5G სისტემებს პოტენციალი აქვთ, 90%-ზე მეტით შეამცირონ 1 გიგაბაიტის ღირებულება – “თიბისი კაპიტალი”

2023 წლის ბოლოსთვის 5G ტექნოლოგიის მომხმარებელთა რაოდენობამ 1,5 მილიარდს გადააჭარბა, შედეგად, 5G-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლო პერიოდის ყველაზე სწრაფად მზარდი მობილური ტექნოლოგიაა. ამის შესახებ აღნიშნულია “თიბისი კაპიტალის” მიერ მომზადებულ მიმოხილვაში, რომელიც ტელეკომუნიკაციების მსოფლიო ინდუსტრიას ეხება. “მოსალოდნელია, რომ 5G-ის საწყისმა ხარჯებმა გადააჭარბოს 4G-ს, რაც მოიცავს როგორც ტექნიკის, ასევე მომსახურების ხარჯებს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს ზრდა […]
საკანონმდებლო მაცნეზე ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელი გამოქვეყნდა – დეტალები

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელი, რომლითაც 2024 წლის 1 ივლისიდან ელექტროენერგიის ბირჟაზე დაიწყება ვაჭრობა. ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ ივლისიდან შეზღუდული ფორმით გაიხსნება. ბირჟაზე წარმოდგენილი იქნებიან გენერაციის ობიექტები, მაგრამ დიდი ზომის ჰესებს ის არ შეეხება. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, ბირჟაზე შემდეგი მხარეები ჩაერთვებიან: ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვის უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ […]
პოლიციის ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა

ტვ პირველის ინფორმაციით, ზუგდიდში, სოფელ ცაიშთან, პოლიციის ავტომობილი მიმავალ სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა “შკოდას” მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უცნობია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ ლოზუნგით – „დაღალე რეჟიმი!“ მსვლელობა მიმდინარეობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიდიან, საიდანაც „ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლებენ. პროტესტის მონაწილეები კანცელარიასთან სიტყვით გამოსვლებს გეგმავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად ცეცხლაძემ განაცხადა, გზის გადაკეტვას არ აპირებენ და მსვლელობას ტროტუარით გაივლიან. მსვლელობის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ჯაჭვი აქვთ შეკრული და ასე მიემართებიან მთავრობის ადმინისტრაციისკენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, მსგავსი ტიპის […]
დიდ ბრიტანეთში მეფე ჩარლზის გამოსახულებიანი ბანკნოტები მიმოქცევაში ჩაეშვა – DW

გაერთიანებულ სამეფოში მიმოქცევაში მეფე ჩარლზის გამოსახულებით ახალი ბანკნოტები ჩაეშვა. ამის შესახებ DW წერს. ახალ ბანკნოტები დედოფალ ელისაბედ მეორის დროინდელ ბანკტნოტებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ. კუპიურები 5, 10, 20 და 50 გირვანქა სტერლინგის ნომინალური ღირებულებისაა. რაც შეეხება მონეტებს, მეფის გამოსახულებით ისინი მიმოქცევაში 2022 წლის დეკემბრიდან არსებობს.
AP: უკრაინამ უკვე გამოიყენა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის

Associated Press-ის წყაროების თანახმად, უკრაინამ უკვე გამოიყენა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის. სააგენტო იმოწმებს დასავლელ ანონიმ მოხელეს, რომლის თქმით, დარტყმები განხორციელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეცვალა პოლიტიკა ამერიკული იარაღის გამოყენების მიმართ. სააგენტო არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი სამიზნეები გაანადგურეს უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული იარაღით. გასულ კვირაში უკრაინის ძირითადმა მოკავშირეებმა, მათ შორის აშშ-მა, […]
თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დედაქალაქის პარალელურად ქალაქ მარნეულშიც გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დედაქალაქის პარალელურად ქალაქ მარნეულშიც გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, მარნეულის კულტურის ცენტრში ოთხი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო ტრადიციული ჩინური სიჩუს კლასიკური სპექტაკლი „გიგზავნით ქლიავის პატარა ყვავილს”, აზერბაიჯანის აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მალიქ მამადი, სომხეთის თოჯინების თეატრი, სპექტაკლით […]
Apple-მა ყალბი iPhone-ების გამო $12 მლნ დაკარგა – WCCFTech

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, Apple უფასოდ ცვლიდა ყალბ iPhone-ებს, რომელთაც ჰქონდა მოპარული, მაგრამ ნამდვილი ID ნომრები. კორპორაციამ დაახლოებით 16 000 ერთეული ყალბი iPhone მოწყობილობა გადაცვალა და $12 მილიონზე მეტი დაკარგა. ამის შესახებ WCCFTech წერს. სიძვირისა და გამძლეობის გამო, iPhone და Apple-ის გაჯეტები მუდმივად ყალბდება. კომპანიის ზარალმა ფალსიფიცირებიდან 12,3 მილიონ დოლარს მიაღწია, მთავარი მიზეზი ის იყო, რომ […]
რუსი ჰაკერები აცხადებენ, რომ ესპანურ თავდაცვის კომპანიაზე კიბერშეტევა განხორციელეს

“სანტა ბარბარა სისტემსი”, “ჯენერალ დინამიკსის” შვილობილი კომპანია ესპანეთში, რომელიც ახორციელებს ლეოპარდის ტანკების განახლებას უკრაინისთვის გადასაცემად, კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ პრორუსული ჰაკერების ჯგუფი ავრცელებს ინფორმაციას. “ჯენერალ დინამიკსის” სპიკერმა დაადასტურა, რომ თავდაცვის კონტრაქტორის ესპანური ქვედანაყოფი კიბერთავდასხმის მცდელობის ქვეშ იყო, „რომელიც დაუყოვნებლივ იქნა აღმოჩენილი და კომპრომეტირებული არ არის კომპანიის არცერთი სისტემა“. მათ განაცხადეს, რომ კომპანიამ გადაწყვიტა დროებით […]
“სირცხვილის გრძნობა სააკაშვილის ძლიერი მხარე რომ არ იყო ვიცოდი, მაგრამ…” – მეზვრიშვილი

სირცხვილის გრძნობა Mikheil Saakashvili-ის ძლიერი მხარე რომ არ იყო ვიცოდი, მაგრამ ალბათ რაღაც ზღვარი არსებობს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეობის არქონის და პატიმრობის პირობებში, „ოცნება“ იმის უფლებას აძლევს, რასაც არც ერთ სხვა პატიმარს მისცემდა, აი ესაა. მაგრამ, როცა ეს და „ოცნება“ ადამიანს ერთნაირად აგინებს, ესე იგი ის ადამიანი სწორ გზაზეა. ყოველთვის, როცა სიმართლე ესმის, […]