თიბისის ტექსკოლის ერთი წელი

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. აქ, მთელი საქართველოდან მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და იძენენ უნარებს, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ. თიბისიმ, 2023 წელს, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლა დააარსა. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის. ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული […]
გურამ მაჭარაშვილი – თუ არჩევანი დამიდგება, რა თქმა უნდა, ავირჩევ ეროვნული დროშით სიარულს საქართველოში და „არას“ ვეტყვი ლგბტ დროშით სიარულს ამერიკაში

თუ არჩევანი დამიდგება, რა თქმა უნდა, ავირჩევ ეროვნული დროშით სიარულს საქართველოში და „არას“ ვეტყვი ლგბტ დროშით სიარულს ამერიკაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სანქციების შესახებ. მაჭარაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს საქართველოს ისტორია არ აქვს წაკითხული, „გადახედოს და იქ ნახავენ, რომ ჩვენი წინაპრები სუვერენიტეტს […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰეზბოლას“ თავდასხმებზე – ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია ზიანი მოგვაყენოს და ჩვენ გულხელდაკრეფილი ვიქნებით, ძალიან ცდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის ლიბანის ტერიტორიიდან „ჰეზბოლას“ თავდასხმებს უკიდურესად ძლიერ პასუხს გასცემს. „ვინც ფიქრობს, რომ შეუძლიათ ზიანი მოგვაყენონ და ჩვენ გულზე ხელებს დავიკრეფთ, ძალიან ცდება. უკიდურესად ძლიერ პასუხს გავცემთ, მზად ვართ ძალიან ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში. ამა თუ იმ გზით ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ჩრდილოეთით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, ბოლო დღეებში ლიბანის ტერიტორიიდან „ჰეზბოლას“ […]
„მაკდონალდს საქართველოს“ ზუგდიდის ფილიალის დირექტორს რეი კროკის საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

“მაკდონალდს საქართველოს“ ზუგდიდის რესტორნის დირექტორი ნანა კვიციანი რეი კროკის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. პრესტიჟული ჯილდო „მაკდონალდსის“ რესტორნების დირექტორებს ყოველწლიურად გადაეცემათ რესტორნის საუკეთესო ფუნქციონირების, გუნდის ეფექტური მართვისა და მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნისთვის. ნანა კვიციანი „მაკდონალდსის“ გუნდს 2015 წელს, ზუგდიდის ფილიალის გახსნის პირველივე დღიდან სვინგ მენეჯერის პოზიციაზე შეურთდა. მიზანდასახულობისა და შრომის შედეგად ნანა რამდენიმე წელში ჯერ დირექტორის […]
ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო – რატომაა ის მნიშვნელოვანი?

დღეს ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, დაახლოებით 373 მლნ ამომრჩეველს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა. არჩევნებში ხმის მიცემა ერთი ან ორი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, დღეს ნიდერლანდებში მისცემენ ხმას, ხვალ ირლანდიასა და მალტაში, შაბათს – ლატვიასა და სლოვაკეთში და ა.შ. იმისათვის რომ ხმა მისცეს ამომრჩეველმა, ქვეყნების უმრავლესობაში 18 წლის უნდა იყოს, […]
ამერიკული საკონსულტაციო კომპანია LINC-ის ინიციატივით სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ამერიკული საკონსულტაციო კომპანია LINC-ის ინიციატივით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე; მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე; იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სალომე ქავთარაძე; ამერიკული საკონსულტაციო კომპანის LINC-ის აღმასრულებელ დირექტორი პატრიკ ლოჰმეიერი და ამავე კომპანიის წარმომადგენელი დენიელ დრიგერი. შეხვედრაზე, მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების […]
ოპოზიცია კონგრესმენ უილსონს წერილს უგზავნის და კონგრესს არჩევნებზე დაკვირვებას სთხოვს

ოპოზიციონერი დეპუტატები და პოლიტიკოსები კონფრესმენ ჯო უილსონს, რომელმაც MEGOBARI აქტი დააინიციირა აშშ-ის კონფრესში, ღია წერილს უგზავნის. წერილის ხელმომწერები კონგრესმენს საქართველოში არსებულ ვითარებას აცნობენ და იმედს გამოთქვამენ, რომ კონგრესი და სენატი სწრაფად და ერთობლივად იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ ამ კანონის სწრაფი მიღება, რომელიც ეფუძნება ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და აფართოებს დახმარებას და მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, მაგრამ […]
„ამოღებულია იარაღი და „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები“ – სუსმა ტერორიზმის საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავებიან. განცხადებაში წერია, რომ სპეციალური ოპერაცია ბათუმში ორ ადგილზე ერთდროულად ჩატარდა. სუსი „ისლამური სახელმწიფოს“ კვალზე მიუთითებს. „დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და […]
ვერ გაიგეს ქართველი კაცის ბუნება – თუ ვინმე ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ სწორი არჩევანისთვის დაგვასანქცირებს, დაგვასანქციროს, ამით ვერ შეგვაშინებენ
ვერ გაიგეს ქართველი კაცის ბუნება – თუ ვინმე ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ სწორი არჩევანისთვის დაგვასანქცირებს, დაგვასანქციროს, ამით ვერ შეგვაშინებენ საქართველოს შესაძლო დასანქცირების საკითხზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყნის ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვისთვის სანქცირებით დამუქრება ღიმილის მომგვრელია, ვინაიდან ამით ქართველ კაცს ვერ შეაშინებენ. დავით კაჭარავას თქმით, როცა საქართველოს სანქციებით […]
ცესკო – არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც – ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს

ბოლო პერიოდში, არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები და შეფასებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც – მსგავსი განცხადებები, პოლარიზებული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ემსახურება ცრუ წარმოდგენების, არასწორი აღქმების შექმნას, მათზე დაფუძნებული დასკვნების გავრცელებას და აზიანებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე, ზოგადად საარჩევნო გარემოს,- ამის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, საარჩევნო […]