კახა კალაძე – საკუთარ თავს არ ვაკადრებ, ვიღაცას დავურეკო და ვთხოვო ან მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება – არც ფეხბურთელებს ვაკადრებ, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთებინო

ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ვიღაცას დავურეკო, ვთხოვო ან მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც მან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ბუდუ ზივზივაძეს აქციებთან დაკავშირებით გამოთქმული აზრის გადაცემიდან ამოღება მოსთხოვა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის […]
ლიეტუვის ელჩი – არ ვიტყოდი, რომ საგარეო უწყებაში შეხვედრა ჩვეულებრივი იყო, ელჩის დაბარებას აქვს გარკვეული ტემპერატურა – რაც შეეხება 4 მინისტრის მარშში მონაწილეობას, მათ აქვთ განსხვავებული აზრის უფლება

საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე და მის მომავალზე ზრუნავენ; მათ არჩიეს შეხვედროდნენ და დამდგარიყვნენ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მომავალს ევროკავშირში… ისინი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ხალხი არიან. მათ აქვთ განსხვავებული აზრის უფლება, – ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რითაც 15 მაისს ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლატვიის საგარეო საქმეთა […]
კახა კალაძე – რადიკალები რა მდგომარეობაში იმყოფებიან, შეგიძლიათ გვარამიას ჰკითხოთ – მან იცის სად იმყოფება დღეს რადიკალური ოპოზიცია – საზოგადოება არჩევნებზე მტრებს პასუხს გასცემს

ოპოზიცია, ეს რადიკალები, რა მდგომარეობაში იმყოფება, შეგიძლიათ [ნიკა] გვარამიას ჰკითხოთ და გეტყვით. მაგან იცის რეალური მდგომარეობა სად იმყოფება დღეს რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წერილს, რომლითაც კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართეს და სადაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი. თბილისის მერის განცხადებით, საზოგადოება არჩევნებზე ქვეყნის […]
ამერიკული საკონსულტაციო კომპანია LINC-ის ინიციატივით სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ამერიკული საკონსულტაციო კომპანია LINC-ის ინიციატივით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე; მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე; იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სალომე ქავთარაძე; ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის LINC-ის აღმასრულებელ დირექტორი, პატრიკ ლოჰმეიერი და ამავე […]
„საქართველოს ბანკმა“ ქალ მეწარმეთა ბიზნესის გაციფრულების პროგრამა დაიწყო

ფინანსურმა ინსტიტუტმა Care Caucasus-თან, ბიზნეს ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან და Visa-სთან ერთად ქალ მეწარმეთა გაციფრულების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები 6 თვის განმავლობაში უფასო პროდუქტებითა და შეღავათებით სარგებლობას შეძლებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. „პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში მეწარმე ქალები ისარგებლებენ შემდეგი ბენეფიტებით: უფასოდ გამოიყენებენ მობილურ ტერმინალს და მიიღებენ გადახდებს ნებისმიერი ტიპის […]
ჩინეთის ტურებზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა – Goodtravel-ის ტურ-ოპერატორი

ამ ეტაპზე დაახლოებით 20%-ით მაინც იქნება მოთხოვნა გაზრდილი, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ტურისტული კომპანია Goodtravel-ის ტუროპერატორმა, ნათია იმესაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2-3 თვე მაინცაა საჭირო, რომ ახალი მიმართულება დასტაბილურდეს და მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. Goodtravel-ი 15 წელი ბაზარზეა და როგორც ჩვენთან საუბრისას ტურ-ოპერატორი აცხადებს, ჩინეთის მიმართულება აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ […]
როგორც ჩანს, არის ევროკავშირში რაღაც სტრუქტურები, რომელსაც აწყობს, რომ არსებობდეს აქ ერთგვარი ფარული ყულაბა, რომლითაც პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნებათ

როგორც ჩანს, არის ევროკავშირში რაღაც სტრუქტურები, რომელსაც აწყობს, რომ არსებობდეს აქ ერთგვარი ფარული ყულაბა, რომლითაც პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნებათ ,,სირცხვილია, საბოლოო ჯამში რაზეც ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირის ფული ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით იხარჯება საქართველოში. ეს არის ფაქტი,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა,მათ არანაირი ანგარიშვალდებულება არა აქვთ […]
არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა გაეხვიოს დესტრუქციაში, მითუმეტეს ომში – სუვერენიტეტს და ქვეყნის ინტერესებს არ ვცვლით ავიაბილეთებში
არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა გაეხვიოს დესტრუქციაში, მითუმეტეს ომში – სუვერენიტეტს და ქვეყნის ინტერესებს არ ვცვლით ავიაბილეთებში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მ,დივანი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ში გამართულ კონგრესის სხდომას აფასებს. დეპუტატის თქმით, ვაშინგტონში გამართული კონგრესი იყო სპექტაკლი, რომელიც მიზნად საქართველოში რევოლუციას ისახავს. ხუნდაძე განმარტავს, რომ ამერიკიდან გაჟღერებული მაიდანიზაციის მუქარა მისთვის მიუღებელია. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის […]
“თავს იცავდა – სახლში მიუვარდნენ, სცემდნენ” – რას ამბობს ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იური კალანდარიშვილი თავს იცავდა, – აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კალანდარიშვილის ადვოკატმა განუცხადა. როგორც უფლებადამცველი განმარტავს, მკვლელობის ღამეს დაკავებული სახლში, ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას ბაშარული და არჩვაძე მიუვარდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც მან გაფორმებული იარაღი შესაშინებლად გამოიტანა. “დაკავებულია მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ რეალურად თავს იცავდა. მას […]
საქართველოში ბოლო სამ დღეში ოთხი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?

საქართველოში, ბოლო სამ დღეში, ოთხი მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ხშირად, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭა იყო. პირველი მიწისძვრა, 3 ივნისს, ქალაქ ონში, სოფელ ირში დაფიქსირდა, სიმძალვრემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა. მეორე მიწისძვრაც ქალაქ ონში, სოფელ ირში დაფიქსირდა. სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა. მესამე მიწისძვრა, ქალაქ დმანისში, სოფელ მამიშლარში დაფიქსირდა და 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. მეოთხე მიწისძვრა კი, კვლავ ქალაქ ონში, სოფელ […]