გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ივნისს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გამოირთვება თიანეთის რაიონის სოფლებში ბოჭორმა, ომარაულები და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 15:40-დან 18:00 საათამდე – სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ლიშო, სხლოვანი, არტანი, ღორღა, თეთრაულები […]
იანვარ-აპრილში $18.7 მილიონის კოსმეტიკური საშუალებები შემოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-აპრილში $18 668 660-ის ღირებულების 579.74 ტონა კოსმეტიკური საშუალებები (კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები) შემოვიდა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, მთავარი იმპორტიორი ქვეყნები პოლონეთი, საფრანგეთი და თურქეთი არიან. top 10 იმპორტიორი ქვეყანა და იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა:
დრონებით მორიგი შეტევა იყო როსტოვის ოლქის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთი შეტევა იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. 6 ივნისს, ღამის სამი საათის შემდეგ, რეგიონის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად ქარხანაში ხანძარია, რომელსაც 15 ერთეული ტექნიკით აქრობს 120 მეხანძრე. მოგვიანებით გოლუბევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთი შეტევის გამო ხანძრის ქრობის პროცესი დროებით […]
გუბერნატორის ინფორმაციით, რუსეთში, ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა მოხდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში წუხელ ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა მოხდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამზე“ წერს. მისი ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქის სტარი ოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი დაზიანდა და ერთ-ერთ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. გუბერნატორის განცხადებით, ხანძარი ლიკვიდირებულია და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების […]
ჩეხეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ, დაიღუპა 4 და დაშავდა ათობით ადამიანი

ჩეხეთის რესპუბლიკაში სამგზავრო მატარებლის ავარიას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. რეგიონის გუბერნატორმა მარტინ ნეტოლიცკიმ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ და ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. „ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა, ათეულმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, – აცხადებს გუბერნატორი. გავრცელებული ინფორმაციით, […]
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, სხვა ქვეყნებს დასავლეთზე დასარტყმელად იარაღი მიაწოდოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მსგავსი იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთის სამიზნეებზე დარტყმისთვის. „თუ ვინმე თვლის, რომ შესაძლებელია საბრძოლო ზონაში ასეთი იარაღის მიწოდება, რათა ჩვენს ტერიტორიას დაარტყან და პრობლემები შეგვიქმნან, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება მივაწოდოთ იმავე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, […]
მედია – ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიში სუნაკთან აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზელენსკიმ და სუნაკმა ყურადღება გაამახვილეს გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადებაზე, რომელიც შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება. “დარწმუნებული ვარ, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მიუხედავად, კი დიდი […]
„ჩინეთთან ერთი-ერთზე, პირისპირ დარჩენა, ძალიან ცუდი და საფრთხის შემცველია“

საქართველოს მთავრობის მიერ, ანაკლიის სტრატეგიული ღრმაწყლოვანი პორტის, 49%-იანი წილის ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმისთვის გადაცემიდან, ზუსტად ერთ კვირაში, ჩინეთის ხელისუფლებამ ისევ არ დაუჭირა მხარი, გაეროში „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციას. რამდენად „სტრატეგიულია“ ჩინეთთან გაფორმებული „სტრატეგიული პარტნიორობა“? რა საფრთხეებს და რისკებს შეიცავს ანაკლიის პორტში, ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმის შემოშვება? და, რაში სჭირდება, […]
U21 | საქართველო V ყაზახეთი – მატჩისწინა ვარჯიში საგურამოში

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 6 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ყაზახეთთან მატჩისთვის, რამაზ სვანაძის გუნდი, საგურამოში, თბილისის ლოკომოტივის ბაზაზე ემზადება. მატჩისწინ, შეხვედრის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელებმა – ლუკა გაგნიძემ და ზურაბ რუხაძემ ისაუბრეს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია. […]
მოდრიჩმა “რეალთან” კონტრაქტი გააგრძელა

38 წლის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა “რეალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა, – იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო “ტვიტერით”. რომანოს მტკიცებით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მოდრიჩი “რეალში” კიდევ ერთი წელი დარჩება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხორვატმა სხვა კლუბების წინადადებები უარყო. მოდრიჩი “სამეფო გუნდში” 2012 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 46 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, […]