რატი იონათამიშვილი უილიამ კორტნიზე – ადამიანი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს საქართველოს დასავლურ მემკვიდრეობაზე, რადიკალური ოპოზიციის რჩეულია – ღალატის გუშინდელმა ისტორიამ ბევრ რამეს ახადა ფარდა

უილიამ კორტნიმ გუშინ კონგრესში განაცხადა: “საქართველოს უფრო ნაკლები დასავლური ტრადიციები გააჩნდა, ვიდრე უკრაინას”. და არავის გაუცია ამ შეურაცხმყოფელ პოზიციაზე პასუხი! საინტერესოა, როდიდან და როგორ აქვს უკრაინას საქართველოზე მეტი “დასავლური ტრადიციები“? – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, სწორედ საქართველო უსწრებდა დასავლეთის ბევრ ქვეყანას, […]
დიდ ბრიტანეთში მეფე ჩარლზის გამოსახულებიანი ბანკნოტები ჩაეშვა – DW

გაერთიანებულ სამეფოში მიმოქცევაში მეფე ჩარლზის გამოსახულებით ახალი ბანკნოტები ჩაეშვა. ამის შესახებ DW წერს. ახალ ბანკნოტები დედოფალ ელისაბედ მეორის დროინდელ ბანკტნოტებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ. კუპიურები 5, 10, 20 და 50 გირვანქა სტერლინგის ნომინალური ღირებულებისაა. რაც შეეხება მონეტებს, მეფის გამოსახულებით ისინი მიმოქცევაში 2022 წლის დეკემბრიდან არსებობს.
რუსეთისთვის დრონების გადაცემის გამო, აშშ-მა და ევროკავშირმა ირანი დაასანქცირეს

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს იმ ირანულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების რუსეთისთვის გადაცემისთვის ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. „აშშ აწესებს სანქციებს 4 ირანული სუბიექტისა და 1 ფიზიკური პირის მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებასთან, დისტრიბუციასთან, წარმოებასთან და რეგიონის დესტაბილიზაციასთან“, – ნათქვამია განცხადებაში. […]
ყველაზე მეტი მილიონერი აშშ-ში, კანადასა და გერმანიაშია – World Wealth Report

World Wealth Report-ის მიხედვით, მსოფლიოში, წინა წლებთან შედარებით, რეკორდულად მაღალია მილიონერთა რიცხვი. დღეს მსოფლიოში 22.8 მლნ ადამიანია, რომელთა საინვესტიციო აქტივების ოდენობა სულ მცირე ერთ მილიონ დოლარს შეადგენს. მათი რიცხვი, გასულ წელთან შედარებით 5.1%-ითაა გაზრდილი. ინფორმაციას DW ავრცელებს. მილიონერთა საერთო სიმდიდრე $86.8 ტრლნ-ია. მათი ქონება საფონდო ბირჟების ზრდის გამო გაიზარდა. 2023 წელს 43%-იანი ზრდა ჰქონდა Nasdaq-ს, […]
აშშ-ში შედგა ახალი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი Starliner-ის პირველი პილოტირებული სტარტი

აშშ-ში შედგა ახალი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი Starliner-ის პირველი პილოტირებული გაშვება. მზიდი რაკეტა Atlas V-ის სტარტი 5 ივნისს შედგა კანავერალის კონცხიდან. ტრანსლაცია NASA-ს იუტუბის არხით გადაიცემოდა. ახალი ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაიყვანს ასტრონავტებს: ბაჩ უილმორსა და სუნი უილიამსს. გარდა ამისა, ის ორბიტაზე გაიტანს შარდის წყლად გადაქცევისთვის საჭირო მოწყობილობის დგუშს, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე […]
ევროპული საქართველო: იოსებ ბაბაევი უნდა გათავისუფლდეს რეჟიმის სხვა ტყვეებთან ერთად

ევროპული საქართველო აქტივის იოსებ ბაბაევის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ის რეჟიმის სხვა ტყვეებთან ერთად უნდა გათავისუფლდეს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ მისი დაკავება რეჟიმის მიერ პატრიოტი მოქალაქეების სამართლებრივი და ფიზიკური დევნის კამპანიის გაგრძელებაა. “აქტივისტ იოსებ ბაბაევს რეჟიმმა იარაღი ჩაუდო და დააკავა მის მიერ მკაფიოდ გამოხატული ანტისამთავრობო, პროევროპული პოზიციის გამო. ადვოკატის თქმით, რეჟიმი ბაბაევს პატიმრობაში ფიზიკურადაც […]
“რა სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს… გამოცვლის გარდა არაფერი უშველის” – გიგა ბოკერია

საქართველოს ნორმალური ხელისუფლება რომ ჰყავდეს, მისი ამოცანა უნდა იყოს აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან გენოციდის და ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებული ქართველების დაბრუნების მხარდაჭერის გაზრდა და ამის მაგივრად ისინი ჩინეთს უხდიან მადლობას იმისთვის, რომ მან ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში – 2009 წლიდან მოყოლებული თავი შეიკავა და არ დაუჭირა ამას მხარი. სხვათა შორის აღსანიშნავია, ერთი წელი იყო […]
ბაიდენის გადაწყვეტილებით, მექსიკა-აშშ-ის საზღვრის უკანონო კვეთაზე დაკავებულები, უმეტეს შემთხვევაში, დეპორტაციას დაექვემდებარებიან

მექსიკა-ამერიკის საზღვრის უკანონო კვეთაზე დაკავებულები, უმეტეს შემთხვევაში, დეპორტაციას დაექვემდებარებიან – ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამშაბათს გამოცხადდა. როგორც შეერთებული შტატების უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, დეპორტაციაზე გამონაკლისი დაიშვება ბავშვებზე, რომლებსაც მეურვეები თან არ ჰყავთ, ასევე, ტრეფიკინგის მსხვერპლებზე და მათზე, ვინც სერიოზული სამედიცინო ან უსაფრთხოების საფრთხის ქვეშაა. მანამდე, გასულ წელს, შეერთებულმა შტატებმა თავშესაფრის მაძიებელთათვის წესები გაამკაცრა – მაშინ […]
„საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

„საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1630) საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომა 6 ივნისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად განისაზღვრება, ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი. მათივე ინფორმაციით, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, პირის შესახებ […]
რატი იონათამიშვილი – ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ამაზე ვთხოვთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ყველას – კონკრეტულად რას ემხრობიან და რას არა ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონში

კანონს გააჩნია ორი მთავარი მიზანი: ოჯახური ღირებულებების დაცვა და არასრულწლოვნის დაცვა მავნე ზეგავლენისგან. მათ შორის, საუბარია, უნდა იყოს თუ არა აკრძალული, საგანმანათლებლო სისტემაში ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას კითხვებზე პასუხები არ აქვს, ამიტომ გარბიან. მისი თქმით, პრინციპების დონეზე ოპონენტები […]