახა კალაძემ. თბილისის მერია […]

ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ძალა კაია კალასს და ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართავს

ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს და ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართავენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიმართვის ადრესატებს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ევროპული ღირებულებების დასაცავად გადაუდებელი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებენ. კერძოდ კი მოითხოვენ, „მიზნობრივი სანქციები დაუწესდეს მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის ახლობლებს, რომლებიც […]