ამოღებულია იარაღი, ხელყუმბარები, ISIS-ის სიმბოლიკიანი დროშები – დაკავებულია 2 მოქალაქე

ამოღებულია იარაღი, ხელყუმბარები, ISIS-ის სიმბოლიკიანი დროშები – დაკავებულია 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, სპეციალური ოპერაცია ბათუმში, 2 ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. “დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი […]
კალაძე ზივზივაძეზე: არასდროს მიკადრია, ვიღაცას ვთხოვო მხარდამჭერი განცხადება, ან პირიქით

თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ “არასდროს უკადრია” ვინმესთვის ან მხარდამჭერი განცხადების გაკეთება ან მისი წაშლა. ეს კალაძემ ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა. “ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ, ვიღაცას დავურეკო, ვთხოვო, ან მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან რაიმე საწინააღმდეგო, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, იმის აღება მოვთხოვო. მე ბუდუ ზივზივაძესთან მეგობრული […]
ელჩი – ერთხელ უზარმაზარი ჩინური კომპანია ჩვენი საზღვაო პორტით დაინტერესდა, თუმცა დავასკვენით, რომ პორტი ევროატლანტიკური სფეროს ქვეყნებთან უნდა ყოფილიყო ასოცირებული – მაინც არ ვიტყვი, რომ საქართველოში დასავლეთის ინვესტორები ჩაანაცვლეს

საქართველოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს პარტნიორი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტში. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური ელემენტები? ყველა ხელისუფლების ყოველ ნაბიჯს ყველა ქვეყანაში აქვს პოლიტიკური ელემენტი და აქვს სიგნალი, – ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რითაც ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს გამოეხმაურა. რაც შეეხება უშუალოდ ანაკლიის პორტს და იმას, რომ პროექტი ჩინური ინვესტიციით განხორციელდება, […]
ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო

ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო. ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად დღეს, ნიდერლანდებში დაიწყო. ნიდერლანდებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი 21:00 საათამდე გაგრძელდება. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს 6-9 ივნისს ირჩევს. წელს, ევროკავშირის სახელმწიფოების უმეტესობის მოსახლეობა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმას 9 ივნისს მისცემს და საბოლოო შედეგების გამოქვეყნებაც კვირას, […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეებმა ლიუბლიანას თასის ღია გათამაშებაში 9 ოქროს, 10 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“, მოცურავეებმა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, ცურვაში ლიუბლიანას თასის ღია გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ლიუბლიანას თასის ღია გათამაშება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში ჩატარდა: აბსოლუტური – 2005 წელს დაბადებული და უფროსები, 2006-2007 წწ. დაბადებული ბიჭები და გოგონები, 2008-2009 წწ. დაბადებული გოგონები და […]
ირაკლი ფავლენიშვილი – ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს არ დარჩენია არაფერი გარდა სანქციებისა, პოლიტიკის გადახედვისა და მკაცრი ზომებისა – ეს ერთადერთი ენაა, რომელიც ესმის ივანიშვილს და მის ბანდას

ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა კიდევ ერთხელ გამოუწოდა დახმარების ხელი ჭაობში მყოფ ივანიშვილის ბანდას, მაგრამ ამ ხელის გაწვდენაზეც მათი პასუხი იყო ძალიან თავხედური და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს არაფერი დარჩენიათ, გარდა მკაცრი ზომებისა, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს და პოლიტიკის გადახედვას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის […]
ლაშა ფარულავა – ჯონ უილსონის მიერ ინიცირებული MEGOBARI აქტი არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულებას, ქართველი ხალხის მიმართ

ჯონ უილსონის მიერ ინიცირებული MEGOBARI აქტი არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულებას, ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის ნათელი დადასტურება, რომ ჩვენ გვყავს მტკიცე პარტნიორები და ახლაც მზად არიან, დაუდგნენ ქართველ ხალხს გვერდით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისი შეფასებით, MEGOBARI აქტი ნათლად გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების […]
ლიეტუვის ელჩი – ერთადერთი „გლობალური ომის პარტია“ არსებობს და ის კრემლშია – მათი ყველა მოკავშირე ამ „გლობალური ომის პარტიის“ წევრები არიან

ერთადერთი „გლობალური ომის პარტია“ არსებობს და ის კრემლშია, – ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მათი ყველა მოკავშირეც “გლობალური ომის პარტიის” წევრები არიან. “ერთი ან ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ აზრში გვაქვს “გლობალური ომის პარტიის” ახლად შექმნილი განმარტება. ჩვენი გაგებით და რაც მინისტრმა ლანდსბერგისმა თქვა, როდესაც […]
ისტორია გრძელდება – მოდრიჩი “რეალთან” კონტრაქტს გაახანგლძრივებს

ცნობილი და ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 38 წლის ლუკა მოდრიჩი და “რეალი” კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგლძრივებაზე შეთანნხმდნენ და ამ ამბავს მალე გააოფიციალურებენ. ამრიგად, ისტორია, რომელიც 2012 წელს დაიწყო, კიდევ 1 წლით გაგრძელდება. გასულ სეზონში მოდრიჩმა ყველა ტურნირზე ჯამში 46 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
“ბაიერნი” “ლევერკუზენის” მცველს შეიძენს

გერმანული პრესის ინფორმაციით, “ბაიერნი” “ლევერკუზენის” მცველის, ჯონათან ტას შეძენასთანაა ახლოს. მიუნხენელებმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს. ისინი უკანახაზელს სეზონურად 9 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც ბონუსის სახით ერთჯერადად 3 მილიონ ევროს დაამატებენ, თუ ტა “რეკორდმაისტერში” გადაბარგდება. ახლა გუნდებმა ერთმანეთში სატრანსფერო თანხაზე უნდა მოილაპარაკონ. გასულ სეზონში 28 წლის ტამ ყველა ტურნირზე 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც […]