მოლდოვის გენშტაბის ყოფილი უფროსი ეჭვმიტანილია. გენერალ იგორ გორგანს კავშირი ჰქონდა რუსეთის “გრუსთან” – The Insider

5 ივნისს მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურისგან (SIB) გამოითხოვა ცნობები, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მოლდოვის რესპუბლიკის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, იგორ გორგანის წინააღმდეგ. The Isider-ის თანახმად, გენერალი გორგანი, რომელიც ორჯერ, 2013-2015 და 2019-2021 წლებში, იყო მოლდოვის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, ეჭვმიტანილია რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. 5 ივნისს ტელეკომპანია TVR Moldova-სთან კომენტარში, ქვეყნის […]

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე 5 თვე რჩება. არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ელექტრონული არჩევნების წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ყველა ეტაპზე არის ღია, საჯარო და ყველა ჩართულ მხარეს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, კვლავ გრძელდება გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები. კერძოდ, ბოლო […]

„რა თქმა უნდა, ურთიერთობები უნდა გადაიხედოს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით უბრალოდ შეუძლებელია“ – კალაძე აშშ-ზე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, რადგან ამ ფორმით სტრატეგიული თანამშრომლობა შეუძლებელია. ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხებოდა. ჟურნალისტმა თბილისის მერს ჰკითხა, თუ რისი მანიშნებელია განცხადებები, რომელიც აშშ-დან ისმის, მათ შორის ურთიერთობების გადახედვაზე. „რა თქმა უნდა, ურთიერთობები უნდა გადაიხედოს და […]

ლიეტუვის ელჩი – არ ვიტყოდი, რომ საგარეო უწყებაში შეხვედრა ჩვეულებრივი იყო, ელჩის დაბარებას აქვს გარკვეული ტემპერატურა – რაც შეეხება პოლიციის დღის ღონისძიებაზე დასწრებას, იმავე დღეს გვქონდა სხვა შეხვედრები

საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე და მის მომავალზე ზრუნავენ; მათ არჩიეს შეხვედროდნენ და დამდგარიყვნენ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მომავალს ევროკავშირში… ისინი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ხალხი არიან. მათ აქვთ განსხვავებული აზრის უფლება, – ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რითაც 15 მაისს ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლატვიის საგარეო საქმეთა […]

პაატა მანჯგალაძე – ამერიკის სანქცირება კარგია, ევროპაში სანქცირებაც კარგი იქნება, მაგრამ მთავარი სანქცია უნდა გავცეთ ჩვენ – არც ერთი ხმა რეჟიმს, რომელმაც ევროკავშირის გზა გადაუკეტა საქართველოს

ამერიკის სანქცირება კარგია, ევროპაში სანქცირებაც კარგი იქნება, მაგრამ მთავარი სანქცია უნდა გავცეთ ჩვენ – არც ერთი ხმა რეჟიმს, რომელმაც ევროკავშირის გზა გადაუკეტა საქართველოს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ მავნებლობას განაგრძობს. „ყველა ადამიანი, ვინც საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას ეღობება, აუცილებელია, რომ დასანქცირდეს და მთავარი სანქცირება არის საქართველოს […]

საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა სამშაბათს, 11 ივნისს გაიმართება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, პრეზიდენტი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და რეგისტრაცია სავალდებულოა: https://forms.gle/ba3FimwfWowTq6tB6

აკადემიკოს ლევან ჯაფარიძის ავტორობით მონოგრაფია „Serviceability Limit States of Underground Structures – მიწისქვეშა ნაგებობების საექსპლუატაციო პირობების ზღვრული მდგომარეობები“ გამოქვეყნდა

მიმდინარე წელს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის „მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა დამუშავების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ლევან ჯაფარიძის ავტორობით, კომპანია Spinger Nature Switzerland AG-ს მიერ გამოქვეყნდა მონოგრაფია: „Serviceability Limit States of Underground Structures“ („მიწისქვეშა ნაგებობების საექსპლუატაციო პირობების ზღვრული მდგომარეობები“). ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერთა აკადემია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, წიგნი გამოქვეყნდა სერიაში, რომელიც აერთიანებს […]

ოპოზიცია სენატორ ჯო ვილსონს წერილს უგზავნის, ისინი კონგრესს არჩევნებზე დაკვირვებას სთხოვენ

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები სენატორ ჯო ვილსონს ღია წერს უგზავნიან. ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორია. წერილში ასახულია საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღების ფონზე განვითარებული მოვლენები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ აშშ-ის კონგრესი და სენატი ერთობლივად იმუშავებენ კანონის სწრაფად მისაღებად, რაც აშშ-ის მთავრობას მისცემს უფლებას, იმოქმედოს ქართველი ხალხის […]

საქართველო რეგრესირებს როგორც ეკონომიკურად, ისე იმიჯის თვალსაზრისით – ზუკა შოშიაშვილი

რადიო „კომერსანტის“ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია „12 სართულის“ თანადამფუძნებელმა ზუკა შოშიაშვილმა ე.წ. რუსული კანონის მიღების შემდეგ განვითარებულ პროცესებსა და უცხოური სანქციების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენასთან დაკავშირებით ისაუბრა. „როგორც ვრცელდება ხმები, სანქციების პირველი პაკეტი უკვე ძალაშია და 84 დეპუტატს, ვინც ხმა მისცა რუსულ კანონს, შეუზღუდეს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა. ველოდებით, რომ შემდეგი ნაბიჯები იქნება ეკონომიკური და იმ აქციებს, რომლებსაც […]

„გთხოვთ შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპული პარტიები“ – მიხაელ როთის მიმართვა ქართველებს

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი „ინსტაგრამზე“ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. მისი განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად ახლა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ პროევროპული პოლიტიკური პარტიები შექმნას ან მოქალაქეები უკვე არსებულ ასეთ პარტიებს შეუერთდნენ. „ძვირფასო ქართველებო. გმადლობთ, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოხვედით ქუჩებში და ევროპული საქართველოსთვის იბრძვით. პოლიტიკა საკმაოდ რთული რამ არის. პოლიტიკა არ არის ბინძური, […]