ჩრდილოეთ ისრაელში დრონების შეტევის შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაშავდა

ოთხშაბათს საღამოს უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ ხურფეიშზე. როგორც ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახური „მაგენ დავიდ ადომი“ იტყობინება, დაჭრილია მინიმუმ 11 ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. მოიერიშე დრონები ლიბანის ტერიტორიიდან შეფრინდნენ ისრაელში. გაურკვეველი მიზეზების გამო საჰაერო განგაშის სიგნალი არ ჩართულა, საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“ არ ამუშავდა. ჯერ ერთი კამიკაძე დრონმა […]
გუგეშაშვილის შანსი – რუსმა მეკარემ “ყარაბაღი” დატოვა

32 წლის რუს მეკარეს ანდრეი ლუნევს კონტრაქტი დაუსრულდა და “ყარაბაღი” დატოვა, – იტყობინება Azerisport-ი. ლუნევმა განაცხადა, რომ გუნდის დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოჯახური გარემოებები იყო და შეიძლება კარიერა “სპარტაკში” გააგრძელოს. ლუნევი “ყარაბაღში” 2023 წლის ზაფხულში “ბაიერიდან” გადავიდა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 1 მილიონი ევროა. ლუნევის “ყარაბაღში” მისვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა ლუკა გუგეშაშვილმა.
საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი

საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. კანონის ინიცირებას საფუძვლად დაედო საფრანგეთის დაზვერვის ანგარიში. საფრანგეთის დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის 2022-2023 წლის საქმიანობის ანგარიშში მიმოხილულია საფრანგეთში უცხოური ჩარევის რისკები და მათგან თავის არიდების გზები. აღნიშნული დოკუმენტი გამოყენებულია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატების მიერ […]
ვარკეთილში ორი ადამიანი მოკლეს

თბილისში, ვარკეთილში ორი ადამიანი მოკლეს. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აქცია ლოზუნგით “დაღალე რეჟიმი” დასრულდა

აქცია ლოზუნგით “დაღალე რეჟიმი”, “ქართული ოცნების” ოფისთან დასრულდა. პროტესტის მონაწილეები მმართველი პარტიის ოფისთან მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციიდან მივიდნენ. ისინი მანამდე პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზვიად ცეცხლაძე აცხადებს, დღევანდელმა აქციამ თავის მიზანს მიაღწია და მსგავსი პროტესტი პერმანენტული იქნება. მისივე თქმით, შემდეგი აქცია უახლოეს დღეებში იქნება, რადგან მსგავსი პროტესტის ხშირად გამართვით მათი მიზანი – […]
ბუდუ ზივზივაძის თხოვნით, ტელეკომპანია “ფორმულას” გვერდზე მისი ციტატები წაიშალა

ბუდუ ზივზივაძის თხოვნით, ტელეკომპანია “ფორმულას” გვერდზე მისი ციტატები წაიშალა ტელეკომპანია “ფორმულა” განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ წაიშალა მათი გვერდიდან ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის ციტატები. “ჩვენს აუდიტორიაში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ განვმარტავთ, რომ ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის ციტატები „ფორმულას“ გვერდიდან წაიშალა თავად ფეხბურთელის თხოვნით. დამატებითი კომენტარების გაკეთება მან ამ ეტაპზე არ ისურვა, მიუთითა მხოლოდ იმაზე, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის […]
თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს – დაკავებულია ერთი პირი

თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში მოხდა, რისი მიზეზიც, მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული, გუშინვე, ცხელ კვალზე დააკავეს. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.
“ქვეყანაში სოციალური საწარმოებისთვის დამხმარე სახელმწიფო პროგრამები, ფაქტობრივად, არ არის” – „სოციუმი“

“ქვეყანაში სოციალური საწარმოებისთვის დამხმარე სახელმწიფო პროგრამები ფაქტობრივად არ არის”, – ამის შესახებ სოციალური კაფეს „სოციუმი“ თანადამფუძნებელმა, ეკატერინე თარგამაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა. თარგამაძის თქმით, ქვეყანაში სოციალური საწარმოებისთვის დამხმარე სახელმწიფო პროგრამები ფაქტობრივად არ არის. ამასთან, დონორების მხრიდან სოციალურ საწარმოებზე პროექტების საკმაოდ შეზღუდული რაოდენობაა. აღსანიშნავია, რომ სოციალური კაფემ „სოციუმი“, რომელიც ბათუმში, ჟორდანიას ქ. N4-ში მიმდინარე წლის […]
“რეალური პოლიტიკური შედეგებია, არა მხოლოდ რიტორიკა” – სახელმწიფო დეპარტამენტი “აგენტების კანონზე”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა კვლავ განაცხადა, რომ “აგენტების კანონის” მიღებით საქართველოში “რეალური პოლიტიკური შედეგებია” მოსალოდნელი და, რომ ეს “არაა მხოლოდ რიტორიკა”. ამის შესახებ მან 5 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა. მილერის განცხადებით, აშშ-ში განიხილავენ, როდის და როგორ დააწესონ სანქციები. “ორ კვირაზე ნაკლები დრო გავიდა, რაც გამოვაცხადეთ ჩვენი ურთიერთობების გადახედვის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ […]
თხილის შემგროვებლების დეფიციტია – მეთხილე ფერმერთა კავშირი

მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ რეგიონებში თხილის სეზონისთვის მზადება დაწყებულია. ოთარ შეროზია წელს მთავარ გამოწვევად ფაროსანას ასახელებს. ამასთან, მისი თქმით, პრობლემაა მუშა ხელი. როგორც ის აღნიშნავს, თხილის შემგროვებლების ნაწილმა ქვეყანა დატოვა. “მოსავლის აღების დროს მუშა ხელის დეფიციტი გვაქვს ხოლმე, რის გამოც მოსავლის აღების პერიოდი იმაზე მეტად იწელება, ვიდრე სასურველია. თხილის შემგროვებლების უმეტესი წილი […]