“რეალმა” შეიძლება გიულერი იჯარით გაუშვას

Diario Gol-ის ცნობით, “რეალმა” 19 წლის ნახევარმცველი არდა გიულერი შეიძლება გაასხვისოს. “ხეტაფეს” პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა “რეალს” გიულერის იჯარის თაობაზე მიმართა, რათა მეისონ გრინვუდი შეცვალოს, რომელიც ასევე იჯარით ჰყავდათ “მანჩესტერიდან” აყვანილი. გიულერი 2023 წლის ზაფხულში “რეალში” “ფენერბაჰჩედან” გადავიდა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 15 მილიონი ევროა.

გიგა ბოკერია – ერთიანი სიის საკითხი დახურულია, არანაირი ერთიანი სია – პარტიების უმრავლესობამ სწორად თქვა, რომ ეგ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარი იქნება, ადამიანებს არჩევანი შეეზღუდებათ

არანაირი ერთიანი სია – პარტიების უმრავლესობამ სწორად თქვა, რომ ეგ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარი იქნება, ადამიანებს არჩევანი შეეზღუდებათ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, არჩევნებამდე პროტესტი, რომელიც ქუჩებში მიმდინარეობს, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერად უნდა გარდაიქმნას. გარდა ამისა, გიგა ბოკერიას თქმით, პროტესტი არ „მინავლებულა“, რასაც ბიძინა […]

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ – იგეგმება მსვლელობაც

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად ცეცხლაძემ განაცხადა, მსგავსი ტიპის პროტესტის მიზანი “მოწინააღმდეგე მხარის გამოფიტვაა“. მისივე თქმით, პროტესტის მონაწილეები უფრო მეტი არიან, ვიდრე სამართალდამცავები, ამიტომ ისინი არ აპირებენ “დაასვენონ რეჟიმი”. „დღევანდელი აქციის მიზანია მოწინააღმდეგე მხარის გამოფიტვა. აქციებზე შემჩნეული გვაქვს, რომ კონკრეტულ ლოკაციებში მთავრობას გამოჰყავს პოლიცია და გამოჰყავს […]

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობასთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რუს ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა არ მისცა. როგორც აქციის მონაწილემ აღნიშნა ჟურნალისტი პროპაგანდისტული შინაარსის ტექსტით საუბრობდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო. „როდესაც რუს ჟურნალისტს დავუსვით კითხვა – […]

აზერბაიჯანი ევრო 5-ის საავტომობილო ბენზინის წარმოებას ივნისში დაიწყებს

კომპანია SOCAR-ის კუთვნილი ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ევრო 5-ის ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად საავტომობილო ბენზინის წარმოებას მიმდინარე თვეში დაიწყებს. ამის შესახებ SOCAR-ში სააგენტო Report-ს განუცხადეს. კერძოდ, კომპანია შენიშნავს, რომ „ქარხანამ ევრო 5-ის სტანდარტებით დიზელის საწვავის წარმოება 2023 წლის მაისში დაიწყო, ხოლო 2024 წლის ივნისში ევრო 5-ის სტანდარტების მიხედვით საავტომობილო ბენზინის წარმოებას იწყებს.” კომპანია SOCAR-ის […]

ჩემი მიმართ უსამართლობა გაამართლა ადამიანმა, რომელიც გახარიასთან ასოცირების გამო გაუშვეს ელჩობიდან – სააკაშვილი

გუშინ ამერიკის კონგრესში რამდენიმე კონგრესმენმა დამიჭირა მხარი. ასევე ძალიან ობიექტური იყო ელჩი უილიამ კორტნიც. და ვინ გაამართლა ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა? იმავე ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ივანიშვილის პოლიტიკას მანამ, სანამ პრემიერ გახარიასთან ასოცირების გამო, არ გაუშვეს ელჩობიდან – ნატალია საბანაძემ. უფრო სწორედ, მან სცადა გამართლება, თუმცა კონგრესმენ სტივ კოენის მხრიდან მიიღო კიდევაც ღირსეული […]

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შესყიდვების მართვის პროცესი ზოგიერთ ორგანიზაციაში ნაკლოვანებებით მიმდინარეობს და ხარვეზებს მოიცავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შესყიდვების მართვის პროცესი ზოგიერთ ორგანიზაციაში ნაკლოვანებებით მიმდინარეობს და მოიცავს ხარვეზებს როგორც საწყის − საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ბაზრის კვლევის, ასევე სატენდერო პროცედურების, ხელშეკრულებების მართვის, სამუშაოების ზედამხედველობისა და მიღება-ჩაბარების განხორციელების ეტაპებზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ნაკლოვანებები წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური, არაპროდუქტიული და არაეფექტიანი განკარგვის რისკებს. “სსიპ […]

უილიამ კორტნიმ კონგრესში განაცხადა: “საქართველოს უფრო ნაკლები დასავლური ტრადიციები გააჩნდა, ვიდრე უკრაინას”და არავის გაუცია ამ შეურაცხმყოფელ პოზიციაზე პასუხი!

უილიამ კორტნიმ კონგრესში განაცხადა: “საქართველოს უფრო ნაკლები დასავლური ტრადიციები გააჩნდა, ვიდრე უკრაინას”და არავის გაუცია ამ შეურაცხმყოფელ პოზიციაზე პასუხი! უილიამ კორტნიმ გუშინ კონგრესში განაცხადა: “საქართველოს უფრო ნაკლები დასავლური ტრადიციები გააჩნდა, ვიდრე უკრაინას”. და არავის გაუცია ამ შეურაცხმყოფელ პოზიციაზე პასუხი! საინტერესოა, როდიდან და როგორ აქვს უკრაინას საქართველოზე მეტი “დასავლური ტრადიციები? – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა […]

“ბუდუ არის ერთ-ერთი ყველაზე მართალი, ალალი და სწორი პოზიციის სპორტსმენი, ვინც მინახავს” – ყურაშვილი

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი: “მით უმეტეს ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს… რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა” – აი ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა ბუდუს ნათქვამში. ესაა ყველაზე სწორი სამოქალაქო პოზიცია. არა ის, “სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ ავურიოთ,” “კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთში არ ავურიოთ.” პირიქით რაც უფრო ცნობილი […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 6-8 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 6 ივნისს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა – დღის მეორე ნახევრიდან, სითბოს ფონზე, აღმოსაველეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. მათივე ინფორმაციით, 7-8 ივნისს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „თბილისში 6 ივნისს […]