ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში გაერო-ს სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, 30-მდე ტერორისტი დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში გაერო-ს სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, 30-მდე ტერორისტი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალ-ნუსეირატში, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე გაერო-ს სკოლას „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 30-მდე ტერორისტი თავს აფარებდა. მათივე ინფორმაციით, ტერორისტები სამ საკლასო ოთახში, მშვიდობიანი მოსახლეობისგან განცალკევებით, იმყოფებოდნენ. ისრაელის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შესახებ „ჰამასის“ სამთავრობო მედია […]
თელავში 24 წლის ბიჭს ეძებენ

თელავში 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვს ეძებენ. ახალგაზრდა კაცი სახლიდან გუშინ, 5 ივნისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ბოლო პერიოდის განმავლობაში გაუჩინარების სხვა შემთხვევაც ყოფილა. ბოლო ცნობებით, ბიჭი თბილისში ჩავიდა. მომხდარის შესახებ ოჯახმა პოლიციას უკვე აცნობა.
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე 5 თვე რჩება. არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ელექტრონული არჩევნების წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ყველა ეტაპზე არის ღია, საჯარო და ყველა ჩართულ მხარეს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, კვლავ გრძელდება გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელიგანცხადებები. კერძოდ, ბოლო პერიოდში, […]
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო (მდინარე ,,დევდორაკში“ დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, შემოსული სასიგნალო შეტყობინების საფუძველზე, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს) საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია, – ამის შესახებ აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის […]
“ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, ვიღაცისთვის დამერეკა, მეთხოვა მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა და არც ფეხბურთელებს ვაკადრებ, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთებინო” – კალაძე

“ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, ვიღაცისთვის დამერეკა, მეთხოვა მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა და არც ფეხბურთელებს ვაკადრებ, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთებინო” – კალაძე პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს ვაკადრებ, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები ვაკეთებინო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ […]
ევროპარლამენტის არჩევნები ნიდერლანდიდან დაიწყო

დღეს, 6 ივნისს დაიწყო ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც 9 ივნისს დასრულდება. ევროკავშირის პირველი ქვეყანა, სადაც საარჩევნო უბნები გაიხსნა, ნიდერლანდის სამეფოა. ამ ქვეყნის მოქალაქეები ევროპარლამენტში თავის წარმომადგენლებს დღეს ირჩევენ. ხვალ, 7 ივნისს კენჭისყრა ჩატარდება ირლანდიაში, 8 ივნისს კი – ჩეხეთში, სლოვაკეთში, მალტასა და ლატვიაში. ევროკავშირის დანარჩენ სახელმწიფოებში არჩევნები 9 ივნისს გაიმართება. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოქალაქეები ევროპარლამენტის 720 […]
ცესკო – არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც

ბოლო პერიოდში, არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები და შეფასებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც – მსგავსი განცხადებები, პოლარიზებული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ემსახურება ცრუ წარმოდგენების, არასწორი აღქმების შექმნას, მათზე დაფუძნებული დასკვნების გავრცელებას და აზიანებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე, ზოგადად საარჩევნო გარემოს,- ამის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, საარჩევნო […]
“ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ” – პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა

UEFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ იტალიურ La Reppublica-სთან საუბარში UEFA-სა და FIFA-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელები გააკრიტიკა. “დავუბრუნდები თუ არა როდისმე ჩემს თანამდეობას? – არა. ამისთვის უკვე საკმაოდ ასაკში ვარ. ყველაფერი დასრულდა. დღემდე მახსოვს ის უსამართლობა, რაც განვიცადე. ვიცნობ გუშინ და დღევანდელ მენეჯერებს. ჩეფერინი და ინფანტინო დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ. მათ შექმნეს ახალი სულელური ჩემპიონთა ლიგა ძალიან […]
თინა ბოკუჩავა – აშშ-ს კონგრესმენს მივმართეთ თხოვნით, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვიდნენ, ასევე საარჩევნო დამკვირვებლების მობილიზაციაც მოხდეს

აშშ-ს კონგრესმენს კიდევ ერთხელ მივმართეთ თხოვნით, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვიდნენ, ასევე საარჩევნო დამკვირვებლების მობილიზაციაც მოხდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის, გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნება უნდა აისახოს. „მივმართეთ საერთო წერილით საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებმა, ისევე როგორც დამოუკიდებელმა […]
ოპოზიციის ნაწილი MEGOBARI ACT-ის ინიციატორ კონგრესმენს, ჯო უილსონს, ერთობლივი წერილით მიმართავს

ოპოზიციის ნაწილი კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც MEGOBARI ACT-ის ინიციატორია, ერთობლივი წერილით მიმართავს. წერილში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი და აღნიშნავენ, რომ ჩვენი მოქალაქეები უპრეცედენტო ზეწოლას და ძალადობას განიცდიან, რადგან ჩვენ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. ოპოზიციის წარმომადგენლებით აშშ-ს კონგრესს სთხოვს, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება, […]